Microsoft Office Word 2013
ფიგურები
00:08:14
00:05:30
00:15:32
მართლწერა და გრამატიკა
00:06:33
00:06:40
ასლი
00:05:20
00:02:04
00:07:10
ფაილის შექმნა
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
დოკუმენტის სტრუქტურა
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
00:09:08
00:13:46
00:40:10
დიაგრამა
00:09:12
00:09:10
00:13:30
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
00:13:32
ფაილთან მუშაობა
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
word 2013 ინტერფეისი
00:13:30
ტექსტთან მუშაობა
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
ცხრილი
00:05:14
00:05:08
00:09:09
SmartArt
00:03:01
00:06:39
00:06:19
სურათთან მუშაობა
00:04:22
00:08:04
ფიგურები
00:08:14
00:05:30
00:15:32
მართლწერა და გრამატიკა
00:06:33
00:06:40
ასლი
00:05:20
00:02:04
00:07:10
ფაილის შექმნა
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
დოკუმენტის სტრუქტურა
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
00:09:08
00:13:46
00:40:10
დიაგრამა
00:09:12
00:09:10
00:13:30
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
00:13:32
ფაილთან მუშაობა
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
word 2013 ინტერფეისი
00:13:30
ტექსტთან მუშაობა
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
ცხრილი
00:05:14
00:05:08
00:09:09
SmartArt
00:03:01
00:06:39
00:06:19
სურათთან მუშაობა
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
მოგესალმებით!
ამ ვიდეოგაკვეთილში ვნახავთ, თუ როგორ შეიძლება SmartArt დიზაინის შეცვლა.
იმისათვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს თუ რისი გაკეთება გვინდა ვნახოთ საბოლოო პროდუქტი.
დავიწყოთ SmartArt-ის ჩასმა. გახსენით ფაილი, სადაც თქვენ უკვე გამზადებული გაქვთ სკოლის იერარქიული სტრუქტურა. მონიშნეთ ეს სტრუქტურა. ანუ, დააჭირეთ შუა ნაწილში. მენიუს ზოლში დაგემატებათ ინსტრუმენტების ორი დაფა. ერთი DESIGN და მეორე FORMAT. თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ DESIGN წარწერას და ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება SmartArt-თან სამუშაო ინსტრუმენტებით. DESIGN დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ფორმა და განლაგება. ხოლო FORMAT-ში შესაძლებელია შეცვალოთ ფიგურის შევსების ფერები, კონტურის ფერი, ხაზის სისქე, ხაზის ფორმა და ა.შ.
ცნობილია, რომ დირექტორს სასწავლო ნაწილის გარდა ექვემდებარება სამეურნეო ნაწილი.
SmartArt-ზე ახალი ელემენტის ჩასასმელად გამოვიყენოთ დამხმარე დაფა. ამ დაფის გახსნა/ დახურვა შესაძლებელია მარცხენა მხარეზე არსებული ისრების დახმარებით ან ინსტრუმენტების დაფაზე არსებული Text Pane პიქტოგრამით. ამ დაფაზე ოთხკუთხედებში მოცემული ტექსტია განლაგებული. თქვენ გჭირდებათ „სასწავლო ნაწილი“-ს შემდეგ ახალი ფიგურის განთავსება. ამისთვის თაგვის კურსორით დააჭირეთ მარცხენა დაფაზე არსებულ წარწერას „სასწავლო ნაწილის“ ბოლოში. შემდეგ დააჭირეთ კლავიშას Enter. შედეგად SmartArt-ს დაემატება ახალი ცარიელი ოთხკუთხედი, რომელშიც შესაძლებელია ჩაწეროთ „სამეურნეო ნაწილი“. ამ ტექსტის აკრეფის შემდეგ, ისევ დააჭირეთ კლავიშა Enter, და SmartArt-ს კიდევ ერთი ახალი ცარიელი ოთხკუთხედი დაემატება, მაგრამ თქვენ გჭირდებათ, SmartArt-ზე გრაფიკულად ჩანდეს, რომ სამეურნეო ნაწილს ექვემდებარება, ვთქვათ დამლაგებელი. ამიტომ დავაჭიროთ ინსტრუმენტების დაფაზე არსებულ ღილაკს Demote. შედეგად „დამლაგებლის“ ოთხკუთხედი, განთავსდება „სამეურნეო ნაწილის“ ქვედა იერარქიულ დონეზე. ასეთნაირადვე დავამატოთ დარაჯი.
ამ სტრუქტურაში არსად ჩანს სკოლაში მოსწავლეების ყოფნა. იმისთვის რომ SmartArt-ზე დავამატოთ მოსწავლეების აღმნიშვნელი ფიგურა, დამხმარე დაფაზე თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ „პედაგოგების“ ბოლოში. დააჭირეთ Enter, შედეგად დაგემატებათ ერთი ახალი ცარიელი ფიგურა. დააჭირეთ ამ ფიგურას და აკრიფეთ ტექსტი „მოსწავლეები“. ასევე სასურველია დაამატოთ IT. Move Up ღილაკის დახმარებით, შესაძლებელია, IT ინფომენეჯერის შემდეგ გადავაადგილოთ.
როგორც ნახეთ, Promout და Demote პიქტოგრამებით შესაძლებელია SmartArt-ზე ელემენტის ზედა ან ქვედა დონეზე აწევ-დაწევა. ხოლო Move Up და Move Down პიქტოგრამების დახმარებით შეძლებთ ერთიდაიგივე დონეზე ფიგურის გადააადგილებას.
Layout პიქტოგრამის დახმარებით შესაძლებელია SmartArt-ის განლაგების შეცვლა. სხვადასხვა განლაგების აღმნიშვნელ პიქტოგრამებზე თაგვის კურსორის გადატარებით შეგიძლიათ წინასწარ დაათვალიეროთ, თუ რა ეფექტს გამოიწვევს ამათუიმ პიქტოგრამაზე დაჭერა. More Layouts დახმარებით შეგიძლიათ დაათვალიეროთ კიდევ სხვა სახის SmartArt-ის დიზაინის ფორმები. თუ რომელიმე მოგეწონებათ, შეგიძლიად დააჭიროთ თაგვის მარცხენა კლავიშით. შეგიძლიათ მოსინჯოთ სხვა ვარიანტებიც.
Change Color პიქტოგრამის დახმარებით შეძლებთ შეცვალოთ თქვენი შემოქმედების ფერების გამა. ამ კლავიშზე დაჭერით მიიღებთ ფერების შესარჩევ დაფას, სადაც სხვადასხვა ვარიანტის აღმნიშვნელი პიქტოგრამებია გამოსახული. თაგვის კურსორის რომელიმე მათგანზე შეყოვნებით, თქვენი SmartArt შეიცვლის ფერს. რომელიმე მათგანის დასაფიქსირებლად შეგიძლიათ დააჭიროთ შესაბამის პიქტოგრამას. შედეგად, ეს ცვლილება მყისიერად აისახება SmartArt-ზე.
და ბოლოს, SmartArt Style ჯგუფში თაგვის კურსორის გადატარებით შესაძლებელია წინასწარ დააკვირდეთ და შეარჩიოთ SmartArt-ის სხვადასხვა სტილები.
დაახლოებით ასეთი სახით მივიღეთ სკოლის სტრუქტურის ამსახველი SmartArt. ეს მხოლოდ და მხოლოდ სიმულაციაა და მე დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს SmartArt ზუსტად ასახავს რომელიმე სკოლის სტრუქტურულ იერარქიას.
დავალება
მიღებულ სტრუქტურაში „მოსწავლეები“ დაყავით 3 დონედ: დაწყებითი, საბაზო და საშუალო, ხოლო შემდეგ თითოეულ ჯგუფს დაურთეთ შესაბამისი კლასები. ეკრანზე თქვენ ხედავთ სავარაუდო სტრუქტურას.
შეჯამება
....
გმადლობთ ყურადღებისთვის.