ოპერაციული სისტემა Windows 8.1

ინტერფეისი Metro
ინტერფეისი Destop
ფაილები და საქაღალდეები
დამატებითი შესაძლებლობები
ინტერფეისი Metro
ინტერფეისი Destop
ფაილები და საქაღალდეები
დამატებითი შესაძლებლობები
ოპერაციული სისტემა Windows პირველი ვერსია გამოვიდა 1985 წლის ნოემბერში, მას შემდეგ დღემდე მისი ინტერფეისი ანუ ის გრაფიკული გარემო, რითაც ვურთიერთობთ კომპიუტერთან მრავალჯერ შეიცვალა და დაიხვეწა, თუმცა Windows-ის მერვე ვერსიის გამოშვებამდე იგი წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი - Desktop ინტრეფეისით. მობილური, პლანშეტური და უფრო სწორად სენსორული ტექნოლოგიების განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა არსებული Desktop ინტერფეისის განახლების საჭიროება, ამის გამო Windows 8.1 აღჭურვილია მეორე ინტერფეისით, რომლის სახელწოდებაცაა Metro. მეტროს სტილი დაფუძნებულია შვედური მაგიდის დიზაინის პრინციპზე, აქცენტი Desktop პროგრამული უზრუნველყოფისაგან განსხვავებით გადატანილია მაღალტიპოგრაფიულ და მსხვილ ტექსტზე, რომელიც მარტივად ხვდება თვალში და მოსახერხებელია სენსორულ ეკრანზე თითით ასარჩევად. გარდა მოხერხებულობისა დიდ როლს თამაშობს სასიამოვნო ვიზუალური მხარეც - ანიმაციურობა. Windows-ის ამ ვერსიაში მოხერხებულობისა და ფუნქციონალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა Desktop ინტერფეისმაც, მაგალითად გაზრდილია Windows-ის ფანჯრების ფუნქციონალური შესაძლებლობები, უფრო მოსახერხებელი და მარტივი გახდა მათთან მუშაობა. შემდგომ ვიდეო გაკვეთილებში ცალ-ცალკე განვიხილავთ Metro და Desktop ინტერფეისებისათვის დამახასიათებელ შესაძლებლობებს და ფუნქციებს. გისურვებთ წარმატებებს.

ახალი დამატებული