ოპერაციული სისტემა Windows 8.1
00:02:04


00:01:59
00:01:43
00:03:10

00:02:32
00:02:30

00:02:49
00:04:23

00:04:08
00:02:04


00:01:59
00:01:43
00:03:10

00:02:32
00:02:30

00:02:49
00:04:23

00:04:08
მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში განხილული იქნება Windows-ის ოპერაციული სისტემის ყველაზე თანამედროვე 8.1 ვერსიის ძირითადი შესაძლებლობები. სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ Windows-ის შესაძლებლობების აღწერაზე აუცილებელია მოკლედ განვმარტოთ რა არის იგი, ანუ რა არის ოპერაციული სისტემა. ერთ-ერთი განმარტებით ოპერაციული სისტემა წარმოადგენს კომპლექსს მმართველი და დამმუშავებელი პროგრამებისა, რომლებიც ერთის მხრივ წარმოადგენენ ინტერფესს ფიზიკურ მოწყობილობასა და გამოყენებით პროგრამულ უზრუნველყოფას შორის და მეორეს მხრივ განკუთვნილნი არიან მოწყობილობების, გამოთვლითი პროცესების მართვისათვის და მათ შორის გამოთვლითი რესურსების განაწილებისათვის. რა იქნებოდა გამოტანილი ჩვენი კომპიუტერის მონიტორზე თანამედროვე გრაფიკული გარსის მქონე ოპერაციული სისტემის გარეშე? დაახლოებით ამის მსგავსი გამოსახულება. გარდა ვიზუალური მხარისა გართულებული იქნებოდა პროცესების მართვა, სხვადასხვა პროგრამების გაშვება და მათთან მუშაობაც. კორპორაცია Microsoft სარეალიზაციოდ გამოტანილი აქვს Windows 8.1-ის შემდეგი საბაზო რედაქციები. Windows 8.1 RT - გამოიყენება პორტატული, მობილური ტიპის კომპიუტერებისა და მოწყობილობებისათვის, გააჩნია შეზღუდული ფუნქციონალობა, მაგალითად ამ ვერსიაში არ არის მხარდაჭერილი DVD ფორმატი. Windows 8.1, Windows 8.1 Pro და Windows 8.1 Enterprise ვერსიები, შესაბამისად პირადი, პროფესიონალური და კორპორაციული გამოყენებისათვის. ამ ვიდეო გაკვეთილში განხილული იქნება Windows 8.1 pro ვერსია. აქვე მნიშვნელოვანი იქნებოდა აღინიშნოს რომ Windows-ის ოჯახის ოპერაციული სისტემების წილი სხვა ოპერაციულ სისტემებთან შედარებით მსოფლიოში შეადგენს 91 პროცენტს.