ოპერაციული სისტემა Windows 8.1
00:02:04
00:01:50
ინტერფეისი Metro
00:01:59
00:01:43
00:03:10
ინტერფეისი Destop
00:02:32
00:02:30
ფაილები და საქაღალდეები
00:02:49
00:04:23
დამატებითი შესაძლებლობები
00:04:08
00:02:04
00:01:50
ინტერფეისი Metro
00:01:59
00:01:43
00:03:10
ინტერფეისი Destop
00:02:32
00:02:30
ფაილები და საქაღალდეები
00:02:49
00:04:23
დამატებითი შესაძლებლობები
00:04:08
ოპერაციული სისტემა გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ წაშლილი ფაილები და საქაღალდეები. მოდი წავშალოთ რამდენიმე ფაილი პირდაპირ სამუშაო მაგიდიდან და ერთი საქაღალდე, რომელიც განთავსებულია ორი საქაღალდის: „პირველი საქაღალდე“ და „მეორე საქაღალდე“-ს შიგნით. წაშლილი ფაილები და საქაღალდეები ავტომატურად გადაინაცვლებენ სპეციალურ საქაღალდეში, რომლის სახელიცაა Recycle Bin და ვიზუალურადაც მოგვაგონებს სანაგვე ურნას. თუ იგი გამოტანილი არ არის სამუშაო მაგიდაზე, მაშინ მისი გამოტანა ხორციელდება შემდეგი მეთოდით: ვაწკაპუნებთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, ვირჩევთ Personalize (პერსონალიზაცია), შემდეგ Change desktop icons და საჭიროა მოვნიშნოთ ჩეკბოქსი Recycle Bin. ვაწკაპუნებთ ღილაკზე Ok - საქაღალდე ემატება სამუშაო მაგიდაზე. წაშლილი ფაილის ან საქაღალდის აღსადგენად ორჯერ დაწკაპუნებით გავხსნათ საქაღალდე, აქ როგორც უკვე აღვნიშნეთ ავტომატურად, ოპერაციული სისტემის მიერ, მოხდა ჩვენს მიერ წაშლილი ფაილების და საქაღალდის გადმოტანა. მოვნიშნოთ აღსადგენი ფაილი ან შეგვიძლია ფაილებიც და დავაწკაპუნოთ ღილაკზე Restore the selected items, ანუ მონიშნული ობიექტების აღდგენა. მონიშნული ფაილები აღდგა სამუშაო მაგიდაზე. გაითვალისწინეთ ამ მეთოდით აღდგენილი ფაილები და საქაღალდეები დაბრუნდებიან იმ მისამართზე სადაც მოხდა მათი წაშლა, როგორც გვახსოვს საქაღალდე „მესამე საქაღალდე“ წავშალეთ სამუშაო მაგიდაზე განლაგებული საქაღალდიდან „პირველი საქაღალდე“, რომელშიც იყო განთავსებული საქაღალდე „მეორე საქაღალდე“. საქაღალდე ან ფაილი აღდგენის შემთხვევაში ბრუნდება იმ მისამართზე სადაც იგი წაიშალა, ანუ საქაღალდე „მესამე საქაღალდე“ აღდგება არა სამუშაო მაგიდაზე როგორც წინა ფაილები, არამედ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. დავაწკაპუნოთ ღილაკზე Restore the selected items აი როგორც ხედავთ დაბრუნდა საწყის მდგომარეობაში. ღილაკით Empty recycle bin შესაძლებელია გავასუფთავოთ სანაგვე ყუთი წაშლილი ფაილებისაგან, ამ ოპერაციის შესრულების შემდეგ ამ ფაილების აღდგენა ბუნებრივია უკვე შეუძლებელია. ასევე შესაძლებელია წავშალოთ ფაილი ან საქაღალდე ისე, რომ იგი არ იქნას გადატანილი სანაგვე ყუთში, ამისათვის კლავიატურაზე დააწკაპუნეთ და არ აუშვათ ღილაკს shift თითი, შემდეგ წავშალოთ ფაილი და როგორც ვხედავთ იგი არ არის გადატანილი სანაგვე ყუთში. გმადლობთ ყურადღებისათვის.