Microsoft Office Word 2013
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:0800:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:0800:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ტექსტში ცხრილის დამატება
მოგესალმებით!
ამ ვიდოგაკვეთილის ნახვის შემდეგ შესძლებთ:- ტექსტურ დოკუმეტში
• ცხრილის ჩასმას;
• უჯრებში ტექსტის აკრეფას.;
ცხრილთან სამუშაო ფუნქციების სანახავად თქვენ ნახავთ სიმულაციას თემაზე „სკოლის გაკვეთილების განრიგი“.
იმისათვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს თუ რისი გაკეთება გვინდა, ვნახოთ საბოლოო პროდუქტი. ახლა თქვენ ხედავთ გამოსახულებას, თუ როგორი უნდა იყოს გაკვეთილების განრიგი დასრულებული სახით. ჩვენც ზუსტად ანალოგიური ცხრილის გაკეთება მოგვიწევს.
ცხრილის შესაქმელად უნდა დავითვალოთ სვეტების და მწკრივების მაქსიმალური რაოდენობა. ანგარიშის დროს გაითვალისწინეთ, რომ პირველ სვეტში დაგჭირდებათ მწკრივების დანომვრა, ხოლო მწკრივების რაოდენობის გაანგარიშების დროს გაითვალისწინეთ, რომ დამატებით ერთი მწკრივი დაგჭირდებათ სვეტების სათაურისთვის.
როგორც ხედავთ, ამ ცხრილში გამოყენებული არის 5 სვეტი და 7 მწკრივი.
მაშ დავიწყოთ. გავაკეთოთ სათაური: „გაკვეთილების განრიგი“.
ცხრილი ჩაისმება იმ ადგილას სადაც კურსორი დგას. სასურველია ცხრილი ახალ აბზაცზე ჩავსვათ. ამიტომ დავაჭიროთ კლავიშა Enter-ს. ცხრილის ჩასმის პიქტოგრამა განლაგებულია ინსტრუმენტების დაფაზე რომელიც აღნიშნულია წარწერით INSERT. თაგვის მარცხენა კლავიშით დავაჭიროთ ამ წარწერას და ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება. დააჭირეთ ცხრილის ჩამის პიქტოგრამას.
თქვენ მიიღებთ გამოსახულებას, სადაც თაგვის დახმარებით უნდა შემოხაზოთ სვეტების და მწკრივების რაოდენობა. ამისთვის თაგვის კურსორი გადავიყვანოთ პირველ უჯრაში, თაგვი ვამოძრაოთ უჯრების მინიატურულ გამოსახულებებზე. პატარა ზოლში მიმდინარეობს თქვენს მიერ შემოხაზული სვეტებისა და მწკრივების რაოდენობის დათვლა. მარცხენა რიცხვი აღნიშნავს სვეტების რაოდენობას, ხოლო, მარჯვენა -- მწკრივებს. მონიშნული სვეტებისა და მწკრივების რაოდენობა ასევე ნარინჯისფერი ხაზებით შემოისაზღვრება. ხოლო კურსორიდან ქვევით იხაზება სავარაუდო ცხრილის კონტურები. ეს კონტურები იცვლება თაგვის კურსორის მოძრაობის შესაბამისად. ამ 3 კომპონენტის დახმარებით ცხრილის ჩასმა ძალიან ადვილი ხდება. როგორც კი შემოვხაზავთ სვეტების და მწკრივების სასურველ რაოდენობას, საკმარისია თაგვის მაცხენა კლავიშით დავაჭიროთ მიმდინარე პოზიცაში და ცხრილი დაფიქსირდება ტექსტური დოკუმენტის გვერდზე.
ტექსტში ცხრილის ჩასმის მეორე ვარიანტიც არსებობს. მაგრამ სანამ ამ ვარიანტზე ვისაუბრებდეთ, სასურველია წაშალოთ პირველი ვარიანტით შექმნილი ცხრილი. ამის შემდეგ, თაგვის მარცხენა კლავიშით მენიუს ზოლში დავაჭიროთ წარწერას INSERT და ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება. დავაჭიროთ ცხრილის ჩასმის პიქტოგრამას. მიღებულ გამოსახულებაში კი დავაჭიროთ წარწერას Insert Table.
მიღებული ფანჯრის Table size ჯგუფში Number of column ველში უნდა მივუთითოთ სვეტების რაოდენობა, ჩანაწერი „5“ აღნიშნავს 5 სვეტს. რაც ჩვენს ამჟამინდელ საჭიროებას ემთხვევა და ეს ჩანაწერი უცვლელი დავტოვოთ. ხოლო, ქვედა წარწერა, Number of rows, აღნიშნავს მწკრივების რაოდენობას.. ჩვენ 7 მწკრივი გვჭირდება. ამ ველის გვერდზე არსებული ზევით მიმართულ სამკუთხედზე თაგვის მარცხენა კლავიშზე ერთხელ დაჭერა, საშუალებას მოგვცემს თითო თითოდ გვზარდოთ ველში არსებული ჩანაწერი „2“. ამრიგად თაგვის მარცხენა კლავიშს დავაჭიროთ მანამ, სანამ ეს ციფრი 7-ს ტოლი არ გახდება. ხოლო თუ შემთხვევით გადავაჭარბებთ, ქვევით მიმართულ სამკუთხედზე თაგვის დაჭერით შეგვეძლება ამ მნიშვნელობის თითო თითო ერთეულით დაკლება. სასურველი რიცხვების მიღების შემდეგ დავაჭიროთ ღილაკს OK და ჩვენი ცხრილი დაემატება ახალ აბზაცზე.
Word-ის ბოლო ვერსიებში ცხრილის აღნიშნული წესით ჩასმის გარდა ფანქრით დახაზვის საშუალებაც არის. ეს მეთოდი ქაღალდზე რეალურ ცხოვრებაში ცხრილის დახაზვის ანალოგიურია. წესით ასეთნაირად ცხრილის აგება არ უნდა გაგიჭირდეთ.
გირჩევთ გამოიყენოთ პირველი ვარიანტი
შევუდგეთ ტექსტების აკრეფას. პირველ მწკრივში უნდა ჩავწეროთ სვეტების სათაურები: პირველ უჯრაში ჩავწეროთ _ ნომერი. ნომრის ასაკრეფად კლავიატურის ქართულ განლაგებაში დააჭირეთ და თითი არ აუშვათ კლავიშს Shift. მეორე ხელით დააჭირეთ კლავიშს N. ამის შემდეგ თითი აუშვით Shift კლავიშიდან. ცხრილის უჯრებზე გადასასვლელად თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ თაგვის მარცხენა კლავიშით, ან კლავიატურის ისრების დახმარებით. რომელიმე უჯრაში კურსორის ჩასასმელად ამ უჯრის შუაში შეგიძლიათ თაგვით დააჭიროთ. დიახ, შუაში, და არა მარცხენა კუთხეში. მეორე სვეტის სათაური იქნება გაკვეთილები. დანარჩენი ტექსტის აკრეფა არ გაგიჭირდებათ...
დამოუკიდებელი სამუშაოები:
მოსინჯეთ, გამოგივათ თუ არა ააგოთ შემდეგი სახის ცხრილები:
გაიხსენეთ, რამდენად კარგად გახსოვთ
• ცხრილის ჩასმა;
• უჯრებში ტექსტის აკრეფა;
გმადლობთ ყურადღებისთვის!