Microsoft Office Word 2013
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:0900:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:0900:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ცხრილის დიზაინი
მოგესალმებით!
ამ ვიდოგაკვეთილის ნახვის შემდეგ შესძლებთ:- ცხრილის
• დიზაინის შეცვლას;
• უჯრებში ხაზის ფორმების შეცვლას.
გახსენით თქვენს მიერ შექმნილი „გაკვეთილების განრიგის“ ცხრილი.
იმისათვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს თუ რისი გაკეთება გვინდა, ვნახოთ საბოლოო პროდუქტი. ახლა თქვენ ხედავთ გამოსახულებას, თუ როგორი უნდა იყოს გაკვეთილების განრიგის დიზაინი დასრულებული სახით. ჩვენც ზუსტად ანალოგიური სამუშაოს გაკეთება მოგვიწევს.
ვნახოთ როგორ შეიძლება ცხრილის დიზაინის შეცვლა. მიაქციეთ ყურადღება, რომ ცხრილის ჩასმის შემდეგ ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება ცხრილთან სამუშაო ინსტრუმენტებით. საერთოდაც დაგემატათ ორი ახალი დაფა. პირველია Design და მეორე Layout. პირველი დაფა ახლა გახსნილია და მისი საშუალებით შესაძლებელია ცხრილის დიზაინის შეცვლა. პირველ ნაწილში უნდა მიუთითოთ, თუ რა ელემენტები უნდა გააჩნდეს ან არ უნდა გააჩნდეს თქვენს მომავალ ცხრილს: ესენია
• სათაურის ზოლი;
• ზოლი „სულ“;
• პირველი მწკრივი;
• ბოლო მწკრივი;
• და ა.შ.
აქ ყველაზე დიდი ნაწილი უჭირავს ცხრილის დიზაინის სხვადასხვა ელემენტების მინიატურულ გამოსახულებებს. მარჯვენა, ქვევით მიმართულ ისარზე დაჭერით შესაძლებელია კიდევ სხვა ვარიანტების გახსნა. მინიატურულ გამოსახულებებზე თაგვის ისრის მიახლოებისას ცხრილის დიზაინი შეიცვლება, ანუ წინასწარ შეიძლება შევათვალიეროთ, თუ როგორ ცვლილებას გამოიწვევს მოცემულ პიტროგრამაზე დაჭერა. რომელიმე მათგანზე დაჭერით, თქვენ ადასტურებთ თქვენს უპირატეს სიმპათიებს სხვა ფორმებთან შედარებით. არჩევანის შეცვლა შესაძლებელი სხვა პიქტოგრამაზე დაჭერით. ხოლო დიზაინის ყველა ცვლილების გაუქმება შესაძლებელია Plain Tables ჯგუფში პირველივე პიქტოგრამაზე დაჭერით.
ინსტრუმენტების ამავე დაფაზე. დიზაინის ფორმების შემდეგ მოცემულია ღილაკი Shading. ამ ღილაკის დახმარებით შესაძებელია ერთი ან რამდენიმე მონიშნული უჯრის შეღებვა. რამდენიმე უჯრის ერთდროულად შესაღებად აუცილებელია უჯრების მონიშვნა. უჯრების მოსანიშნად თაგვის მარცხენა კლავიშით დავაჭიროთ ყველაზე განაპირა უჯრას, თითი არ ავუშვათ, და კურსორი გადავიყვანოთ სხვა უჯრებზე, შესაბამისად ყველა უჯრა მოინიშნება. ამის შემდეგ შეგვიძლია მონიშნული უჯრები შევღებოთ. ამისთვის დავაჭიროთ ღილაკს Sheading და ფერების პალიტრაზე თაგვის კურსორის მიახლოებისას უჯრების ფერი შეიცვლება. ანუ წინასწარ შეიძლება შევათვალიეროთ, თუ როგორ ცვლილებას გამოიწვევს მოცემულ პიქტროგრამაზე დაჭერა. რომელიმე მათგანზე დაჭერით კი, თქვენ ადასტურებთ თქვენს უპირატეს სიმპათიებს სხვა ფორმებთან შედარებით. არჩევანის შეცვლა შესაძლებელი სხვა პიქტოგრამაზე დაჭერით. ხოლო დიზაინის ყველა ცვლილების გაუქმება შესაძლებელია No Color წარწერაზე დაჭერით. ასევე შესაძლებელია უჯრის თეთრი ფერით შეღებვა. დააკვირდით რა განსხვავებაა No Color და White ღილაკებს შორის
შემდეგი ღილაკების დახმარებით შესაძლებელია უჯრებს გაუკეთდეს სხვადასხვა სახის ხაზები. აქ შესაძლებელია აირჩიოთ ხაზის ფორმა. წრფე, წყვეტილი, წერტილიანი, ორმაგი, სამმაგი, კლაკნილი, 3დე და ა.შ. შემდეგ ჩარჩოში შესაძლებელია ხაზის სისქის შეცვლა, ხოლო შემდეგ ჩარჩოში აირჩევთ ხაზის ფერს. ყველა ამ ცვლილების ცხრილზე ასახვა შესაძლებელია ღილაკით Border.
ხაზის შეცვლილი პარამეტრები ამათუ იმ პიქტოგრამაზე თაგვის გადატარებით აისახება ცხრილის უჯრებზე. რომელიმეს მოწონება შეგიძლიათ დაადასტუროთ შესაბამის პიქტოგრამაზე დაჭერით. ცვლილებების შეტანა შესაძლებელია სხვა პიქტოგრამაზე დაჭერით. ამ ჩამონათვალიდან ყველაზე ხშირად დაგჭირდებათ პიქტოგრამა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს მიერ შეცვლილი ხაზების პარამეტრების გავრცელებას ყველა უჯრაზე, ხოლო ნაცრისფერხაზებიანი პიქტოგრამა შესაძლებელს ხდის ხაზები გავაუქმოთ ყველა უჯრაზე.
აირჩიეთ რომელიმე დიზაინი.
დამოუკიდებელი სამუშაოები:
მოსინჯეთ, გამოგივათ თუ არა ააგოთ შემდეგი სახის ცხრილები:
გაიხსენეთ, რამდენად კარგად გახსოვთ
• ცხრილის დიზაინის შეცვლა;
• უჯრებში ხაზის ფორმების შეცვლა.
გმადლობთ ყურადღებისთვის!