ბლოგი - www.blogger.com

პოსტები
ინფორმაციული ელემენტები-გაჯეტები
პოსტები
ინფორმაციული ელემენტები-გაჯეტები
ბლოგი არის მარტივი ვებ-საიტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მომხმარებელმა შექმნას.
Html/java script გაჯეტის ჩასმა ბლოგზე ჩვენს მიერ შექმნილ ბლოგზე „ინტელი-პროექტებით სწავლება“ შესაძლებელია სხვადასხვა საინფორმაციო ობიექტების დამატება, რომლის შესაბამისი მზა სკრიპტები ანუ Html კოდები ინტერნეტშია განთვსებული. მოდით გავხსნათ ვებ-გვერდი 100widgets.com. გახსნილ გვერდზე შეგვიძლია მივიღოთ სხვადასხვა ობიექტების კოდები ღილაკით Get Code. ჩვენს ბლოგზე დავამატოთ ბლოგის თარჯიმანის გაჯეტი Web Translator, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს თქვენი ბლოგი წაიკითხოს მისთვის მისაღებ ენაზე. ავირჩიოთ ღილაკი Get Code - მიიღე კოდი და დიალოგურ ფანჯარაში Embed მოვნიშნოთ და დავაკოპიროთ გაჯეტის კოდი. გადავიდეთ ჩვენს ბლოგზე. ავირჩიოთ მენიუ Design. ბლოგის სამართავი პანელიდან ავირჩიოთ მენიუ Layout და ღილაკით Add a Gadget შევარჩიოთ სასურველი გაჯეტი HTML/JavaScript. გამოსულ ფანჯარაში სათაურის Tittle ველში შევიტანოთ გაჯეტის სათაური „ბლოგის გადათარგმნა“. Content ველში ღილაკით Paste ჩავსვათ კოდი და შევინახოთ გაჯეტი ღილაკით Save. Save arrangements ღილაკით შევინახოთ ცვლილებები ბლოგზე და View Blog ღილაკით დავათვალიეროთ ბლოგი. ბლოგზე დაემატა გაჯეტი „ბლოგის გადათარგმნა“. შევარჩოთ სასურველი ენა და თქვენი ბლოგი გადაითრგმნა. მოდით, ეხლა ჩვენს ბლოგს დავამატოთ ობიექტი საათი. ამისათვის გადავიდეთ გაჯეტების გვერდზე. შევარჩიოთ კატეგორიებიდან საათები. შევარჩიოთ სასურველი დიზაინის საათი და ღილაკით Get Code მივიღოთ კოდი. Embed დიალოგურ ფანჯარაში მოვნიშნოთ და დავაკოპიროთ გაჯეტის კოდი. გადავიდეთ ჩვენს ბლოგზე. ავირჩოთ მენიუ Design. ბლოგის სამართავი პანელიდან ავირჩიოთ მენიუ Layout და ღილაკით Add a Gadget ავირჩიოთ HTML/JavaScript გაჯეტი. გამოსულ ფანჯარაში სათაურის Tittle ველში შევიტანოთ გაჯეტის სათაური „საათი“. Content ველში Paste ღილაკის გამოყენებით ჩავსვათ კოდი და ღილაკით Save შევინახოთ გაჯეტი. Save arrangements ღილაკით შევინახოთ ცვლილებები ბლოგზე და View Blog ღილაკის გამოყენებით დავათვალიეროთ ბლოგი. ჩვენს ბლოგს დაემატა გაჯეტი საათი.

ახალი დამატებული