Movie Maker: ინტერფეისი, კადრების აჩქარება, აუდიო ფაილის მართვა, ვიდეო ლენტის დამუშავება, ვიდეო კადრზე ხმის, მუსიკის დამატება
00:02:28
00:01:41
00:02:08
00:03:51
00:02:33
00:04:14
00:02:28
00:01:41
00:02:08
00:03:51
00:02:33
00:04:14
Movie Maker: ინტერფეისი, კადრების აჩქარება, აუდიო ფაილის მართვა, ვიდეო ლენტის დამუშავება
მოგესალმებით, შემოგთავაზებთ ვიდეო გაკვეთილს , რომლის დროსაც შევეცდები პასუხი გავცე კითხვაზე - როგორია პროგრამის გარემო - ანუ მისი ინტერფეისი?
გავუშვათ პროგრამა შესრულებაზე
წინასწარ შევთანხმდეთ, რომ პროგრამაში მუშაობისას ჩვენ ჯერ ვქმნით ე.წ. პროექტს ანუ ვიდეოს „შავ “ მასალას, რომელიც ჩვენი სურვილის შესაბამისად შეიძლება შეიცვალოს, ჩასწორდეს. ანუ პროექტი დამუშვების პროცესში ცვლილებას განიცდის, მისი ბოლო ვარიანტი შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საწყისი ვერსიისაგან, სწორედ ბოლო, მოწონებულ ვარინტს ვინახავთ ვიდეო ფაილად. ვიდეო ფორმატში შენახული ფაილის ავტვირთვა შეგვიძლია ვიდეოების საცავში - youtube-ზე , ან მისი გაზიარება შეიძლება სხვადასხვა სოციალურ ქსელში.
ეხლა კი გავეცნოთ პროგრამის ინტერფეისს. სხვა პროგრამების მსგავსად მასაც აქვს საინფორმაციო ზოლი, ბრძანებების სტრიქნი - თითოული ბრძანების ქვეშ სხვადასხვა ინსტრუქმენტებია თავმოყრილი.
ინსტრუმენტების ქვემოთ სამუშაო დაფაა განთავსებული, მასზე ხდება დასამუშავებელი ობიექტების: მაგალითად ვიდეოების , სურათბის , აუდიო თუ ტექსტური ფაილების განთავსება.
ვიდეო პროექტის წინასწარ გადათვალიერებას და მისი დამუშვების პროცესზე თვლყურის დევნებას ვახდენთ ამ ფანჯრის დახმარებით - მას ხშირად წინასწარი გადათვალიერების ფანჯარასაც ვუწოდებთ.
ფანჯრის ქვევითა განთავსებულია ვიდეოს ( პროექტის) გამშვები ღილაკი, შესრულებაზე გაშვებული ვიდეოს შეჩერება ანუ დაპაუზება იგივე ღილაკზე დაწკაპუნებით ხდება, ამ ღილაკის მარჯვნივ და მარცხნივ ვიდეო ლენტის გადახვევის ღილაკებია განთავსბული. რომლითაც შეგვიძლია კადრის წინ და უკან გადახვევა….
ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხეში კი დროის მაჩვენებელია, რომელიც გვატყობინებს რა ხანგრძლივობისაა პროექტი. ჩვენ შემთხვევაი ის 1 წთ, 1 წმ და 57 სეკუნდია, კადრი გაჩერებულია 11 წმ და 57 სეკუნდზე
თუ გვსურს ვიდეო მთელ ეკრანზე გავუშვათ, მაშინ ვაწკაპუნებთ ღულაკზე, სამუშაო რეჟიმში დასაბრნებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ კლავიატურის ღილაკი ESC , რომლიც კლავიატურაზე მარცხენა ზედა კუთხეშია განთავსებული.
ვფიქრობ, თქვენ უკვე შეგექმნათ ზოგადი წარმდგენა პროგრამა Movie Maker-ის შესხებ, მომდევნო ვიდეო გაკვეთილებს მის დეტალურ შესწავლას დავუთმობთ