ოპერაციული სისტემა Windows 8.1

ინტერფეისი Metro
ინტერფეისი Destop
ფაილები და საქაღალდეები
დამატებითი შესაძლებლობები
ინტერფეისი Metro
ინტერფეისი Destop
ფაილები და საქაღალდეები
დამატებითი შესაძლებლობები
როგორც წინა გაკვეთილებიდან შევიტყვეთ სამუშაო მაგიდაზე განლაგებულია მნიშვნელოვანი ელემენტი ამოცანათა პანელი, იგი განთავსებულია ეკრანის ქვედა მხარეს. განვიხილოთ მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები. ღილაკი ვინდოუსის ლოგოს გამოსახულებით საჭიროა სასტარტო გვერდზე გადასასვლელად, მასზე მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნების შემთხვევაში გამოდის მენიუ რომელიც შეიცავს მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას, მაგალითად შეგვიძლია გადავიდეთ კომპიუტერში ჩაწერილი პროგრამების შეცვლის და ამოშლის გვერდზე, გავეცნოთ ინფორმაციას ჩვენი კომპიუტერის სახელის და ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ, გავუშვათ ფაილების მიმომხილველი, გამოვრთოთ კომპიუტერი ან გადავტვირთოთ და ასე შემდეგ. ღილაკის მარჯვნივ განლაგებულია ფაილების მიმომხილველი, რომელიც შეიცავს ძირითად საქაღალდეებს, კომპიუტერში არსებული მყარ და სხვა ტიპის დისკებზე გადასვლის პიქტოგრამებს (აქ კომპიუტერზე მიერთების შემთხვევაში გამოიტანება ფლეშ დისკის და ოპტიკური დისკის პიქტოგრამებიც). ფაილების მიმომხილველის შემდეგ თავისუფალ ადგილზე ჩანს მოცემულ მომენტში გაშვებული პროგრამების გამოსახულებები, ხოლო მარჯვენა მხარეს განლაგებულია სწრაფი წვდომის პანელი. იმ პროგრამების სანახავად, რომლებიც მოცემულ მომენტში გაშვებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი ამოცანათა პანელზე ვაწკაპუნებთ ისრის გამოსახულებაზე, კომპიუტერში ტექსტის აკრეფის ენის შესაცვლელად ვაწკაპუნებთ ღილაკზე eng და ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ ენას, მაგალითად ქართულს. კლამიატურაზე აკრეტის შემთხვევაში ასოები აიკრიფება ქართულად. აქვე გამოტანილია ხმის რეგულატორიც, ხმის ასაწევად და დასაწევად, ვაწკაპუნებთ მასზე, გამოსულ მენიუში მაუსით მცოცავის გადაადგილებით ხდება ხმის აწევა და დაწევა, დინამიკის გამოსახულებაზე დაწკაპუნებით ხდება ხმის გამორთვა. ღილაკი მონიტორის გამოსახულებით გვატყობინებს ინტერნეტ კავშირის მდგომარეობას, თუ მასზე დამატებით რაიმე სიმბოლო იქნება გამოტანილი ეს მიგვანიშნებს, რომ გვაქვს ინტერნეტ კავშირის პრობლემები. ღილაკი დროშის გამოსახულებით შეიცავს ინფორმაციას კომპიუტერის უსაფრთხოებასთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, მასზე დამატებით გამოტანილი X ნიშანი მიგვანიშნებს გარკვეული პრობლემის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამორთულია განახლებები და კომპიუტერი მოითხოვს ანტვირუსით შემოწმებას. მარჯვენა კუთხეში მითითებულია საათი და თარიღი: მათი რედაქტირებისათვის დააწკაპუნეთ მასზე, შემდეგ შესაბამის წარწერაზე, გადავიდეთ თარიღის და დროს შეცვლაზე, Change date and time შეგვიძლია შეცვალოთ რიცხვი, თვე, წელი, საათი და ბოლოს რა თქმა უნდა ვაწკაპუნებთ ღილაკზე ok, როგორც ხედავთ მნიშვნელობები შეიცვალა ჩვენს მიერ არჩეულის შესაბამისად. იმისათვის, რომ გაშვებული პროგრამის გამოსახულება დაემატოს ამოცანათა პანელზე საჭიროა დავდგეთ მის გამოსახულებაზე, დავაწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე და გამოსულ მენიუში მარცხენა ღილაკით ავირჩიოთ Pin this program to task bar, ანუ პროგრამის ამოცანათა პანელზე დამაგრება. პროგრამის დახურვის შემდეგ, როგორც ხედავთ მისი პიქტოგრამა არ წაიშალა, ნებისმიერ დროს გვექნება შესაძლებლობა მასზე ერთჯერ დაწკაპუნებით კვლავ გავუშვათ იგი, ხოლო თუ გვსურს პიქტოგრამის წაშლა დააწკაპუნეთ ღილაკზე Unpin this program from task bar. ამ დროს პროგრამა კომპიუტერდან არ იშლება, იშლება მხოლოდ მისი გამშვები პიქტოგრამა, პროგრამის ხელახლა გასაშვებად შეგვიძლია მივმართოთ სამუშაო მაგიდაზე არსებულ პიქტოგრამას ან სასტარტო გვერდზე ყველა პროგრამაში არსებულ ფილას, გმადლობთ ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული