ოპერაციული სისტემა Windows 8.1
00:02:04
00:01:50
ინტერფეისი Metro
00:01:59
00:01:43
00:03:10
ინტერფეისი Destop
00:02:32
00:02:30
ფაილები და საქაღალდეები
00:02:49
00:04:23
დამატებითი შესაძლებლობები
00:04:08
00:02:04
00:01:50
ინტერფეისი Metro
00:01:59
00:01:43
00:03:10
ინტერფეისი Destop
00:02:32
00:02:30
ფაილები და საქაღალდეები
00:02:49
00:04:23
დამატებითი შესაძლებლობები
00:04:08
მყარ დისკზე ადგილის ეკონომიისათვის, ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის აჩქარებისათვის და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანის მომტანი პროგრამების კომპიუტერიდან მოცილებისათვის საჭიროა ზოგიერთი პროგრამის წაშლა კომპიუტერიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ ფილის წაშლა ან პიქტოგრამის წაშლა არ წაშლის პროგრამას კომპიუტერიდან, იგი მაინც რჩება კომპიუტერში და შეგვიძლია მისი ხელახლა გაშვება. პროგრამის საბოლოოდ წასაშლელად საჭიროა გადავიდეთ პროგრამებისა და კოპონენტების მართვის პანელზე, ამისათვის ვაწკაპუნებთ Windows-ის ლოგოს გამოსახულებიან ღილაკზე მაუსის მარჯვენა ღილაკით, ვირჩევთ Programs and Features, ან მივიტანოთ მაუსის მაჩვენებელი მარჯვენა ზედა კუთხეში, ავირჩიოთ ღილაკი Settings (პარამეტრები) და შემდეგ დავაწკაპუნოთ ღილაკზე Control Panel (მართვის პანელი). მოვძებნოთ Programs and Features. გამოსულ ფანჯარაში მოცემულია ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩაწერილია ჩვენს კომპიუტერში, პროგრამის წასაშლელად ავირჩიოთ იგი და დავაწკაპუნოთ ღილაკზე Uninstall/Change, დაიწყება პროგრამის წაშლის პროცესი, რომელიც შეიძლება განსხვავებული იყოს ყველა პროგრამისათვის, ამიტომ საჭიროა გავეცნოთ იმ შენიშვნებს და რეკომენდაციებს რომლებიც გამოტანილი იქნება სათანადო ფანჯრებში. დაიხსომეთ: წაშალეთ მხოლოდ ის პროგრამები, რომლებიც იცით რომ ნამდვილად არ გესაჭიროებათ, მოძველებულია ან ზიანს აყენებს თქვენს კომპიუტერს. იმ პროგრამებს, რომლებსაც თქვენ არ იცნობთ და მოცემულია ჩამონათვალში არ შეეხოთ, რადგან ისინი შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს თქვენი კომპიუტერის მუშაობისათვის და მისი წაშლის შემთხვევაში შეუძლებელი გახდეს ოპერაციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირება ან საერთოდ გაშვება. წაშლილი პროგრამის აღდგენა სანაგვე ყუთიდან შეუძლებელია, არ არის აქ მოთავსებული როგორც ხედავთ არც ერთი წაშლილი პროგრამა. მის ხელახლა ჩასაწერად საჭიროა ამ პროგრამის საინსტალაციო პაკეტის მოპოვება: დისკიდან გადმოწერა ან ინტერნეტის საშუალებით მოძებნა და გადმოწერა, პროგრამის წაშლისას ხშირ შემთხვევაში იშლება ის მონაცემები, რომლებიც დაკავშირებული იყო ამ პროგრამასთან, მაგალითად ვებ ბრაუზერის ამოშლის შემთხვევაში რისკავთ წაიშალოს საიტების ძებნის ისტორია, თქვენს მიერ დამახსოვრებული ვებგვერდები, დამახსოვრებული პაროლები და ასე შემდეგ. აღნიშნული მოქმედება შეასრულეთ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ. გმადლობთ ყურადღებისათვის.