ოპერაციული სისტემა Windows 8.1
00:02:04
00:01:50
ინტერფეისი Metro
00:01:59
00:01:43
00:03:10
ინტერფეისი Destop
00:02:32
00:02:30
ფაილები და საქაღალდეები
00:02:49
00:04:23
დამატებითი შესაძლებლობები
00:04:08
00:02:04
00:01:50
ინტერფეისი Metro
00:01:59
00:01:43
00:03:10
ინტერფეისი Destop
00:02:32
00:02:30
ფაილები და საქაღალდეები
00:02:49
00:04:23
დამატებითი შესაძლებლობები
00:04:08
რა არის პიქტოგრამა - ეს არის გრაფიკული ინტერფეისის ელემენტი, მცირე გამოსახულება, რომელიც მასზე დაწკაპუნების შემდეგ გაააქტიურებს, ანუ გაუშვებს მასთან დაკავშირებულ პროგრამას, ფაილს, საქაღალდეს და ასე შემდეგ. პიქტოგრამის ანალოგი Metro ინტერფეისისთვის არის ფილა, რომელიც ზუსტად იგივე დანიშნულებით გამოიყენება. სამუშაო მაგიდაზე ანუ Desktop-ზე პიქტოგრამის დასამატებლად რამდენიმე მეთოდი არსებობს. განვიხილოთ ყველაზე უფრო მარტივი და თანამედროვე ვარიანტი. პროგრამის გამშვები პიქტოგრამის, მაგალითად Microsoft Word პროგრამის პიქტოგრამის სამუშაო მაგიდაზე დასამატებლად საჭიროა მოვძებნოთ შესაბამისი ფილა სასტარტო გვერდზე. გადავიდეთ სასტარტო გვერდზე, შემდეგ ყველა პროგრამაში, მოაძებნოთ, დავაყენოთ მაუსის მაჩვენებელი მოძებნილ ფილაზე, დავაწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და გამოსულ მენიუში მარცხენა ღილაკით ავირჩიოთ Open File Location, ანუ ფაილის ადგილმდებარეობაზე გადასვლა. გამოსულ ფანჯარაში მოვძებნოთ შესაბამისი პიქტოგრამა, დავაყენოთ მასზე მაუსის მაჩვენებელი, დავაწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე და თითის აუშვებლად გადმოვიტანოთ პიქტოგრამა სამუშაო მაგიდაზე. ღილაკზე თითის აშვების შემდეგ გამოვა კონტექსტური მენიუ, რომლიდანაც ავირჩიოთ მოქმედება კოპირება. სულ ეს არის, ჩვენს მიერ არჩეული პიქტოგრამა დაემატება სამუშაო მაგიდაზე. მისი გახსნა, ანუ ამ შემთხვევაში Microsoft Word პროგრამის გაშვება შესაძლებელია, როგორც უკვე ვიცით, პიქტოგრამაზე, კერძოდ ნახატზე ორჯერ დაწკაპუნებით. პიქტოგრამის წასაშლელად გამოიყენება სტანდარტული წესი, რომელიც მოქმედებს ნებისმიერი ფაილისათვის და საქაღალდისათვის სამუშაო მაგიდაზე, ანუ მივიტანოთ მაუსის მაჩვენებელი, დავაწკაპუნოთ მარჯვენა ღილაკზე, გამოსული მენიუდან ავირჩიოთ Delete ანუ წაშლა, დავაწკაპუნოთ და პიქტოგრამა წაიშლება, რომელიც როგორც წესი განთავსდება საქაღალდეში Recycle Bin. გმადლობთ ყურადღებისათვის