ოპერაციული სისტემა Windows 8.1

ინტერფეისი Metro
ინტერფეისი Destop
ფაილები და საქაღალდეები
დამატებითი შესაძლებლობები
ინტერფეისი Metro
ინტერფეისი Destop
ფაილები და საქაღალდეები
დამატებითი შესაძლებლობები
ოპერაციული სისტემა საშუალებას გვაძლევს გავუშვათ რამდენიმე პროგრამა ერთად. ამისათვის საჭიროა დავაწკაპუნოთ სასურველ პროგრამაზე, პროგრამის გაშვების შემდეგ მივიტანოთ მაუსის მაჩვენებელი მარცხენა ქვედა კუთხეში, დავაწკაპუნოთ გამოსულ სიმბოლოზე, ავირჩიოთ და გავუშვათ სხვა პროგრამა და ასე შემდეგ. როგორ გადავერთოთ ერთი გაშვებული პროგრამიდან მეორეში: ამისათვის მივიტანოთ მაუსის მაჩვენებელი ზედა მარცხენა კუთხეში, გამოტანილი იქნება ყველა გაშვებული პროგრამის პიქტოგრამა, ოღონდ გაითვალისწინეთ აქ გამოიტანება მხოლოდ ის პროგრამები, რომლებიც შექმნილია კონკრეტულად Metro ინტერფეისისათვის, ვირჩევთ ჩვენთვის სასურველს და ვაწკაპუნებთ მაუსის მარცხენა ღილაკზე. მოხდება პროგრამაზე გადართვა. გაშვებულ პროგრამებს შორის გადართვა შესაძლებელია Desktop ინტერფეისზე გადასვლითაც, როგორც ხედავთ ამ პროგრამების პიქტოგრამები განთავსებულია ამოცანათა პანელზე, სასურველზე დაწკაპუნებით შეგვიძლია გადავიდეთ მასზე.

ახალი დამატებული