Microsoft Office Word 2013
ფიგურები
00:08:14
00:05:30
00:15:32
მართლწერა და გრამატიკა
00:06:33
00:06:40
ასლი
00:05:20
00:02:04
00:07:10
ფაილის შექმნა
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
დოკუმენტის სტრუქტურა
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
00:09:08
00:13:46
00:40:10
დიაგრამა
00:09:12
00:09:10
00:13:30
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
00:13:32
ფაილთან მუშაობა
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
word 2013 ინტერფეისი
00:13:30
ტექსტთან მუშაობა
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
ცხრილი
00:05:14
00:05:08
00:09:09
SmartArt
00:03:01
00:06:39
00:06:19
სურათთან მუშაობა
00:04:22
00:08:04
ფიგურები
00:08:14
00:05:30
00:15:32
მართლწერა და გრამატიკა
00:06:33
00:06:40
ასლი
00:05:20
00:02:04
00:07:10
ფაილის შექმნა
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
დოკუმენტის სტრუქტურა
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
00:09:08
00:13:46
00:40:10
დიაგრამა
00:09:12
00:09:10
00:13:30
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
00:13:32
ფაილთან მუშაობა
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
word 2013 ინტერფეისი
00:13:30
ტექსტთან მუშაობა
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
ცხრილი
00:05:14
00:05:08
00:09:09
SmartArt
00:03:01
00:06:39
00:06:19
სურათთან მუშაობა
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ტექსტთან მუშაობა - ფონტის გაფორმება
(პირველი ნაწილი)
მოგესალმებით!
ამ ვიდეოგაკვეთილში გაგაცნობთ ფონტის პარამეტრებს. ანუ, იმას, თუ როგორ შეიძლება ტექსტის ნაწილის მოხაზულობის შეცვლა, გამუქება, დახრა, გახაზვა, ზომის შეცვლა და გაფერადება, ინდექსების მითითება. ეს ფუნქციები განლაგებულია მენიუს ზოლის Home ინსტრუმენტების დაფაზე და თავმოყრილია Font ჯგუფში
აკრიფეთ ტექსტი
Arial
Courier
Brush script
Sylfaen
Symbol
Tahoma
Times New Roman
Windings
თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ტექსტის სხვადასხვა კალიგრაფიული მოხაზულობის დასახელებებს. ალბათ დაკვირვებიხართ, გაზეთში სტატიების სათაურები სხვადახვა კალიგრაფიული მოხაზულობითაა გაფორმებული. ამ კალიგრაფიულ მოხაზულობებს მარტივად შრიფტებს ეძახიან. ამ ვიდეოგაკვეთილებშიც ამ ტერმინს გამოვიყენებთ. ახლა გაგაცნობთ, როგორ შეიძება ტექსტის მოხაზულობის შეცვლა.
მოვნიშნოთ სიტყვა „Arial“. თაგვის მარცხენა კლავიშით შრიფტების ჩამონათვალის მარჯვენა მხარეზე დავაჭიროთ ქვევით მიმართულ სამკუთხედს. პირველ ნაწილში გამოტანილია ბოლოს გამოყენებული 10 შრიფტის დასახელება. ხოლო შემდეგ კომპიუტერში ჩაწერილი შრიფტების ჩამონათვალს. ჩამონათვალის სიაზე თაგვის კურსორის გადატარებით წინასწარ შეგიძლიათ დააკვირდეთ, თუ რა ცვლილებას გამოიწვევს ამათუიმ მოხაზულობის არჩევა. ცოციას დახმარებით მოძებნეთ წარწერა Arial და დააჭირეთ თაგვის მარცხენა კლავიშით. მონიშნული ტექსტის მოხაზულობა შეიცვლება. ეს მოქმედებები გაიმეორეთ თქვენს მიერ აკრეფილი ტექსტის თითოეულ სიტყვაზე. ანუ მოვნიშნოთ სიტყვა „Courier“ და შრიფტების ჩამონათვალიდან დავაჭიროთ წარწერას Courier და ა.შ. ყურადღება მიაქციეთ Brush script-ის მოხაზულობას. განსხვავება აშკარაა. მეტიც. Symbol შრიფტი ბერძნული ანბანის ასოებისგან შედგება, ხოლო Windings სულაც გარკვეული სიმბოლოების ასაკრეფად გამოიყენება.
კლავიატურის განლაგება გადავიყვანოთ ქართულ ენაზე და ავკრიფოთ შემდეგი ტექსტი:
„ტექსტის ნაწილი შეიძლება გავზარდოთ ან შევამციროთ ზომაში, გავამუქოთ, დავხაროთ, გავხაზოთ, გადავხაზოთ, გავუკეთოთ მხატვრული გაფორმება, მოვნიშნოთ სხვადასხვა ფერის მარკერით, სხვადასხვა ფერად შევღებოთ, მაგალითად ლურჯად და იისფრად.“
იმისთვის, რომ გავიაზროთ რისი გაკეთება გვინდა, დააკვირდით ეკრანს, სადაც თქვენი შემდგომი მოქმედების შედეგი ჩანს. ვიდეოგაკვეთილის ამ ნაწილში ჩვენ ვნახავთ ტექსტის ზომაში გაზრდას, შემცირებას, გამუქებას, დახრას, გახაზვას, გადახაზვას და სხვადასხვა ფერებად შეღებვას.
ტექსტის ზომაში გასაზრდელად მოვნიშნოთ სიტყვა „გავზარდოთ“. თაგვის მარცხენა კლავიშით ზომების ჩამონათვალის მარჯვენა მხარეზე დავაჭიროთ ქვევით მიმართულ სამკუთხედს. თქვენ ნახავთ რიცხვების ჩამონათვალს. ჩამონათვალის სიაზე თაგვის კურსორის გადატარებით წინასწარ შეგიძლიათ დააკვირდეთ, თუ რა ცვლილებას გამოიწვევს ამათუიმ ზომის არჩევა. ცოციას დახმარებით მოძებნეთ წარწერა 36 და დააჭირეთ თაგვის მარცხენა კლავიშით. შედეგად მონიშნული სიტყვა ზომაში გაიზრდება. ახლა დროა ვნახოთ თუ როგორ შეიძლება ტექსტის ნაწილის ზომაში დაპატარავება. მოვნიშნოთ სიტყვა „შევამციროთ“. თაგვის მარცხენა კლავიშით ზომების ჩამონათვალის მარჯვენა მხარეზე დავაჭიროთ ქვევით მიმართულ სამკუთხედს. ცოციას დახმარებით მოძებნეთ წარწერა 8 და დააჭირეთ თაგვის მარცხენა კლავიშით. შედეგად მონიშნული სიტყვა ზომაში დაპატარავდება.
ამავე დანიშნულებით შეიძლება გამოვიყენოთ A პიქტოგრამები. მარცხენა ღილაკი ზომაში გაზრდის მონიშნულ ტექსტს, ხოლო მარჯვენა ღილაკი შეამცირებს მონიშნულ ტექსტს.
ახლა ვნახოთ როგორ შეიძლება ტექსტის ნაწილის გამუქება. მოვნიშნოთ სიტყვა „გავამუქოთ“ და თაგვის მარცხენა კლავიშით დავაჭიროთ ღილაკს B. ამ მოქმედების შედეგად სიტყვა „გავამუქოთ“ გამუქდება.
იმისთვის, რომ ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება ტექსტის დახრა, მოვნიშნოთ სიტყვა „დავხაროთ“ და თაგვის მარცხენა კლავიშით დავაჭიროთ ღილაკს I. შედეგად სიტყვა „დავხაროთ“ დაიხრება.
იმისთვის, რომ ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება ტექსტის გახაზვა, მოვნიშნოთ სიტყვა „გავხაზოთ“ და დავაჭიროთ ღილაკს U. ამ მოქმედების შედად მონიშნული ტექსტი გაიხაზება.
იმისთვის, რომ ვნახოთ, როგორ შეიძლება ტექსტის ნაწილი გადავხაზოთ, მოვნიშნოთ სიტყვა „გადავხაზოთ“ და თაგვის მარცხენა კლავიშით დავაჭიროთ abc. ამ მოქმედების შედეგად მონიშნული ტექსტი გადაიხაზება.
ტექსტების გრაფიკული გაფორმებისთვის, მოვნიშნოთ ტექსტი „მხატვრული გაფორმება“. დავაჭიროთ ლურჯკონტურიან A პიქტოგრამას. ახალ დაფაზე გამოჩნდება მხატვრული გაფორმების სხავდასხვა ვარიანტების აღმნიშვნელი პიქტოგრამები. თაგვის კურსორის გადატარებით წინასწარ შეგიძლიათ დააკვირდეთ, თუ რა ცვლილებას გამოიწვევს ამათუიმ პიქტოგრამის არჩევა. თაგვის მარცხენა კლავიშით დავაჭიროთ სასურველი დიზაინის პიქტოგრამას. შედეგად, მონიშნული ტექსტი მიიღებს ჩვენს მიერ არჩეული დიზაინის ფორმას.
ტექსტების მარკერით მოსანიშნად, მოვნიშნოთ ტექსტი „სხვადასხვა“. დავაჭიროთ Ab პიქტოგრამას. ახალ დაფაზე გამოჩნდება სხვადასხვა ფერის პიქტოგრამები. თაგვის კურსორის გადატარებით წინასწარ შეგიძლიათ დააკვირდეთ, თუ რა ცვლილებას გამოიწვევს ამათუიმ პიქტოგრამის არჩევა. თაგვის მარცხენა კლავიშით დავაჭიროთ სასურველი ფერის პიქტოგრამას. შედეგად, მონიშნული ტექსტი მოინიშნება შესაბამისი ფერის მარკერით.
ტექსტის ლურჯად შესაღებად მოვნიშნოთ სიტყვა „ლურჯი“, წითელი A_ს მარჯვენა მხარეს დავაჭიროთ პატარა სამკუთხედს. ეკრაზე გამოჩნდება ფერების ასარჩევი დაფა, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა ფერის აღმნიშვნელი კუბიკები. თაგვის კურსორის ამ კუბიკებზე გადატარებით წინასწარ შეგიძლიათ დააკვირდეთ, თუ რა ფერის გახდება თქვენს მიერ მონიშნული ტექსტის ნაწილი. დავაჭიროთ ლურჯ ფერს, შედეგად მონიშნული სიტყვა შეიღებება ლურჯად, ხოლო ტექსტის იისფრად შესაღებად მოვნიშნოთ სიტყვა „იისფერი“, წითელი A_ს მარჯვენა მხარეს დავაჭიროთ პატარა სამკუთხედს და ფერების პალიტრიდან ავირჩიოთ იისფერი ფერი.
ამავე მოქმედებების შესრულება შეგიძლიათ მონიშნული ტექსტის კონტექსტური მენიუდან, მაგალითად მოვნიშნოთ სიტყვა „შეიძლება“ და კონტექსტური მენიუდან დავაჭიროთ ღილაკს B, შემდეგ I. შედეგად სიტყვა „შეიძლება“ გამუქდება და დაიხრება.
ნებისმიერი ცვლილების გაუქმება შესაძლებელია ტექსტის ნაწილის მონიშვნით და უკვე დამატებული ეფექტის შესაბამის ღილაკზე ხელახალი დაჭერით. ანუ ეს ღილაკები ფაქტიურად ჩართვა-გამორთვის ღილაკებია. მაგალითად თუ გადავიფიქრეთ, რომ სიტყვა „შეიძლება“ იყოს მუქად და დახრილად, ისევ მოვნიშნოთ და დავაჭიროთ ღილაკს B და I.
თუ დაგჭირდებათ, გაიგოთ, ამათუ იმ ტესტის ნაწილზე რა ეფექტია გამოყენებული, შეგიძლიათ მონიშნოთ ტექსტის ნაწილი, და ლურჯი ფერით გამოისახება ის ეფექტები, რომლებიც გამოყენებულია ტექსტის მოცემულ ნაწილში. მაგალითად მოვნიშნოთ ჩვენს მიერ გამუქებული ან ზომაში შეცვლილი სიტყვები.
ტექსტთან მუშაობის დროს ხშირად საჭიროა ინდექსების მითითება. ამ ფუნქციის სანახავად. კურსორი დააყენეთ თქვენს მიერ აკრეფილი ტექსტის ბოლოში და დააჭირეთ Enter. კურსორი ახალ აბზაცზე აღმოჩნდება. კლავიატურა გადაიყვანეთ ინგლისურ განლაგებაზე და აკრიფეთ ტექსტი:
H2O
შემდეგ კლავიატურა გადაიყვანეთ ქართულ განლაგებაზე და იქვე მიუწერეთ
წყლის ფორმულაა. წყალი 1000
გადაიყვანეთ ისევ ინგლისურ განლაგებაზე, აკრიფეთ
С
გადაიყვანეთ ქართულ განლაგებაზე და განაგრძეთ აკრეფა
ტემპერატურაზე დუღს“
მივიღეთ
„H2O წყლის ფორმულაა. წყალი 1000C ტემპერატურაზე დუღს“
მოვნიშნოთ „H2O“ და შრიფტი შევცვალოთ მოხაზულობით Arial, ასევე მოხაზულობა შეუცვალეთ ტექსტს „1000C“.
წყლის ქიმიურ ფორმულაში 2 ინდექსად უნდა ეწეროს. ამისთვის მოვნიშნოთ „2“ და დავაჭიროთ x2 პიქტოგრამას. შედეგად 2 დაბლა დაიწევს და გახდება ინდექსის მაჩვენებელი. ახლა მონიშნეთ მესამე ნული ტექსტში 1000C. დააჭირეთ X2 პიქტოგრამას და „0“ გახდება გრადუსის მაჩვენებელი. ანუ წყალი 100 გრადუს ცელსიუზე დუღს.
დავალება:
კიდევ ერთხელ სცადეთ და აკრიფეთ აქ მოტანილი ტექსტი და ვიდეოს გარეშე გაამუქეთ, დახარეთ, გახაზეთ, გადახაზეთ, ზომაში გაზარდეთ, შემდეგ შეცვალეთ ფერი.
ვიდეოგაკვეთილის ამ ნაწილში თქვენ ნახეთ ტექსტებზე მოქმედებები. ეს მოქმედებები გამოიყენება ტექსტის გარკვეულ ნაწილზე ყურადღების გასამახვილებლად. გირჩევთ, რომ ამ მიზნით გამოიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოქმედება. აგრეთვე ტექსტის ერთგვაროვან ნაწილზე გამოიყენეთ ერთი და იგივე მოქმედება. მაგალითად, თუ თქვენ ტექსტში იყენებთ ციტატებს, რომელსაც მიწერილი აქვს ავტორი, ეს ტექსტი შეგიძლიათ ყოველთვის 12 ზომის დახრილი შრიფტით გამოყოთ.
გამოცდილება ადასტურებს, რომ ტექსტი თავიდან ბოლომდე უნდა აკრიფოთ და მხოლოდ შემდეგ დაიწყოთ დაფორმატებაზე ფიქრი.
გმადლობთ ყურადღებისთვის.