ოპერაციული სისტემა Windows 8.1
00:02:04
00:01:50
ინტერფეისი Metro
00:01:59
00:01:43
00:03:10
ინტერფეისი Destop
00:02:32
00:02:30
ფაილები და საქაღალდეები
00:02:49
00:04:23
დამატებითი შესაძლებლობები
00:04:08
00:02:04
00:01:50
ინტერფეისი Metro
00:01:59
00:01:43
00:03:10
ინტერფეისი Destop
00:02:32
00:02:30
ფაილები და საქაღალდეები
00:02:49
00:04:23
დამატებითი შესაძლებლობები
00:04:08
ამ ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ მოქმედებებს ფაილებზე: ფაილი შეგვიძლია გავხსნათ: ამისათვის მასზე უნდა დავაწკაპუნოთ მაუსის მარცხენა ღილაკით ორჯერ სწრაფად. ფაილი შეგვიძლია წავშალოთ. ამისათვის მივიტანოთ მაუსის მაჩვენებელი მასზე, დავაწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და გამოსულ მენიუში მარცხენა ღილაკით დავაწკაპუნოთ პუნქტზე Delete ანუ წაშლა, როგორც ვხედავთ ფაილი წაიშალა. თუ გვსურს რამდენიმე ფაილის ერთად წაშლა საჭიროა მოვნიშნოთ ეს ფაილები. დავაყენოთ მაუსის მაჩვენებელი ნებისმიერ გვერდზე, დავაწკაპუნოთ და ხელი არ ავუშვათ მაუსის მარცხენა ღილაკს და ვამოძრაოთ მაუსი დიაგონალურად, როდესაც ყველა ფაილი მოინიშნება ავუშვათ თითი მაუსის მარცხენა ღილაკს. ფაილების წასაშლელად მაუსის მაჩვენებელი აუცილებელია განთავსებული იყოს რომელიმე მონიშნულ ფაილზე, ვაწკაპუნებთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე და გამოსული მენიუდან ვირჩევთ წაშლას. ოპერაციული სისტემა გვაძლევს შესაძლებლობას გადავარქვათ ფაილს სახელი, ამისათვის მივიტანოთ მაუსი ფაილზე, დავაწკაპუნოთ მარჯვენა ღილაკს, გამოსულ მენიუში მარცხენა ღილაკით ავირჩიოთ rename ანუ გადარქმევა, ამ ოპერაციის შემდეგ, როგორც ვხედავთ მონიშნულია მხოლოდ ფაილის სახელი, სახელის გადასარქმევად სხვა მოქმედების შესრულება აუცილებელი აღარ არის, უბრალოდ ავკრიფოთ კლავიატურაზე ფაილის ახალი სახელი და ბოლოს დავაწკაპუნოთ კლავიატურაზე ღილაკზე enter. ფაილი შეგვიძლია ასევე გადავაადგილოთ: მივიტანოთ მაუსის მაჩვენებელი, დავაწკაპუნოთ მარცხენა ღილაკს და არ ავუშვათ თითი, ვამოძრაოთ მაუსი სასურველი მიმართულებით, ავუშვათ მაუსის ღილაკს თითი, ფაილი გადაადგილდა. დაიმახსოვრეთ: ოპერაციული სისტემა არ გვაძლევს საშუალებას წავშალოთ ფაილის სახელი, ასევე არ შეიძლება ფაილების იერარქიის ერთი და იგივე დონეზე, მაგალითად სამუშაო მაგიდაზე, ან ერთ საქაღალდეში, ორ ერთი და იგივე ტიპის ფაილს ერქვას ერთი და იგივე სახელი, მაგალითად ოპერაციული სისტემა არ მომცემს საშუალებას დავარქვა სხვა ფაილს სახელად test რადგან ასეთი Word–ის დოკუმენტი ანუ ასეთი ფაილი უკვე არსებობს. გამოდის შეტყობინება, რომელიც გვატყობინებს, რომ ასეთი დოკუმენტი უკვე არსებობს. მადლობთ ყურადღებისათვის.