Microsoft Office Word 2013
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
სვეტისა და მწკრივის დამატება, უჯრების დაყოფა
და გაერთიანება, ტექსტის მიმართულების შეცვლა
მოგესალმებით!
ამ ვიდეო გაკვეთილის ნახვის შემდეგ შეძლებთ ცხრილში
• სვეტისა და მწკრივის დამატებას,
• უჯრების დაყოფას და გაერთიანებას,
• უჯრებში ტექსტის მიმართულების შეცვლას.
გახსენით ფაილი, სადაც უკვე გამზადებული გაქვთ გაკვეთილების ცხრილი და გავაგრძელოთ მუშაობა
თქვენ ახლა უყურებთ სიმულაციის გაგრძელებას თემაზე „სკოლის გაკვეთილების განრიგი“.
იმისათვის, რომ გავიაზროთ რა გავაქვს გასაკეთებელი, წინასწარ ვნახოთ დასრულებული განრიგის ცხრილი. ახლა თქვენ ხედავთ გამოსახულებას, თუ როგორი უნდა იყოს გაკვეთილების განრიგი დასრულებული სახით. ჩვენც ზუსტად ანალოგიური ცხრილის გაკეთება მოგვიწევს.
ალბათ ხვდებით, რომ პირველი სვეტი საკმაოდ განიერია. უმჯობესი იქნებოდა ამ სვეტის სიგანე შეგვემცირებინა. ამისთვის თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ ცხრილში ნებისმიერ ადგილას, რომ ჩაირთოს ცხრილთან სამუშაო ინსტრუმენტები. თაგვის კურსორი ახლოს მოიყვანეთ საზღვრის აღმნიშვნელ ვერტიკალურ ხაზთან, კურსორი შეიცვლის ფორმას, გახდება ორმაგი ისარი. ეს ფორმა მიგანიშნებთ, რომ ვერტიკალური ხაზის გადაწევა შესაძლებელია მარცხნივ ან მარჯვნივ. ჩავეჭიროთ ვერტიკალურ ხაზს და კურსორი გავწიოთ (ამ შემთხვევაში) მარცხნივ. შესაბამისად, სვეტის სიგანე შემცირდება. ასევე შეგვიძლია სვეტის სიგანის გაზრდა.
სვეტის სიმაღლეში გასაზრდელად თაგვის მარცხენა კლავიშით ჩაეჭიდეთ ჰორიზონტალურ ხაზს და გაწიეთ თაგვი. შედეგად უჯრის სიმაღლე გაიზრდება.
ახლა კი დროა ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება სვეტების ან მწკრივების დამატება. მიაქციეთ ყურადღება, რომ ცხრილის ჩასმის შემდეგ, მენიუს ზოლში დაგემატებათ ინსტრუმენტების ორი დაფა:- DESIGN და LAYOUT. ეს დაფები კონტექსტურია. ანუ მხოლოდ მაშინ გააქტიურდებიან, როდესაც ცხრილია მონიშნული. DESIGN ინსტრუმენტების დაფაზე განთავსებული პიქტოგრამებით, შესაძლებელია ცხრილში დიზაინის ელემენტების შეცვლა. ამავე დაფაზე შესაძლებელია ხაზის სისქის, ფორმისა და ფერის შეცვლა. ეს მოქმედებები თქვენ წინა ვიდეოგაკვეთილში ნახეთ. ახლა კი დავაჭიროთ წარწერას LAYOUT. განლაგების დაფის ინსტუმენტების გამოყენებით შეცვლით ცხრილის განლაგების ფორმებს.
სიმულაციის ამ ნაწილში ჩავთვალოთ, რომ გაკვეთილების განრიგში ასახული უნდა იყოს ზამთრის და ზაფხულის დრო.
პირველ რიგში დავამატოთ სათაურის ზოლიდან ზევით, ერთი ცარიელი მწკრივი. ამისათვის კურსორი შეგიძლიათ სათაურის ზოლში ნებისმიერ ადგილას დააყენოთ და დააჭიროთ Insert Above. ამ მოქმედებით თქვენ დაამატეთ ერთი ცარიელი მწკრივი კურსორის ზევით. ეს ცარიელი ზოლი ამწუთას მონიშნულია. დავაჭიროთ პირველ უჯრას. ამ უჯრაში ჩვენ გვჭირდება ორივე უჯრის გაერთიანება. უჯრების გასაერთიანებლად უნდა მონიშნოთ გასაერთიანებლი უჯრები. უჯრების მოსანიშნად, თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ ზედა უჯრას, თითი არ აიღოთ მარცხენა კლავიშიდან და თაგვის კურსორი ჩამოწით ქვევით. შედეგად ორივე უჯრა მოინიშნება.
დააჭირეთ პიქტოგრამას Merge Cells. იგივე მოქმედება შეასრულეთ „გაკვეთილების“ უჯრაზეც. აგრეთვე გააერთიანეთ მარჯვენა სამი უჯრაც და გაუკეთეთ სათაური „ზაფხულის დრო“. ზამთრის დროის დასამატებლად, ბოლო სვეტიდან მარჯვნივ დაგვჭირდება ერთი სვეტის დამატება. ამისათვის კურსორი გადაიყვანეთ უკიდურეს მარჯვენა სვეტში და ინსტრუმენტთა დაფაზე დააჭირეთ პიქტოგრამას Insert Right. ამ მოქმედების შედეგად დაგემატებათ ერთი ცარიელი სვეტი, სადაც შეიძლიათ ჩაწეროთ ტექსტი „ზამთრის დრო“. ახლა საჭიროა დანარჩენი უჯრების სამ ნაწილად დაყოფა. გაითვალისწინეთ, რომ თუ აღნიშნულ უჯრებს სამ ნაწილად დაყოფთ, უჯრების სიგანე საკმაოდ შემცირდება. ამიტომ შეგვიძლია სხვა უჯრების ზომა შევცვალოთ. ახლა კი დროა, მარჯვენა ზოლი დავყოთ სამ ნაწილად. ამისათვის მოვნიშნოთ დარჩენილი უჯრები, დავაჭიროთ Split Cells და გვეკითხებიან, რამდენ სვეტად და მწკრივად დავყოთ უჯრები. ჩვენ სიტუაციაში გამოსახულება 2, შევცვალოთ 3 ნაწილად. დავაჭიროთ ღილაკს OK. ასე მარტივად ერთი უჯრა დაიყო სამ სვეტად. ჩვენ შეგვიძლია დავაკოპიროთ სათაურები. ......................................................გადავიდეთ ღილაკზე Home->Copy და Paste. ხოლო შემდეგ დავიწყოთ დანარჩენი ველების შევსება.
დროა უჯრების გაფორმებაზე იზრუნოთ. მონიშნეთ სათაურის ზოლი, გადავიტანეთ ცენტრში. აგრეთვე შეგვიძლია მივცეთ ვერტიკალური ჩასწორება.
სასურველია უჯრების სიგანე თანაბარი ზომის იყოს. ამისთვის მოვნიშნოთ სვეტები და დავაჭიროთ პიქტოგრამას Distribure Columns
უმეტეს სიტუაციაში პროგრამა ყველა უჯრის სიმაღლეს და სიგანეს თანაბრად ანაწილებს. მაგრამ ზოგჯერ საჭიროა გარკვეული სვეტების სიგანე განსხვავებული იყოს. (მაგალითად პირველი სვეტი წინამდებარე ცხრილში). ასეთ სიტუაციაში მოვნიშნოთ რამდენიმე სვეტი, და Width ველში შეიყვანეთ მნიშვნელობა, თუ რამდენი სანტიმეტრი (სხვა კომპიუტერზე შეიძლება ზომის სხვა ერთეული იყოს მითითებული) უნდა იყოს მონიშნული სვეტების სიგანე.
Height ველში უნდა შეიყვანოთ უჯრების სიმაღლის განმსაზღვრენლი მნიშვნელობა. Distribute Rows და Distribute Columns გამოიყენება სვეტის სიმაღლის თანაბარი მნიშვნელობით დასაყოფად.
Alignment საშუალებას გაძლევთ ტექსტი გაწორებული იყოს უჯრიდან
ჰორიზონტალურად ზევით და ან მარცხნივ ან ცენტრში, ან მარჯვნივ
უჯრის ცენტრში და და ან მარცხნივ ან ცენტრში, ან მარჯვნივ
უჯრის ქვევით და ან მარცხნივ ან ცენტრში, ან მარჯვნივ
Text Direction ღილაკით შესაძლებელია უჯრაში ტექსტის მიმართულების შეცვლა. პირველ დაჭერაზე ტექსტი დაიწერება ზევიდან ქვევით, მეორე დაჭერაზე ზევიდან ქვევით, ხოლო კიდევ ერთხელ დაჭერის შემთხვევაში ტექსტი მიიღებს ჩვეულებრივ მდგომარეობას
Lyout დაფაზე აგრეთვე განთავსებულია სვეტების ან მწკრივების წაშლის ინსტრუმენტი, დიდი ცხრილის დაყოფა რამდენიმე ნაწილად, უჯრების მონაცემების დალაგება, ზრდადობა/კლებადობით. ტექსტის კონვერტაცია ცხრილად, ცხრილის კონვერტაცია ტექსტად, ფორმულების ჩასმა...
დავალება: შექმენით შემდეგი სახის ცხრილები:
გადაამოწმეთ ახალშეძენილი ცოდნა. ამ ვიდეოგაკვეთილში მნიშვნელოვანია, რომ თქვენ უნდა შეგეძლოთ:
• სვეტის დამატება,
• მწკრივის დამატება,
• სვეტების გაერთიანება,
• უჯრების დაყოფა და უჯრების გაერთიანება.
• უჯებში ტექსტი მიმართულების შეცვლა
გმადლობთ ყურადღებისთვის.