გუგლის რუკები- www.maps.google.com

ვიდეო გაიდებში მოცემულია ინფორმაცია გუგლის რუკების გამოყენების შესახებ
იმ შემთხვევაში ,როდესაც ზუსტად არ ვიცით სად მდებარეობს ესა-თუ ის დასახლებული პუნქტი, შეგვიძლია განვახორციელოთ ძიება გუგლ მეფში, რომელიც მოგვიძებნის რუქას არა მარტო ქალაქების, არამედ ქუჩების მიხედვითაც. მაგალითად, მოვიძიოთ თუ სად მდებარეობს თბილისში „მასწავლებლის სახლი“, მაშინ როდესაც ვიცით მხოლოდ მისი ქუჩის მისამართი „გმირ კურსანტთა ქუჩა N1. გუგლ მეფის საძიებო ველში ჩავწეროთ ქუჩის დასახელება, რის შემდეგადაც რუკა მოიძიებს შესაბამის ქუჩას, ხოლო მასზე სასურველი შენობის მოძიება უკვე იოლადაა შესაძლებელი. სურათიდან ნათლად ჩანს, რომ, გმირ კურსანტთა ქუჩა, თბილისში მდებარეობს მითითებულ ადგილზე, ხოლო “მასწავლებელთა სახლი” არის მისი პირველი შენობა.

ახალი დამატებული