ოპერაციული სისტემა Windows 8.1
00:02:04
00:01:50
ინტერფეისი Metro
00:01:59
00:01:43
00:03:10
ინტერფეისი Destop
00:02:32
00:02:30
ფაილები და საქაღალდეები
00:02:49
00:04:23
დამატებითი შესაძლებლობები
00:04:08
00:02:04
00:01:50
ინტერფეისი Metro
00:01:59
00:01:43
00:03:10
ინტერფეისი Destop
00:02:32
00:02:30
ფაილები და საქაღალდეები
00:02:49
00:04:23
დამატებითი შესაძლებლობები
00:04:08
Metro ინტერფეისიდან კლასიკურ ინტერფეისზე, Desktop-ზე, გადასასვლელად საკმარისია დავაწკაპუნოთ desktop წარწერიან ფილაზე, რომელიც სტანდარტულად მდებარეობს მარცხენა ქვედა მხარეს, თუ შემთხვევით ეს ფილა წაგვეშალა, მისი აღდგენა როგორც ვიცით შესაძლებელია ყველა პროგრამის გამოტანის ღილაკზე დაწკაპუნებით - მოვძებნოთ Desktop, დავამატოთ სასტარტო გვერდზე და დავაბრუნოთ თავის ადგილას. გადავიდეთ desktop ინტერფეისზე, ინტერფეისის ეს ნაწილი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: სამუშაო მაგიდა, სადაც შეგვიძლია განვათავსოთ პროგრამების იარლიყები - პიქტოგრამები, ჩვენი ფაილები და ასე შემდეგ; ქვემოთ განლაგებულია ამოცანათა პანელი, მასზე მდებარეობს Start ღილაკი Metro-ზე გადასასვლელად, პიქტოგრამები სხვადასხვა პროგრამების გასაშვებად, აქვე ჩანს გაშვებული პროგრამების გამოსახულებებიც და შეტყობინებათა პანელი, სადაც მოცემულია სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია, მაგალითად დრო, ინტერნეტ კავშირის არსებობა, გაშვებული პროგრამები და სხვა. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ – მაუსის მარცხენა ღილაკზე ვაწკაპუნებთ ორჯერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სამუშაო მაგიდაზე არსებულ ობიექტზე ზემოქმედება (გახსნა) და ასევე გახსნილ ფანჯარაში არსებულ ობიექტზე ზემოქმედება (გახსნა), ყველა სხვა შემთხვევაში მაუსის ღილაკზე ვაწკაპუნებთ ერთჯერ. მადლობთ ყურადღებისათვის.