Microsoft Office Word 2013
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:0400:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:0400:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ინტერნეტიდან ასლის გადმოტანა
მოგესალმებით ყველას!
ამ ვიდეო გაკვეთილში თქვენ ნახავთ ინტერნეტიდან ინფორმაციის გადმოტანას ტექსტურ დოკუმენტში, ამ ვიდეოსიმულაციის თემაა იქნება თბილისი. იმისთვის, რომ გავიაზროთ რისი გაკეთება გვინდა, გთხოვთ დააკვირდეთ ნამუშევარს, რომლის ანალოგიურიც თქვენ თვითონ უნდა შექმნათ. პირველ რიგში, გამოიძახეთ პროგრამა Google Chrome. ამისთვის თაგვის მარცხენა კლავიშით ორჯერ სწრაფად დააჭირეთ Google chrome-ს პიქტოგრამას და სამისამართო ზოლში აკრიფეთ www.google.ge და დაასრულეთ Enter-ით. კლავიატურა გადაიყვანეთ ქართულ ენაზე და საძიებო ზოლში აკრიფეთ სიტყვა „თბილისი“. დააჭირეთ ღილაკს Google ძებნა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმულაციისთვის გამოსადეგი ინფორმაცია ვიკიპედიის გვერდზე იქნება მოთავსებული, ამიტომ შემიძლია თამამად დავაჭირო ვიკიპედიის ბმულს. ამ გვერდიდან მოვნიშნოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია. მონიშვნისთვის დავაჭიროთ თაგვის მარცხენა კლავიშით და დიაგონალზე გადავიდეთ აბზაცების ბოლოში. როგორც ხედავთ, ტექსტის გარკვეული ნაწილი მოინიშნა. მონიშნულ ფონზე დააჭირეთ თაგვის მარჯვენა კლავიშით და მარცხენა კლავიშით დააჭირეთ წარწერას Copy. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მონიშნულ ტექსტში ზოგიერთი ნაწილი არის ბმული. სიტყვაზე აი ეს ტექსტი არის ბმული. თუ თქვენ ამ ადგილას თაგვის მარჯვენა კლავიშით დააწვებით, შესაძლოა მიიღოთ განსხვავებული დაფა, ვიდრე პირველ ნაწილში იყო ნაჩვენები, ამიტომ, ეცადეთ, რომ დააჭიროთ ცარიელ ადგილას. მიუხედავად ამისა, ორივე შემთხვევაში თქვენ თაგვის მარცხენა კლავიშით უნდა დააჭიროთ ღილაკს Copy. ამის შემდეგ შეგიძლიათ მინუსით ჩახუროთ Google chrome-ის გამოსახულება. მიღებული დოკუმენტის დასაკოპირებლად შევქმნათ ტექსტური ფაილი, სადაც ჩავსვამთ დამახსოვრებულ ტექსტს. ახალი ფაილი შეგვიძლია შევქმნათ სამუშაო მაგიდაზეც. თაგვის მარჯვენა კლავიშით დააჭირეთ ნებისმიერ ცარიელ ადგილას, დააჭირეთ წარწერას New, ახალ დაფაზე თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ Microsoft Word Document-ს. ავკრიფოთ ფაილის სახელი „თბილისი“ და დავასრულოთ Enter-ით. მიღებულ პიქტოგრამას თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ ორჯერ სწრაფად და თქვენ მიიღებთ გამოსახულებას, რასაც ახლა ეკრანზე უყურებთ. ინსტრუმენტების დაფიდან დააჭირეთ პიქტოგრამას- Paste. ხედავთ, რომ ინტერნეტ გვერდზე მონიშნული ტექსტი დაკოპირდა ვორდის ფაილში. ინტერნეტიდან დაკოპირებულ ტექსტებზე თქვენ ძალიან ხშირად დაგჭირდებათ ბმულების ამოღება. ამ ტექსტში ბმულები მოცემული არის ლურჯი ფერის ტექსტებით. სიტყვაზე, თუ თაგვის კურსორს ახლოს მოიყვანთ წარწერასთან- „საქართველოს დედაქალი“, გამოჩნდება ბმულის აღმნიშვნელი წარწერა. ბმულის მოსაცილებლად, თაგვის მარჯვენა კლავიშით დავაჭიროთ ბმულიან ტექსტებს და ახალ ფანჯარაში დაფაზე თაგვის მარცხენა კლავიშით დავაჭიროთ Remove Hyperlinks. ასევე მოვiქცეთ დანარჩენ ტექსტებზეც. სამუშაოს დასრულების შემდეგ არ დაგავიწყდეთ ფაილის დამახსოვრება და დახურვა.
ინტერნეტში მოიძიეთ ინფორმაცია ბათუმის შესახებ და ეს ინფორმაცია გადმოიტანეთ ვორდში. ამ ვიდეო გაკვეთილში თქვენ ნახეთ, თუ როგორ შეიძლება ინტერნეტიდან ინფორმაციის გადმოტანა ტექსტურ ფაილში.
გმადლობთ ყურადღებისთვის!