გუგლის რუკები- www.maps.google.com

ვიდეო გაიდებში მოცემულია ინფორმაცია გუგლის რუკების გამოყენების შესახებ
ხშირად საჭიროა ამობეჭდილი სახით გვქონდეს რუკის გარკვეული მონაკვეთი, სასურველი მარშრუტის შესაბამისი რუკა, ან მოვახდინოთ რუკის გაზიარება. მაგალითად, დავუბრუნდეთ ჩვენს მიერ წინა ვიდეოებში განხილულ შემთხვევას, როდესაც გუგლის რუქების დახმარებით დავადგინეთ ქუთაისიდან ალავერდის მონასტრისკენ არსებული მარშრუტი, ეხლა მოვახდინოთ ამ მარშრუტის ამობეჭდვა. გუგლის რუკებში შევიყვანოთ საწყისი და საბოლოო პუნქტები (ქუთაისი-ალავერდის მონასტერი), ინფორმაციის გამოტანის შემდეგ, დავაჭიროთ ბრძანებას - “ნაბიჯ-ნაბიჯ”, რის შემდეგაც ეკრანზე გამოვა მარშრუტის შესაბამისი რუკა, შემდეგ მაუსი დავაჭიროთ პრინტერის ნიშანზე. რომელშიც არის 2 ქვემენიუ-ბეჭდვა რუკების ჩათვლით და მეორე მხოლოდ ტექსტის ბეჭდვა, ჩვენ ამ შემთხვევაში ავირჩიოთ პირველი “ბეჭდვა რუკების ჩათვლით” და მოვახდინოთ მარშრუტის ბეჭდვა. რუკის გაზიარება და ჩაშენება (ემბედ კოდი), სასურველი რუკის გაზიარებისათვის გავადიდოთ რუკის გარკვეული მონაკვეთი, მაგალითად:ლონდონის ერთ ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - ბიგ ბენის თანამგზავრული რუკა, ამისათვის საძიებო ველში ჩავწეროთ: Big ben, London, შემდეგ შევიდეთ “პარამეტრების” ბრძანებაში, რომელშიც არის 2 ქვეგანყოფილება: რუკის გაზიარება და რუკის ჩაშენება. რუკის გასაზიარებლად, გუგლი გვთავაზობს ბმულს- რომელიც შეგვიძლია დავაკოპიროთ და გავუგზავნოთ მეგობარს ელ ფოსტით, გამოვაქვეყნოთ სოციალრ ქსელებში და ა.შ.ამისათვის მოვნიშნოთ შესაბამისი ბმული, დავაჭიროთა მაუსის მარჯენა ღილაკს და ავირჩიოთ ბრძანება copy. რაც შეეხება - რუკის ჩაშენებას, ის გვაძლევს საშუალებას, რომ მოცემული რუკის მონაკვეთი პირდაპირ ავსახოთ მაგალითად ბლოგზე ან სხვა ვებ გვერდზე, შეგვიძლია ავირჩიოთ სასურველი ჩარჩოს ზომა:მცირე, საშუალო, დიდი, და სხვა ზომა, რის შემდეგაც უნდა მოვახდინოთ შესაბამისი ჩაშენებული (ე.წ. ემბედ) კოდის კოპირება და სასურველ ადგილზე ჩასმა. გარდა ზემოაღნიშნული ფუნქციებისა, აღსანიშნავია, რომ გუგლის რუკებს გააჩნიათ სხვა დამატებითი შესაძლებლობებიც, არსებობს აგრეთვე სპეციალური პროგრამა “გუგლი დედამიწა”, რომელიც კომპიუტერში წინასწარ უნდა ჩავტვირთოთ, თუმცა ეს უკვე ახალი ვიდეო ლექციების თემაა. აგრეთე მეტად საინტერესოა, გუგლის რუკების ანალოგიური გვერდი, ოღონდ ის განკუთვნილია მარსზე მოგზაურობისათვის: mars.google.com, ასე, რომ გირჩევთ, რომ სანამ ადამიანი რეალურად ფეხს დადგამდეს მარსზე, მანამდე ჩვენ ვიმოგზაუროთ და “პირველებმა დავიპყროთ” წითელი პლანეტა. გისურვებთ წარმატებებს !

ახალი დამატებული