google-ის ფორმები

ვიდეო გაკვეთილი ეხება google drive-ში ფორმების შექმნას, google-ფორმების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის კითხვარების შექმნა, უკუკავშირის მიღება, გამოკითხვის შედეგების ანალიზი, მას იყენებენ როგორც საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე ბიზნესშიც. google-ფორმების საშუალებით შესაძლებელია შევქმნათ კითხვები მოკლე ტექსტური პასუხებით, ერთი სწორი პასუხით , რამდენიმე სწორი პასუხით, სიიდან ერთის ამორჩევით, შკალის გამოყენებითა და ცხრილებით. ფორმების შესაქმნელად შევიდეთ მისამართზე http://gmail.com, გავიაროთ ავტორიზაცია და მარჯვენა ზედა კუთხეში Google სერვისებიდან ავირჩიოთ Drive ან შევიდეთ მისამართზე http://drive.google.com
ვიწყებთ google ფორმის გამოყენებით ანკეტის შექმნას, ამისათვის შევიდეთ მისამართზე drive. google.com, გავიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სახელი და პაროლი შევიყვანოთ შესაბამის ველში, (შეგიძლიათ გამოიყენოთ Gmail-ის მომხმარებლის სახელი და პაროლი). დავაჭიროთ ღილაკს CREATE და ავირჩიოთ Form, დავარქვათ სახელი ფორმას, ველში Title ჩავწეროთ მაგ: ანკეტა, ავირჩიოთ სასურველი დიზაინი და დავაჭიროთ ღილაკს Ok Question Title ველში შეიყვანეთ შეკითხვა, მაგ: „სახელი“Help Text ველი საჭიროა დამხმარე ტექსტის შესაყვანად, მაგალითად : “ინფორმაცია შეავსეთ ქართულ ენაზე”, პასუხის ტიპს ვირჩევთ question type სიიდან. მაგ: სახელს სჭირდება მოკლე ტექსტური ველი, ამიტომ ვირჩევთ პასუხის ტიპს-Text. თუ კითხვაზე პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს ჩართეთ ალამი ველში Required question. მარჯვენა ზედა კუთხეში არის სამი ღილაკი: ჩასწორებისათვის edit, დუბლიკატის შესაქმნელად duplicate და წასაშლელად delete. დასრულების შემდეგ დავაჭიროთ ღილაკს done. დავამატოთ ასევე შეკითხვა- „სკოლა“, რომელსაც დავუთმოთ შედარებით დიდი არე პასუხისთვის paragraph text. კითხვა „სქესისთვის“ პასუხის ტიპის ასარჩევად question type სიიდან ავირჩიოთ Mutiple choice, სავარაუდო პასუხებიდან ( მდედრობითი, მამრობითი) შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი პასუხის არჩევა. შემდეგი ჩვენი კითხვა არის „სააგანი რომელსაც პედაგოგი ასწავლის“, ვაჭერთ ღილაკს add item - ახალი შეკითხვის დასაწყებად, პასუხები რომ ხელით არ ავკრიფოთ ჩვენ შეგვიძლია წინასწარ აკრეფილი ჩამონათვალი დავაკოპიროთ და ჩავსვათ copy- paste ბრძანების საშუალებით. რა თქმა უნდა ამის გაკეთება შეგვეძლო ტექსტის აკრეფითაც. შეგვიძლია რომელიმე ველის წაშლა, წაშლის ღილაკით (მარჯვნივ X) და დავაჭიროთ ღილაკს done. ჩასწორება შესაძლებელია edit -ის საშუალებით, ჩავასწორებთ და დავაჭერთ ღილაკს done. შემდეგი შეკთხვა არის განსხვავებული, მაგალითად გვინდა წინასწარ მოცემული სიიდან ამოვირჩიოთ „რაიონი“: Choose from a list ტიპის პასუხს ვირჩევთ და წინასწარ აკრეფილი რაიონების დასახელებებს copy- paste ბრძანების საშუალებით ჩავსვათ. შემდეგი კითხვა არის შეფასების შკალა scale: მაგალითად ავკრიფოთ შეკითხვა „გამოხატეთ თქვენი განწყობა“ და გვინდა, რომ შეფასება იყოს 1-10 მდე: დაბალი იყოს 1 მაღალი 10 . ახლა დავამატოთ ცხრილი მაგალითად გარკვეული დროისა და დღეების შერჩევით სვეტისა და სტრიქონის გადაკვეთაზე. დავწეროთ კითხვა „აირჩიეთ სასურველი გრაფიკი“ ავირჩიოთ ცხრილი-grid და აქაც წინასწარ აკრეფილი კვირის დღეები ჩავსვათ სტრიქონების ნაცვლად, ხოლო სვეტების ნაცვლად ჩავსვათ წინასწარ აკრეფილი საათები. ანუ სტრიქონსა და სვეტის გადაკვეთაზე შესაძლებელია მონაცემის არჩევა. ასევე შეგვიძლია დავამატოთ თარიღი date და დრო Time . ჩვენ უკვე დავასრულეთ ანკეტის კითხვების ჩამოწერა ახლა განვიხილოთ არე სადაც უნდა ავხსნათ 3 სხვადასხვა ოფცია, რომელიც განკუთვნილია რესპოდენტისთვის. ანკეტის შემვსებ პირს თუ უნდა ანკეტის რამოდენიმეჯერ შევსება, მას უნდა დახვდეს ბმული რომელსაც დააჭერს. ამისთვის უნდა იყოს ჩართული ოფცია- Show link to submit another response. თუოფცია- Publish and show a link to the results of this form to all respondents ჩავრთავთ, რესპოდენტს შეეძლება სხვა რესპონდენტების მიერ შევსებული ანკეტის პასუხების ნახვა. ხოლო თუ ჩავრთავთ ოფციას- Allow responders to edit responses after submitting, საშუალებას მივცემთ რესპონდენტებს ჩაასწორონ თავიანთი პასუხები. შესაძლებელია ერთდროულად სამივე ოფციის ჩართვაც. დავასრულეთ ანკეტის შექმნა და დავაჭიროთ ღილაკს send form, გამოვა ფანჯარა, სადაც შესაძლებელია დავაკოპიროთ google ფორმის მისამართი ( link), მონიშვნის შემდეგ copy ბრძანებით ვაკოპირებთ ამ მისამართს და ვაზიარებთ სურვილისამებრ ბლოგზე, სოციალურ ქსელებში, მეილზე და ა.შ ასევე შესაძლებელია embed ღილაკზე დაჭერის შემდეგ დავაკოპიროთ კოდი და ჩავსვათ საიტზე ან ბლოგზე. ლინკისა და embed კოდის გამოყენებით გამოქვეყნების თაობაზე ინსტრუქცია შეგიძლიათ მოისმინით სხვა ვიდეო-გაკვეთილში. ამ ფანჯარას ვხურავთ done ღილაკზე დაჭერით.

ახალი დამატებული