Movie Maker: სურათების შემოტანა, ანიმაციური ეფექტები, ტექსტის შემოტანა, შენახვა

Movie Maker: სურათების შემოტანა, ანიმაციური ეფექტები, ტექსტის შემოტანა, შენახვა
ამ ვიდეო გაკვეთილში ჩვენ გავარჩევთ, როგორ ხდება მუვი მეიქერში სურათების ჩასმა. ავირჩიოთ home მენიუს add photos and videos ბრძანება. გამოსულ ფანჯარაში მოვნიშნოთ ჩვენთვის სასურველი საქაღალდე, ჩვენს შემთხვევაში ავირჩიოთ ბიბლიოთეკის სურათების საქაღალდე, მაუსის გადატარებით მოვნიშნოთ სურათები და ჩავსვათ open ბრძანებოთ. თუ გვსურს სურათის წაშლა, სურათი მოვნიშნოთ მარჯვენა კონტექსტური კლავიშით და გამოსულ ბრძანებებში ავირჩიოთ remove ბრძანება, ან სურათი მოვნიშნოთ მარცხენა კლავიშით და home მენიუში დავაწკაპუნოთ remove-ს. ხედავთ, სურათი წაიშალა ორივე შემთხვევაში. სურათის ადგილმდებარეობის შესაცვლელად სურათს ჩავეჭიდოთ მაუსის მარცხენა კლავიშით და კლავიშზე თითის აუღებლად მოვათავსოთ ჩვენთვის სასურველ ადგილზე. ახალი სურათის ჩასამატებლად კვლავ ვირჩევთ add vieos and photos ბრძანებას, შევარჩევთ სურათს, რომელიც ჩაჯდება ჩაჯდება მონიშნული კადრის წინ. თუ გვსურს კადრის მოტრიალება 90 გრადუსით, მოვნიშნოთ კადრი და ავირჩიოთ rotate left ბრძანება–ეს არის კადრის მოტრიალება მარცხნივ 90 გრადუსით, ხოლო rotate right ბრძანებით ხდება მონიშნული კადრის მოტრიალება მარჯვნივ. გავასწოროთ ორივე კადრი. სურათის ჩვენების ხანგრძლივობის შეცვლა ხდება edit-ის duration ბრძანებით, მოვნიშნოთ სურათი, ჩამოვშალოთ აღნიშნული ბრძანება და შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი გადასვლის დრო. დრო მოცემულია წამებში.

ახალი დამატებული