გუგლის რუკები- www.maps.google.com

ვიდეო გაიდებში მოცემულია ინფორმაცია გუგლის რუკების გამოყენების შესახებ
გუგლის რუკების საშუალებით შესაძლებლობა გვაქვს დავადგინოთ საწყის და საბოლოო წერტილებს შორის მანძილი, მგზავრობის სავარაუდო დრო და სხვა საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მგზავრობის შესახებ. მაგალითად: ქუთაისის ერთერთი სკოლის მოსწავლეებმა, განიზრახეს წავიდნენ ექსკურსიაზე ალავერდის მონასტერში, მარშრუტის დასადგენად გუგლის რუკაზე დავაჭიროთ ღილაკს -მიმართულებები და შევიყვანოთ საწყისი პუნქტი (ქუთაისი) და საბოლოო (ალავერდის მონასტერი). რამდენიმე წამში ეკრანზე აისახება ინფორმაცია მანძილის შესახებ, რომელიც ჩანს რომ არის 237 კმ, აგრეთვე მითითებულია რომ ავტომობილი საშუალოდ ამ მანძილს დაფარავს 3სთ. და 45 წთ-ში, გარდა საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობისა, გუგლის რუკებზე შესაძლებელია დავადგინოთ აგრეთვე ფეხით გასავლელი მანძილი, ამისათვის დავაჭიროთ ქვეითის გამოსახულებას, ეკრანზე აისახება შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც გვიჩვენებს რომ ფეხით ამ მანძილის დასაფარად დაგვჭირდება 73 საათი.

ახალი დამატებული