Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
მოგესალმებით ყველას! ამ ვიდეოგაკვეთილში ვნახავთ, თუ როგორ შეიძლება SmartArt-ის ფორმატის შეცვლა. მათ შორის • ფიგურის სტილი • წარწერების სტილები • ჩასწორება • ზომა იმისათვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს თუ რისი გაკეთება გვინდა ვნახოთ საბოლოო პროდუქტი. გახსენით ფაილი, სადაც თქვენ უკვე გამზადებული გაქვთ სკოლის იერარქიული სტრუქტურა. მონიშნეთ ეს სტრუქტურა. მენიუს ზოლში დაგემატებათ ინსტრუმენტების ორი დაფა. ერთი DESIGN და მეორე FORMAT. თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ FORMAT წარწერას და ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება SmartArt-თან სამუშაო ინსტრუმენტებით. FORMAT ინსტრუმენტების დახმარებით შესაძლებელია შეცვალოთ ფიგურის შევსების ფერები, კონტურის ფერი, ხაზის სისქე, ხაზის ფორმა და ა.შ. მოვნიშნოთ ფიგურა „დირექტორი“, ინსტრუმენტების დაფაზე განლაგებული Change Shape საშუალებას მოგცემთ ოთკუთხედი ფიგურა შეცვალოთ სხვა გამოსახულებით, ვთქვათ ავირჩიოთ ელიფსი. Larger და Smaller ღილაკებით შესაძლებელია ფიგურის ზომაში გადიდება ან შემცირება. Shape Styles პიქტოგრამით შესაძლებელია აირჩიოთ ფიგურის დიზაინის სხვადასხვა გამზადებული ვარიანტები. თაგვის კურსორის გადატარებით, წინასწარ შეგიძლიათ დააკვირდეთ, თუ რა ეფექტს მიიღებთ ამათუ იმ პიქტოგრამაზე დაჭერის შედეგად. დიზაინის დანარჩენი ვარიანტების დათვალიერება შესაძლებელია მარჯვენა მხარეზე არსებულ ქვემოთ მიმართულ სამკუთხედზე დაჭერით. თქვენი არჩევანი დაადასტურეთ შესაბამის პიქტოგრამაზე თაგვის მარცხენა კლავიშზე დაჭერით. შედეგად მონიშნული ფიგურა მიიღებს პიქტოგრამის შესაბამის გამოსახულებას. Shape Fill პიქტოგრამის დახმარებით შესაძლებელია შეღებოთ ფიგურა. დააჭირეთ პიქტოგრამას თაგვის მარცხენა კლავიშით. მიღებული დაფის უჯრებზე თაგვის კურსორის გადატარებით, წინასწარ შეგიძლიათ დააკვირდეთ თუ როგორი იქნება თქვენი ფიგურა ამათუიმ ფერად შეღებვის შემთხვევაში. თქვენი არჩევანი შეგიძლიათ დაადასტუროთ თაგვის მარცხენა კლავშზე დაჭერით. რამდენიმე ფიგურაზე ერთდროულად სამუშაოდ საჭიროა დაიხმარიოთ კლავიშა Ctrl. No Color პიქტოგრამით შესაძლებელია ფიგურა გამჭვირვალე იყოს, არ შეგეშალოთ თეთრ ფერში. ვიზუალურად გავს ერთმანეთს, მაგარამ მათ შორის არის განსხვავება. Picture პიქტოგრამა საშუალებას მოგცემთ ფიგურა შეავსოთ თქვენს კომპიუტერში არსებული სურათის გამოსახულებით. Gradient პიქტოგრამა სურათს შეღებავს ფერების გრადიენტული გადასვლის ეფექტით Texture პიქტოგრამაზე დაჭერით შესაძლებელია ფიგურის შევსება ტექტსურებით, ანუ ერგვაროვანი ნახატით Shape Outline პიქტოგრამა გამოიყენება ფიგურის კონტურის პარამეტრების შესარჩევად. ამ პიქტოგრამაზე დაჭერის შემდეგ გამოსულ დაფაზე თაგვის კურსორის გადატარებით წინასწარ შეგიძლიათ დააკვირდეთ, თუ როგორი იქნება ფიგურის კონტური ამათუიმ ფერის შერჩევის შემთხვევაში. თქვენი მოწონება შეგიძლიათ დაადასტუროთ თაგვის მარცხენა კლავიშით შესაბამის უჯრაში დაჭერით. No Outline საშუალებით შეგიძლიათ გააუქმოთ ყოველგვარი ხაზი. Weight წარწერაზე დაჭერით მიიღებთ დამატებით დაფას, სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ ხაზის სისქე Shape Effects პიქტოგრამა უზრუნველყოფს ფიგურების სხვადასხვა ეფექტებს. WordArt Style ტექსტების გაფორმების ვარიანტებს გთავაზობთ. ყველა ვარიანტის სანახავად დააჭირეთ მარჯვენა მხარეზე არსებულ ქვევით მიმართულ სამკუთხედს. WordArt-ის პიქტოგრამებზე თაგვის კურსორის გადატარებით წინასწარ შეგიძლიათ დააკვირდეთ, თუ როგორი იქნება ფიგურაზე დატანილი ტექსტი WordArt-ის ამათუიმ ვარიანტის არჩევის შემთხვევაში. თქვენი არჩევანი შეგიძლიათ დაადასტუროთ შესაბამის პიქტოგრამაზე თაგვის მარცხენა კლავიშის დაჭერით. შედეგად, ფიგურაზე არსებული ტექსტი მიიღებს პიქტოგრამით აღნიშნული ეფექტის შესაბამის გამოსახულებას. ახალ შევეხოთ SmartArt ზომებს: Height ველში შესაძლებელია მიეთითოს SmartArt-ის სიმაღლე, ხოლო Width აღნიშნავს სიგანეს. ეს ორი პარამეტრი ერთმანეთზე არაა დამოკიდებული. ერთის გაზრდა ან შემცირება, არ იწვევს მეორე პარამეტრის გაზრდას ან დაპატარავებას. პროპორციული დაპატარავება შესაძლებელია სმარტარტის ირგვლივ მდებარე ჩარჩოს წვერებიდან. Position პიქტოგრამაზე დაჭერით შესაძლებელია განსაზღვროთ ტექსტში SmartArt-ის ადგილი. შესაბამისი პიქტოგრამების დახმარებით, ადვილია გაარკვიოთ, რომელი პიქტოგრამა თუ რა მოქმედებას აღნიშნავს. Wrap Text პიქტოგრამით აღნიშნულია ტექსტის და SmartArt-ის განლაგება. თქვენთვის საინეტერესოა Square და Tight. პირველი უზრუნველყოფს ტექსტი SmartArt-ს შემოეწყოს მართკუთხედად, ხოლო Tight, სურათის კონტურს იმეორებს. ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ ამ ორი პიქტოგრამის გამოყენების შედეგებს შორის განსხვავებას. ასეთი სახით მივიღეთ ჩვენი სკოლის სტრუქტურის ამსახველი SmartArt. ეს მხოლოდ და მხოლოდ სიმულაციაა და მე დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს SmartArt ზუსტად ასახავს რომელიმე სკოლის სტრუქტურულ იერარქიას. დავალება შექმენით ისეთივე სტრუქტურა, რასაც ეკრანზე ხედავთ შეჯამება ამ ვიდეოგაკვეთილში თქვენ ნახეთ, თუ როგორ შეიძლება SmartArt-ის ფორმატის შეცვლა. მათ შორის • ფიგურის სტილი • წარწერების სტილები • ჩასწორება • ზომა გმადლობთ რომ გვიყურებთ.

ახალი დამატებული