google-ის ფორმები

ვიდეო გაკვეთილი ეხება google drive-ში ფორმების შექმნას, google-ფორმების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის კითხვარების შექმნა, უკუკავშირის მიღება, გამოკითხვის შედეგების ანალიზი, მას იყენებენ როგორც საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე ბიზნესშიც. google-ფორმების საშუალებით შესაძლებელია შევქმნათ კითხვები მოკლე ტექსტური პასუხებით, ერთი სწორი პასუხით , რამდენიმე სწორი პასუხით, სიიდან ერთის ამორჩევით, შკალის გამოყენებითა და ცხრილებით. ფორმების შესაქმნელად შევიდეთ მისამართზე http://gmail.com, გავიაროთ ავტორიზაცია და მარჯვენა ზედა კუთხეში Google სერვისებიდან ავირჩიოთ Drive ან შევიდეთ მისამართზე http://drive.google.com
ამ ვიდეო გაკვეთილში ვისწავლით, როგორ დავარედაქტიროთ google - ფორმები, როგორ ვნახოთ გამოკითხვის შედეგები და მისი სტატისტიკური ანალიზი. გადავიდეთ drive.google.com-ზე. ჩვენ ახლა ვნახავთ სად შეინახა ჩვენს მიერ შექმნილი google - ფორმა. my drive-ში შექმნილია ფაილი-„ პედაგოგის ანკეტა“, რომელშიც ჩამოწერილია კითხვები, რომლებიც ჩვენ ჩამოვწერეთ. ასევე ავტომატურად შექმნილ ფაილში „პედაგოგის ანკეტა (responses)“ არის პასუხები, რომლებიც რესპონდენტებმა გასცეს მას მერე, რაც ჩვენი google - ფორმა გამოვაქვეყნეთ. ე. ი როცა ჩვენ ვქმნით goole- ფორმას, ავტომატურად იქმნება 2 ფაილი : ფაილი შეკითხვებით და ფაილი პასუხებისათვის. კითხვარის ჩასასწორებლად გავხსნათ კითხვარი, ყოველ შეკითხვასთან მაუსის მიახლოებისთანავე მარჯვენა მხარეს გამოჩნდება სამი ღილაკი edit ჩასწორებისათვის, დუბლიკატის შესაქმნელად და წასაშლელად, მაგალითად მინდა ჩავასწორო პედაგოგის სახელი, დავაჭიროთ edit-ს, თუ მინდა შევცვალო პასუხის ტიპი აირჩიეთ question type ველიდან. თუ მინდა, რომ კითხვაზე პასუხი გავხადო აუცილებლად შესავსები ჩავრთოთ ღილაკი required question. თანმიმდევრობის შესაცვლელად, ჩაავლეთ მაუსი ხელისაუღებლად და გადაიტანეთ. ვნახოთ როგორ გამოიყურება google - ფორმა დასრულებულ ვარიანტში. ზედა მხარეს ძირითადი მენიუს ქვევით განთავსებულია პანელი, სადაც view live form ღილაკის საშუალებით შეგიძლიათ იხილოთ, როგორ გამოიყურება თქვენი კითხვარი. ვნახოთ რას ნიშნავს ღილაკი accepting responses? ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შეიზღუდება პასუხების გაცემა, ე.ი ორი ვარიანტიდან not accepting responses პასუხების გაცემის უფლება არის გათიშული, ხოლო accepting responses, უფლება აქვს მოპასუხეს გასცეს კითხვებზე პასუხები. აქვე არის ღილაკი View responses, რომლის საშუალებითაც ვნახავთ პასუხების ფაილს, სადაც ჩაწერილია რესპონდენტების მიერ ჩაწერილი პასუხები, ხოლო ღილაკზე Theme დაჭერით შეგიძლიათ შეცვალოთ დიზაინი. მას მერე რაც რესპონდენტები შეავსებენ კითხვარს და დააჭერენ ღილაკს submit მონაცემები ჩაიწერება პასუხების ფაილში. გადავიდეთ ფორმის რედაქტირების რეჟიმში და ვნახოთ მენიუ responses, სადაც summary of responses საშუალებას მოგვცემს რესპონდენტების მიერ შევსებული მონაცემები ვნახოთ დიაგრამების საშუალებით, ანუ გავაკეთოთ სტატისტიკური ანალიზი.

ახალი დამატებული