გუგლის რუკები- www.maps.google.com

ვიდეო გაიდებში მოცემულია ინფორმაცია გუგლის რუკების გამოყენების შესახებ
საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, დროა ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთაც, თუმცა სანამ მაგალითად საფრენგეთის დედაქალაქ პარიზში რეალურად ჩავფრინდებოდეთ, მანამდე მივმართოთ ისევ გუგლის რუკას და გამოვიყენოთ მისი შესაძლებლობა, რომლითაც ჩვენ ვირტუალურად ვიმოგზაურებთ პარიზის ქუჩებში, ვნახავთ ეიფელის კოშკს და სხვა ღირსეშანიშნაობებს. ამისათვის შევიდეთ გუგლის რუკაში, საძიებო ველში ჩავწეროთ „ეიფელის კოშკი“ და რუკა გვიჩვენებს ეიფელის კოშკის თანამგზავრულ სურათს, შესაბამისი ქუჩების დასახელებებით და სხვა საჭირო ინფორმაციით, აქვე დავიხმაროთ პატარა “ყვითელი კაცუნა”, რომელიც გაგვიწევს მეგზურობას ქუჩებში, მოვკიდოთ მას მაუსი და დავსვათ ეიფელის კოშკის წინ რომელიმე ქუჩაზე, აი ჩვენ აღმოვჩნდით მარსის ველზე, მაუსის გამოყენებით შეგვიძლია გავიხედოთ მარჯვნივ ან მარცხნივ, ავიხედოთ ზემოთ, ხოლო გზის წინ დაწკაპებით, გადავაადგილდეთ მოცემულ ქუჩაზე. აღსანიშნავია, რომ ეკრანის ქვედა მხარეს ჩანს უამრავი სურათი, რომელიც სხვადასხვა ხედით ასახავს იმ ადგილებს, რომელზედაც ჩვენ ვიმყოფებით მოცემულ მომენტში. ძალიან საინტერესოა, რომ გუგლის რუკების საშუალებით შეგვიძლია ვიმოგზაუროთ არა მარტო ქალაქების ქუჩებში, არამედ შევიდეთ სხვადასხვა ცნობილ შენობებში და დავათვალიეროთ მისი ინტერიერი, მაგალითისათვის დავათვალიეროთ ვაშინგტონში მდებარე თეთრი სახლი. ამისათვის საძიებო ველში ჩავწეროთ:“ The White house”, ეკრანზე აისახება თეთრი სახლის თანამგზავრული სურათი, კვლავ დავიხმაროთ ჩვენი მეგზური „ყვითელი კაცუნა“, რომელიც დავსვათ თეთრი სახლის ზემოთა მხარეს, ჩვენ აღმოვჩნდებით თეთრი სახლის აპარტამენტებში, რომელშიც თავისუფლად შეგვიძლია გადავაადგილდეთ ოთახიდან ოთახში, დავათვალიეროთ ავეჯი, სურათები და სხვა ღირსშენანიშნაობები. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით აღნიშნული 3 განზომილებიანი მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს დიდი ქალაქებში და ზოგიერთ ძალიან ცნობილ შენობა ნაგებობაში და ის არ არის ხელმისაწვდომი დედამიწის ყველა წერტილში. თუმცა, როგორც ცნობილია კომპანია გუგლი მუსაობს ამ საკითხებზე და მალე შესაძლებელი იქნება ჩვენც ვირტუალურად ვიმოგზაუროთ საქართველოს ქალაქების ქუჩებში, დავათვალიეროთ ისტორიულ-კულტურული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები გუგლ რუკების დახმარებით.

ახალი დამატებული