გუგლის რუკები- www.maps.google.com
00:00:41
00:03:07

00:01:50
00:05:02
00:00:41
00:03:07

00:01:50
00:05:02
ვიდეო გაიდებში მოცემულია ინფორმაცია გუგლის რუკების გამოყენების შესახებ
გუგლის რუკების გვერდზე შესასვლელად, შევიდეთ ინტერნეტ ბრაუზერში -გუგლ chrome, სამისამართო ველში ავკრიბოთ: www.maps.google.com, ეკრანზე აისახება დედამიწის მთლიანი რუქა, რომელიც თავდაპირველად უფრო სქემატური სახითაა წარმოდგენილი, იმისათვის, რომ გადავიდეთ დედამიწის თანამგზავრულ გამოსახულებაზე, დავაჭიროთ ეკრანის მარცხნივ მდებარე ნიშანზე - Earth,რითაც ეკრანზე აისახება დედამიწის რეალური მოდელი, ნავიგაცია გუგლმეფში საკმაოდ იოლია, კერძოდ, სასირველ ადგილზე მისასვლელად საკმარისია დავაწკაპოთ მაუსი რუქაზე და ხელაუღებლივ ვამოძრაოთ მაუსის ისარი, შესაბამისად დატრიალდება რუქაც, ხოლო რუქის მისაახლოებლად ან დასაშორებლად შეგვიძლია დავატრიალოთ მაუსის რგოლი წინ და უკან, ან დავაჭიროთ ღილაკებზე + და -. რუქის დასახრელად გამოვიყენოთ დახრის ღილაკი.
მაგალითად, მოვიძიოთ რუქაზე საქართველოს დედაქალაქი თბილისი, ამისათვის დავაბრუნოთ რუქა ევროპის მიმართულებით და შემდეგ + ღილაკით ახლოს მოვიყვანოთ რუკის შესაბამისი ადგილი.
აღსანიშნავია, რომ რუკას მაღალი გარჩევადობიდან გამომდინარე, სჭირდება საკმაოდ დიდი ინტერნეტ რესურსები, ამიტომ შედარებით დაბალი სიჩქარის პირობებში, რუკის გამოსახულების ჩამოტვირთვას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ეს ნორმალური პროცესია.
თუ გვინდა კიდევ უფრო მოვაახლოვოთ ეს რუკა,ისევ დავაჭიროთ + ღილაკს და შეგვეძლება ვნახოთ, არა მარტო ქუჩები, არამედ ცალკეული სახლებიც კი.