Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ახალ ტექსტური დოკუმენტის შექმნა მოგესალმებით! ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შესძლებთ კომპიუტერში შექმნათ ახალი ტექსტური ფაილი და შეინახოთ. ტექსტური ფაილის შესაქმნელად რამდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველ რიგში, შემოგთავაზებთ იმ ვარიანტს, რომელსაც მე ყველაზე ხშირად ვიყენებ, ხოლო შემდეგ ნახავთ სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც. ტექსტური ფაილის შექმნის ყველაზე მარტივი ვარიანტი შემდეგია: გახსენით საქაღალდე, რომელშიც შემდეგში შეინახავთ ტექსტურ დოკუმენტებს. ნებისმიერ ცარიელ ადგილას დააჭირეთ თაგვის მარჯვენა კლავიშით, მიღებულ დაფაზე დააჭირეთ ბოლოდან მეორე გამოსახულებას New, გადადით ახალ დაფაზე, დააჭირეთ პიქტოგრამას Microsoft Word Document. მიღებულ ველში აკრიფეთ ახალი ტექსტური ფაილის სახელი ლათინური (ინგლისური) ასოებით „name“ და დაასრულეთ Enter_ით. ახალი ტექსტური ფაილი შექმნილია. თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ მარცხენა მხარეზე არსებულ პიქტოგრამას. გაიხსენება პროგრამა Microsoft Word 2013 რომელიც ტექსტების ასაკრეფად და გასაფორმებლად გამოიყენება. ამის შემდეგ შეგიძლიათ ტექსტის აკრეფას შეუდგეთ, ვთქვათ აკრიფეთ ამერიკელი მწერლის Mark Twain ან თქვენი სახელი და გვარი. ოღონდ ამჯერად სცადეთ ტექსტი აკრიფოთ ლათინური (ინგლისური) ასოებით... ტექსტის აკრეფის დასრულების შემდეგ, აუცილებელია დოკუმენტის შენახვა. დოკუმენტის შესანახად ლენტიდან დააჭირეთ დისკეტის იისფერ გამოსახულებას. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დახუროთ დოკუმეტი ფანჯრის მარჯვენა მხარეზე არსებული X ღილაკის დახმარებით. შენიშვნა: ხშირ შემთხვევაში ახალბედებს გამორჩებათ ხოლმე თავიანთი ნამუშევრის შენახვა. ასეთ შემთხვევაში X ღილაკზე დაჭერის შემდეგ პროგრამა შეგახსენებთ, ხომ არ დაგავიწყდათ ფაილის შენახვა. ამ ფანჯარაზე არსებული Save ღილაკის დახმარებით შესაძლებელია დაიმახსოვროთ თქვენი ნამუშევარი. იმ შემთხვევაში თუ შემთხვევით, დაგავიწყდათ ფაილის შენახვა. მაგრამ შესაძლებელია თქვენ გადაიფიქრეთ შეტანილი ცვლილებების დამახსოვრება. ამ შემთხევაში დააჭირეთ Don’t Save ღილაკზე და ტექსტში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც აქამდე არ დაგიმახსოვრებიათ, გაუქმდება. (დაიკარგება). ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ ამ ღილაკს დააჭერთ. Cancel ღილაკზე დაჭერით კი ტექსტთან მუშაობის გაგრძლების საშუალება მოგეცემათ ამ ვიდეოგაკვეთილში თქვენ ნახეთ ახალი ტექსტური ფაილის შექმნა და შენახვის მარტივი ვარიანტი გისურვებთ წარმატებებს!

ახალი დამატებული