ოპერაციული სისტემა Windows 8.1

ინტერფეისი Metro
ინტერფეისი Destop
ფაილები და საქაღალდეები
დამატებითი შესაძლებლობები
ინტერფეისი Metro
ინტერფეისი Destop
ფაილები და საქაღალდეები
დამატებითი შესაძლებლობები
კომპიუტერის, ისევე როგორც ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობის ჩართვა ხორციელდება შესაბამისი ღილაკით, როგორ მივხვდეთ რომელია იგი, პირველ რიგში იგი უნდა ვეძებოთ ყველაზე მოხერხებულ ადგილას: სისტემური ბლოკის წინა პანელზე, პორტატული კომპიუტერების შემთხვევაში კლავიატურის ზემოთ ან მობილური და პლანშეტური მოწყობილობების შემთხვევაში მარჯვენა ზედა მხარეს. ჩართვის ღილაკი სხვა ღილაკებთან შედარებით იქნება დიდი ზომის, განსხვავებული ფერის და რა თქმა უნდა ექნება მინიშნება ამ სიმბოლოს სახით, იშვიათ შემთხვევებში ჩართვის ღილაკზე მითითებულია წარწერა Power. მოწყობილობის ჩართვა ხდება ღილაკზე თითის დაჭერით. მოწყობილობის ჩართვას ვიგებთ ყველაზე ხშირ შემთხვევაში ჩართვის ღილაკის განათებით ან ამ მოწყობილობაზე სხვა ადგილზე რომელიმე ნათურის ანთებით. Windows 8.1–ის ჩართვის შემდეგ შესაძლებელია მომხმარებელი პირდაპირ აღმოჩნდეს metro ინტერფეისის სასტარტო გვერდზე, სადაც საჭირო გამოსახულებაზე დაწკაპუნებით შესაძლებელია სასურველი პროგრამის გაშვება ან desktop წარწერიან ფილაზე დაწკაპუნებით შეგვიძლია გადავიდეთ Desktop ინტერფეისზე. შესაძლებელია დაგვხვდეს ბლოკირების ეკრანი, ამ შემთხვევაში ვაწკაპუნებთ მაუსის მარჯვენა ღილაკით ქვედა მხარეს და ღილაკზე თითის აუშვებლად ვამოძრავებთ მაუსს ზემოთ. თითის აშვების შემდეგ გადავალთ პაროლის შეყვანის გვერდზე. შევიყვანთ პაროლს, თუ გვსურს დავრწმუნდეთ რამდენად სწორად შეგვყავს იგი - დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე, კომპიუტერი წერტილების მაგვირად გამოიტანს თქვენს მიერ აკრეფილ მნიშვნელობას. ვაწკუნებთ ისარზე ან Enter ღილაკზე. როგორ გამოვრთოთ კომპიუტერი: მაუსით მუშაობისას მივიტანოთ მაუსის მაჩვენებელი ზედა ან ქვედა მარჯვენა კუთხეში, ამავე დროს არ აქვს მნიშვნელობა რომელ ინტერფეისში ვიმყოფებით, metro ინტერფეისში თუ desktop ინტერფეისში, გამოსულ მენიუში დავაწკაპუნოთ ღილაკზე settings (პარამეტრები), შემდეგ ღილაკზე power. გამოსული მენიუ გვატყობინებს, რომ შეგვიძლია კომპიუტერი გადავტვირთოთ, გადატვირთვის დროს კომპიუტერი გამოირთვება და ავტომატურად ჩაირთვება ან გამოვრთოთ. შესაძლებელია ამ მენიუში გამოტანილ იქნას ძილის რეჟიმზე გადაყვანაც, ანუ ენერგიის დამზოგავ რეჟიმში გადაყვანაც, კომპიუტერის გამორთვის ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ შეიძლება გამოტანილ იქნას მსგავსი ფანჯარა, იგი მიუთითებს კომპიუტერის მიერ ოპერაციული სისტემის განახლების პროცესზე. აუცილებელია დაელოდოთ ოპერაციის დასრულებას და არ გამორთოთ კომპიუტერი ავარიულად, რადგან ამის გამო შესაძლებელია ოპერაციული სისტემა ვეღარ გაუშვათ და საჭირო გახდეს მისი გადაინსტალირება, გადაყენება. გაითვალისწინეთ – ეკრანის გაშავება არ ნიშნავს კომპიუტერის გამორთვას, აუცილებელია დაველოდოთ მოწყობილობაზე ყველა ნათურის ჩაქრობას. მადლობთ ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული