Microsoft Office Word 2013
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
სურათის ფორმატი
მოგესალმებით ყველას!
ამ ვიდეო გაკვეთილში ვნახოთ ტექსტში სურათის დამატების ფუნქციები
ამ ვიდოგაკვეთილის ნახვის შემდეგ შესძლებთ:- ტექსტურ დოკუმეტში
• სურათის ზომის შეცვლას;
• კადრირებას;
• ფონის მოცილებას;
• ეფექტებს;
იმისათვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს თუ რისი გაკეთება გვინდა, ვნახოთ საბოლოო პროდუქტის რამდენიმე ვარიანტი. კარგად დააკვირდით თუ რისი გაკეთება გვინდა. ჩვენც ზუსტად ანალოგიური დოკუმენტის გაკეთება მოგვიწევს. ამ სიმულაციაში გამოყენებულია ამავე ვიდეოგაკვეთილის ტექსტი. ამ ტექტის ასლი შეგიძლიათ დააკოპიროთ ამავე ვებ-გვერდიდან, ან შეგიძლიათ ნებისმიერი ტექსტი აკრიფოთ. მნიშვნელოვანია, რომ ტექსტი რამდენიმე სტრიქონზე და აბზაცზე იყოს განთავსებული.
გახსენით თქვენს მიერ შექმნილი ტექსტური დოკუმენტი, სადაც პინგვინების სურათი გაქვთ ჩასმული. თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ პინგვინების სურათს. მენიუს ზოლში დაემატება ერთი ახალი ინსტრუმენტების დაფა Format. დააჭირეთ ამ წარწერას, და ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება სურათთან სამუშაო დაფით, რომელზეც განთავსებულია ის ინსტრუმენტები, რომელებიც გამოიყენება სურათთან სამუშაოდ.
ძალიან ხშირად საჭიროა სურათის ზომის შეცვლა. სურათის ზომის შეცვლა შესაძლებელი არის წვერებზე მოთავსებული ოთხკუთხედების დახმარებით. თაგვის კურსორს ამ ოთხკუთხედებთან ახლოს თუ მიიყვანთ, კურსორი შეიცვლის ფორმას. ამ მდგომარეობაში დააჭირეთ და თითი არ აუშვათ თაგვის მარცხენა კლავიშს. თაგვის კურსორი გადაადგილეთ სურათის ცენტრისკენ. შეატყობთ, რომ სურათი ზომაში მცირდება. როცა მიაღწევთ სურათის სასურველ ზომას, თითი აუშვით თაგვის მარცხენა კლავიშიდან. შედეგად დაფიქსირდება, ის ზომა სადაც თაგვის მარცხენა კლავიშს თითი აუშვით. თუ თაგვის კურსორს გადაადგილებთ სურათის გარეთ, სურათი ზომაში გაიზრდება.
გაითვაალიწინეთ, რომ სურათის სიმაღლე და სიგანე ურთიერთპროპორციულად უნდა შეიცვალს. ამიტომ ნუ გამოიყენებთ სურათის ცენტრში არსებულ ღილაკებს.
აგრეთვე შესაძლებელია მილიმეტრის სიზუსტით სურათის სიმაღლისა და სიგანის დაფიქსირება. ამ შემთხვევაში სიმაღლის გასაზრდელად უნდა დააჭიროთ Height ველის მარჯვნივ მდებარე ზევით მიმართულ სამკუთხედს, ხოლო, ზომაში შესამცირებლად ქვევით მიმართულ სამკუთხედს. ანალოგიურად ვიქცევით სურათის სიგანეში შესაცვლელად. ამ შემთხვევაში ცვლილებები უნდ შევიტანოთ Width ველში.
Wrap Text გამოიყენება მაშინ, როცა საჭიროა ტექსტისა და სურათის შემოწყობა გასწორდეს. ყველაზე ხშირად გამოიყენება პიქტოგრამა Square, რომელიც უზრუნველყოფს ტექსტის სურათის ირგვლივ მართკუთხედად შემოწყობას, დავაჭიროთ სურათს, მენიუს ზოლში დავაჭიროთ Format წარწერას, შემდეგ ინსტრუმენტების დაფაზე დავაჭიროთ Wrap Text. მიღებულ დაფაზე დავაჭიროთ Square პიქტოგრამას. ამ მოქმედების შედეგად ტექსტი მართკუთხედი ფორმით შემოეწყობა სურათს. ეს ეფექტი მკაფიოდ რომ შეაფასოთ, სურათი გადაიტანეთ ტექსტის შუაში, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები.
დანარჩენი მოქმედებების სანახავად ინსტრუმენტების დაფაზე დავაჭიროთ პიქტოგრამას Crop. მონიშნულ სურათს გაუჩნდება შავი ხაზები, მათზე ჩაჭიდებით შესაძლებელია სურათის გარკვეული ნაწილის ამოჭრა. დააკვირდით ვიდეოს და ეცადეთ მხოლოდ პირველი პინგვინის თავი და ნისკარტი შეინარჩუნოთ. შედეგის დასაფიქსირებლად დააჭირეთ კლავიშას Enter. ისევ მონიშნეთ სურათი და საცადეთ ის 8 სანტიმეტრის სიგანის გახადოთ. (ეს მოქმედება რამოდენიმე წუთის წინ ვნახეთ).
სურათებთან მუშაობის ინსტრუმენტების დაფაზე პირველი მოქმედება არის სურათიდან ფონის მოცილება. ამ მოქმედების შესასრულებლად დავაჭიროთ პიქტოგრამას Remove Background. ვარდისფერი ფერით მოინიშნება წასაშლელი არე. მონიშნულ ადგილში კორექტივების შეტანა შეგიძლიათ მწვანე პლიუსის და წითელი მინუსის დახმარებით. პლიუს პიქტოგრამა შეამცირებს ვარდისფერ ფონს და შესაბამისად წასაშლელ არეს, ხოლო მწვანე ღილაკი კიდევ უფრო გააფართოვებს წასაშლელ ფონს. თუ გადაიფიქრებთ ფონის წაშლას, დააჭირეთ Discard All Changes, ხოლო თუ წაშლის გადაწყვეტილება საბოლოოა, -- მაშინ დააჭირეთ Keep Changes. შედეგად სურათიდან ვარდისფრად მონიშნულ ადგილებში წაიშლება ფონი. შეეცადეთ სურათიდან თქვენ ის ელემენტები წაშალოთ, რაც ვიდეოშია ნაჩვენები.
ახლა ამავე სურათზე გამოვიყენოთ კიდევ ერთი მოქმედება: დავაჭიროთ Wrap Text. მიღებულ დაფაზე დავაჭიროთ Tight პიქტოგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ტექსტის განლაგებას სურათის კონტურის ირგვლივ. თუ შეადარებთ წინა სურათს, განსხვავებას აშკარად დაინახავთ. ეს განსხვავება უფრო თვალსაჩინო რომ იყოს მე ამავე სურათის ასლზე გამოვიყენე Wrap Text ინსტრუმენტის Square ვარიანტი.
სურათებთან მუშაობის დროს ხშირად საჭიროა სურათის ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად მოტრიალება. ამ მოქმედების სანახავად უნდა დააჭიროთ პიქტოგრამას Rotate. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ამ პიქტოგრამის გამოყენებით შეცვლილ სურათებს.
ინსტრუმენტების დაფაზე აგრეთვე განლაგებულია სურათების ჩარჩოში ჩასმის სხვადასხვა ვარიანტების აღმნიშვნელი პიქტოგრამები. ამ პიქტოგრამებზე თაგვის კურსორის გადატარებით შეგიძლიათ წინასწარ დააკვირდეთ, თუ რა შედეგს გამოიწვევს ამათუ იმ ეფექტის გამოყენება. თუ რომელიმე მოგეწონებათ, შეგიძლიათ დააჭიროთ შესაბამის გამოსახულებას. თუ გადაიფიქრებთ, შეგიძლიათ სხვა პიქტოგრამა მოსინჯოთ.
გირჩევთ არ გამოიყენოთ შავი ჩარჩოები.
დავალება:
დააკვირდით და შემდეგი სახით შეცვალეთ თქვენი ტექსტის დიზაინი
ახლა კი დროა შევაჯამოთ ვიდეოგაკვეთილი
თქვენ ნახეთ:
• სურათის ზომის შეცვლა;
• კადრირება;
• შემოწყობის პარამეტრები;
• ფონის მოცილება;
• ეფექტები;
გმადლობთ ყურადღებისთვის!