ოპერაციული სისტემა Windows 8.1
00:02:04
00:01:50
ინტერფეისი Metro
00:01:59
00:01:43
00:03:10
ინტერფეისი Destop
00:02:32
00:02:30
ფაილები და საქაღალდეები
00:02:49
00:04:23
დამატებითი შესაძლებლობები
00:04:08
00:02:04
00:01:50
ინტერფეისი Metro
00:01:59
00:01:43
00:03:10
ინტერფეისი Destop
00:02:32
00:02:30
ფაილები და საქაღალდეები
00:02:49
00:04:23
დამატებითი შესაძლებლობები
00:04:08
სასტარტო გვერდზე ფილების უკეთ ორგანიზებისათვის ოპერაციული სისტემა გვთავაზობს შემდეგ საშუალებებს: შესაძლებლობა გვაქვს გადავაადგილოთ არჩეული ფილა, ამისათვის დავაწკაპუნოთ მასზე და არ ავუშვათ ხელი მაუსის ღილაკს, ფილა გადაადგილდება მაუსის გადაადგილებასთან ერთად და ღილაკზე თითის აშვებისას გადატანილი იქნება შერჩეულ ადგილას. გვაქვს შესაძლებლობა შევცვალოთ ფილის ზომა: ვაწკაპუნებთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, ვაწკაპუნებთ წარწერაზე resize ანუ ზომის შეცვლა, უკვე მაუსის მარცხენა ღილაკით და გამოსულ მენიუში შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ზომა მცირე, საშუალო, ფართო და დიდი. როგორც უკვე დააკვირდით სასტარტო გვერდზე ფილები ლაგდება ჯგუფებად, სვეტებად, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს გადავანაწილოთ ჩვენს მიერ არჩეული ხშირად გამოყენებული პროგრამები დანიშნულების მიხედვით და დავარქვათ სახელი პროგრამების შესაბამის ჯგუფს. დავაწკაპუნოთ ფილების გარეთ ნებისმიერ ადგილას მაუსის მარჯვენა ღილაკით, შემდეგ ვაწკაპუნებთ გამოსულ წარწერაზე მარცხენა ღილაკით შევდივართ ჯგუფის დასახელებაში და ვწერთ სასურველ ტექსტს. როგორც ხედავთ გამოტანილ ჯგუფს დაერქვა ჩვენს მიერ არჩეული სახელი.