Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ახალ ტექსტური დოკუმენტის შენახვა მოგესალმებით! დოკუმენტის შესანახად ლენტიდან დავაჭიროთ დისკეტის იისფერ გამოსახულებას. მიღებულ ფანჯარაში ამ ეტაპზე დავაჭიროთ კომპიუტერის პიქტოგრამას და წარწერას Computer, რაც საშუალებას მოგვცემს ტექსტური ფაილი შევინახოთ იმ კომპიუტერში სადაც ვმუშაობთ. ამისთვის დააჭირეთ ღილაკს Browse. მიღებულ ფანჯარაში საჭიროა ფაილის დასახელების შევსება. ველში File Name ლათინური (ინგლისური) ასოებით აკრიფეთ ფაილის სახელი „mark“. ხოლო მარცხენა მხარეზე მოცემული საქაღალდეებიდან მოძებნეთ ის საქაღალდე, სადაც უნდა შეინახოთ ფაილი. შეგახსენებთ, რომ მარცხენა მხარეზე არსებულ წარწერებზე თაგვის მარცხენა კლავიშით ერთხელ დაჭერით შესაძლებელია სხვადასხვა საქაღალდეებში გადასვლა. ხოლო მარჯვენა მხარეზე არსებულ საქაღალდეებში შესასვლელად, თაგვის მარცხენა კლავიშით ორჯერ სწრაფად უნდა დააჭიროთ იმ პიქტოგრამას, რომელიც აღნიშნავს, საქაღალდეს, სადაც შესვლა გინდათ. დასასრულს დავაჭიროთ ღილაკს Save. ახალი ტექსტური ფაილი შექმნილია, ახლა კი შეგიძლიათ დაიწყოთ ტექსტის აკრეფა. ტექსტის აკრეფის დასრულების შემდეგ, აუცილებელია დოკუმენტის შენახვა. დოკუმენტის შესანახად ლენტიდან დააჭირეთ დისკეტის იისფერ გამოსახულებას. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დახუროთ დოკუმეტი ფანჯრის მარჯვენა მხარეზე არსებული X ღილაკის დახმარებით. შენიშვნა: ხშირ შემთხვევაში ახალბედებს გამორჩებათ ხოლმე თავიანთი ნამუშევრის შენახვა. ასეთ შემთხვევაში X ღილაკზე დაჭერის შემდეგ პროგრამა შეგახსენებთ, ხომ არ დაგავიწყდათ ფაილის შენახვა. ამ ფანჯარაზე არსებული Save ღილაკის დახმარებით შესაძლებელია დაიმახსოვროთ თქვენი ნამუშევარი. იმ შემთხვევაში თუ შემთხვევით, დაგავიწყდათ ფაილის შენახვა. მაგრამ შესაძლებელია თქვენ გადაიფიქრეთ შეტანილი ცვლილებების დამახსოვრება. ამ შემთხევაში დააჭირეთ Don’t Save ღილაკზე და ტექსტში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც აქამდე არ დაგიმახსოვრებიათ, გაუქმდება. (დაიკარგება). ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ ამ ღილაკს დააჭერთ. Cancel ღილაკზე დაჭერით კი ტექსტთან მუშაობის გაგრძლების საშუალება მოგეცემათ გისურვებთ წარმატებებს!

ახალი დამატებული