google-ის ფორმები

ვიდეო გაკვეთილი ეხება google drive-ში ფორმების შექმნას, google-ფორმების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის კითხვარების შექმნა, უკუკავშირის მიღება, გამოკითხვის შედეგების ანალიზი, მას იყენებენ როგორც საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე ბიზნესშიც. google-ფორმების საშუალებით შესაძლებელია შევქმნათ კითხვები მოკლე ტექსტური პასუხებით, ერთი სწორი პასუხით , რამდენიმე სწორი პასუხით, სიიდან ერთის ამორჩევით, შკალის გამოყენებითა და ცხრილებით. ფორმების შესაქმნელად შევიდეთ მისამართზე http://gmail.com, გავიაროთ ავტორიზაცია და მარჯვენა ზედა კუთხეში Google სერვისებიდან ავირჩიოთ Drive ან შევიდეთ მისამართზე http://drive.google.com
ამ ვიდეო გაკვეთილში ვისწავლით როგორ გამოვაქვეყნოთ google-ფორმები. შევიდეთ drive-ზე და გავხსნათ ჩვენს მიერ შექმნილი ფორმა, მაგალითად „ პედაგოგის ანკეტა“. მარჯვენა ზედა კუთხეში დავაჭიროთ ღილაკს send form , გამოვა ფანჯარა საიდანაც შეგვიძლია დავაკოპიროთ ჩვენი google-ფორმის მისამართი copy ბრძანების საშუალებით. გადავიდეთ ბლოგზე. მაგალითად page-ად უნდა დავამატოთ იმ ფორმის მისამართი, რომელსაც ვაქვეყნებთ. გავხსნათ page-ები რედაქტირების რეჟიმში. დავაჭიროთ ღილაკს add link, ჩავსვათ დაკოპირებული მისამართი და ავკრიფოთ სათაური მაგ: „შეავსეთ ფორმა“, შევინახოთ ცვლილებები. ბლოგზე გამოჩნდება page სახელად „შეავსეთ ფორმა“, ჩვენ ბმულის სახით დავდეთ ფორმა ბლოგზე, შესაძლებელია google-ფორმის ჩაშენება მოვახდინოთ embed კოდის საშუალებით. გადავიდეთ ისევ ჩვენ google-ფორმაზე დავაკოპიროთ embed კოდი copy ბრძანებით. გადავიდეთ ბლოგზე შევქმნათ ახალი შეტყობინება (new post) და html რეჟიმში paste ბრძანებით ჩავსვათ დაკოპირებული embed კოდი. შეტყობინებას სახელად დავარქვათ „შეავსეთ ფორმა“გამოვაქვეყნოთ publish ღილაკზე დაჭერით. ჩვენი google-ფორმა ჩავაშენეთ ბლოგზე, აქ შესაძლებელია რესპონდენტმა გასცეს კითხვებზე პასუხი და დააჭიროს ღილაკს submit, ჩვენ ვნახეთ ორი ვარიანტი google-ფორმების გამოქვეყნების, ბმულის სახით და ჩაშენებით. შეგახსენებთ, რომ google-ფორმების გამოქვეყნებისას როგორც ლინკის სახით, ასევე ჩაშენებით, აუცილებელია შევიდეთ drive-ზე, გავხსნათ ფორმა, მარჯვენა ზედა კუთხეში დავაჭიროთ ღილაკს send form და დავაკოპიროთ ან მისამართი ან embed კოდი. ბლოგზე ჩაშენების მაგალითი შგიძლიათ გამოიყენოთ სოციალურ ქსელებშიც google-ფორმების გამოქვეყნების შემთხვევაში.

ახალი დამატებული