ოპერაციული სისტემა Windows 8.1

ინტერფეისი Metro
ინტერფეისი Destop
ფაილები და საქაღალდეები
დამატებითი შესაძლებლობები
ინტერფეისი Metro
ინტერფეისი Destop
ფაილები და საქაღალდეები
დამატებითი შესაძლებლობები
Metro ინტერფეისის სასტარტო გვერდზე სტანდარტულად განლაგებულია რამოდენიმე პროგრამის გამშვები პიქტოგრამა, თუმცა ჩვენს კომპიუტერში ჩაწერილი პროგრამების რიცხვი გაცილებით მეტია აქ ნაჩვენებზე, როგორ გამოვიტანოთ ყველა პროგრამის ჩამონათვალი: ამისათვის ვაწკაპუნებთ ქვემოთ მიმართული ისრის გამოსახულებიან ღილაკზე და გადავდივართ პროგრამების ჩამონათვალზე. ეს არის ყველა პროგრამა რომელიც ჩაწერილია ჩვენს კომპიუტერში. მთელი ლენტის დასათვალიერებლად ანუ ყველა პროგრამის სანახავად საჭიროა დავატრიალოთ მაუსის გორგოლაჭი, ან დავაწკაპუნოთ მარჯვენა ან მარცხენა მხარეს მიმართული ისრების გამოსახულებიან ღილაკებზე. სასურველი პროგრამის გასაშვებად საკმარისი იქნება მასზე მაუსის მარცხენა ღილაკით ერთჯერ დაწკაპუნება. ამ ჩამონათვალში აპლიკაციების ანუ პროგრამების დალაგება შესაძლებელია სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით, სტანდარტულად ისინი დალაგებულნი არიან კატეგორიების მიხედვით, როგორ დავაწყოთ ისინი სახელის ანუ ანბანის მიხედვით: ამისათვის ვაწკაპუნებთ ქვემოთ მიმართულ ისარზე, გამოსული მენიუდან ვირჩევთ by name, ანუ სახელის მიხედვით და როგორც ხედავთ პროგრამების წყობა შეიცვალა, პროგრამების დალაგება შესაძლებელია აგრეთვე ინსტალაციის ანუ კომპიუტერში ჩაწერის თარიღის მიხედვით, by date installed, გვეხმარება ახლად დაინსტალირებული პროგრამების სწრაფად მოსაძებნად და ასევე ხშირად გამოყენებადობის მიხედვით, by most used, ანუ ჩამონათვალის დასაწყისში გამოტანილი იქნება ის პროგრამები, რომლებსაც ვიყენებთ ყველაზე ხშირად. აქვე აუცილებელია განიმარტოს ღილაკი ტირის გამოსახულებით, რომელიც განლაგებულია ეკრანის მარჯვენა ქვედა კუთხეში, მასზე დაწკაპუნებით გამოიტანება პროგრამების მხოლოდ კატეგორიების დასახელებები, რაც ასევე გვიადვილებს ძებნის პროცესს. მაგალითად ღილაკზე Microsoft Office 2013 დაწკაპუნებით გადავალთ საოფისე პროგრამების ჩამონათვალზე საიდანაც ბუნებრივია უფრო მარტივია ჩვენთვის სასურველი საოფისე პროგრამის მოძებნა და გაშვება. უკან, სასტარტო გვერდზე დასაბრუნებლად ვაწკაპუნებთ ამჯერად ზემოთ მიმართული ისრის გამოსახულებიან ღილაკზე.

ახალი დამატებული