ეკრანის ჩამწერი პროგრამა ჯინგი
ჯინგი არის პროგრამა ეკრანის გამოსახულების ან ვიდეოს ჩასაწერად კომპანია ტექსმიტისგან http://www.techsmith.com
პროგრამა ჯინგის ღილაკიდან მაუსის საშუალებით ავირჩიოთ ჩაწერა capture.
კურსორის საშუალებით განსაზღვროთთ ჩასაწერი ეკრანის ზომა, გამოჩნდება მენიუ:
ღილაკით Capture Video- შეგიძლიათ შექმნათ ვიდეო.
ვიდეოს ჩაწერის შეთხვევაში თუ პარალელურად გინდა ჩაიწეროთ ხმა კომპიუტერს უნდა ქონდეს ხმის ჩამწერი მოწყობილობა მიკროფონი.
ავირჩიოთ ვიდეოს შექმნის ღილაკი დაიწყება უკუ ათვლა რომლის შემდეგაც დაიწყება ვიდეოს ჩაწერა. ვიდეო ჩაწერის დროს გაჩნდება ინსტრუმენტების პანელი ჩაწერის სტანდარტული ღილაკებით:
ჩაწერის დასრულება Finish
პაუზა-Pause
ხმის ჩართვა გამორთვა -Mute
ჩაწერის ხელმეორედ დაწყება-Restart
ვიდეოს გაუქმება- Cancel
ჩაწერის დასრულების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Finish .
ვიდეო გადამუშავდება და გაიხსნება ვიდეოს ჩვენების ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ახლახანს ჩაწერილი ვიდეო, მიუთითოთ ვიდეოს სახელი, შეინახოთ ვიდეო ან მოახდინოთ მისი ექსპორტი http://screencast.com -ზე