Microsoft Office Word 2013
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:1000:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:1000:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
მოგესალმებით ყველას. ამ ვიდეო გაკვეთილის ნახვის შემდეგ, შეძლებთ სამუშაო ქაღალდის განლაგების პარამეტრების შეცვლას. კერძოდ: გვერდის ველები, გვერდის ორიენტაციის, გვერდის ზომის და სვეტების განლაგების ცვლილებას. სამუშაო ქაღალდის პარამეტრების სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს პარამეტრები განსხვავებულია ქართულ რეალობაში და ვორდისთვის დამახასიათებელ სტანდარტულ განლაგებაში. ამის მიზეზი ისაა, რომ ამერიკაში ქაღალდის ზომები განსხვავდება ევროპაში მიღებულ ქაღალდის ზომებისგან, ხოლო ვორდში ეს პარამეტრები მორგებულია ამერიკულ ზომებზე. ასევე, ეს პარამეტრები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საბეჭდი მოწყობილობის თავისებურებაზე. გვერდის განლაგების ინსტრუმენტები, მენიუს ზოლში აღნიშნულია წარწერით page layout თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ ამ წარწერას და ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება.
თავიდან განვიხილოთ ინსტრუმენტი size. დასახელებიდან ადვილი მისახვედრია, რომ ეს ინსტრუმენტი ქაღალდის ზომების შესარჩევად გამოიყენება. Letter the tabloid არის ამერიკაში გამოყენებული ქაღალდის ზომები. ფრჩხილებში მიწერილია ამ ქაღალდის ზომები სანტიმეტრებში. თუ თქვენ სანტიმეტრების მაგივრად ინჩ წარწერას ხედავთ, როგორც ეხლა ეკრანზეა მოცემული, გირჩევთ საზომი ერთეული გადაიყვანოთ თქვენთვის ნაცნობ სანტიმეტრებზე. ამისთვის, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო გაკვეთილი “სამუშაო გარემოს მოწყობა”. თქვენ A4 ზომის ქაღალდი დაგჭირდებათ. მისი ზომებია 21 სმ სიგანეში და 29,7 სმ სიმაღლეში. აგრეთვე, არსებობს ქაღალდის ზომა A3 რომელიც სიგანეში ორჯერ აღემატება A4-ს ხოლო სიმაღლე უცვლელია ანუ 29,7 სმ სიგანეში და 42 სმ სიმაღლეში. თქვენ მხოლოდ ამ ზომების ქაღალდის შეძენას შეძლებთ საქართველოში. პრინტერები რომელთაც A3 ზომის ქაღალდზე შეუძლიათ დაბეჭდვა ასევე იშვიათობაა. ქაღალდის ეს ზომა გამოიყენება გაზეთების ან პლაკატების გასაკეთებლად. ამიტომ სანამ ამ ზომის ქაღალდზე მუშაობას გადაწყვეტთ, დააზუსტეთ შეძლებთ თუ არა მის ამობეჭდვას. აქედან დასკვნა, ყველაზე ხშირად თქვენ დაგჭირდებათ A4 ზომის ქაღალდი. ამ ზომის ქაღალდის შესარჩევად ინსტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ size pictogram-ს და ჩამონათვალში დააჭირეთ პიქტოგრამას A4. შედეგად თქვენი სამუშაო ქაღალდის ზომა გახდება 21 სმ სიგანეში და 9,7 სმ სიმაღლეში. ხშირად საჭირო ხდება გვერდის სიგანე აღემატებოდეს გვერდის სიმაღლეს. ასეთ შემთხვევაში დააჭირეთ პიქტოგრამას orientation. ნაგულისხმებ ვარიანტში არჩეულია არის portrait ანუ ამ წუთას გვერდის სიგანე ნაკლებია გვერდის სიმაღლეზე. ამ ვარიანტის შესაცვლელად დააჭირეს პიქტოგრამას landscape და უკვე გვერდის სიგანე აღემატება გვერდის სიმაღლეს. შემდეგ მნიშვნელოვანი პარამეტრი არის margins ანუ ველი როგორც წესი სხვადასხვა მიზეზების გამო, ქაღალდის კიდეზე არ ვიწყებთ წერას ე.წ. ველს ვტოვებთ. ალბათ ყველას აქვს ნანახი პირველი კლასის მოსწავლეთა რვეულები, სადაც მარჯვენა მხარეს წითელი ხაზებია ჩამოსმული; ხოლო თუ მოსწავლე შემთხვევით გადაკვეთს ამ ხაზს მასწავლებელი შენიშვნას აძლევს ,,დაიცავით ველი“. ზოგჯერ ამ ველს მინდორსაც უწოდებენ. აგრეთვე, გარკვეული სახის დოკუმენტებს სჭირდებათ ე.წ ასაკინძი ველი, პროგრამა Microsoft Word “margins” ბრძანებით სწორედ ამ ველების შექმნას უზრუნველყოფს. ამ პიქტოგრამაზე დაჭერის შემდეგ გამოსახულ დაფაზე შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე გამზადებული ვარიანტი. დამატებითი პარამეტრების შესარჩევად დააჭირეთ custom margins. ინსტრუმენტების ამავე დაფაზე გადასვლა, შესაძლებელია “page setup” დაფაზე ქვევით მიმართული ისრის დახმარებით. ამ დაფის პირველ ჩანართში მერჯენს, შესაძლებელია ველების რეგულირებას. ეს რიცხვები აღნიშნავენ ზევიდან, ქვევიდან, მარცხნიდან და მარჯვნიდან სამუშაო ველის დაცილების სიდიდეს. გირჩევთ, ეს მნიშვნელობები გახადოთ 2 სმ ტოლი. მისი მომატება შესაძლებელია ზევით მიმართულ სამკუთხედზე თითო-თითო დაჭერით, ხოლო შემცირება შესაძლებელია ქვევით მიმართულ სამკუთხედზე თითო-თითო დაჭერით. სხვა პარამეტრებზე ასეთნაირად მოვიქცეთ. ამაზე დაფაზე შესაძლებელია სამუშაო ქაღალდის პორტრეტული ან ალბომური ორიენტაციის შერჩევა. პორტრეტული ორიენტაციის დროს, როგორც გითხარით, ქაღალდის სიგანე ნაკლები იქნება სიმაღლეზე ხოლო ალბომის სიტუაციაში - პირიქით. პორტრეტული ორიენტაცია გამოიყენება: მოხსენებების, განცხადებების, სადიპლომო ნაშრომების და მსგავსი ტიპის სამუშაოების მოსამზადებლად. ხოლო ალბომის ტიპის ორიენტაცია საჭიროა ბუკლეტების, ბროშურების ან წიგნების დასაბეჭდად. „Pages“ აღნიშნავს მრავალგვერდიანი დოკუმენტის ტიპს, ანუ თუ გვაქვს დოკუმენტები, რომელთა ერთი მხარე ცარიელია, მაგ: განცხადება სადიპლომო ნაშრომი და ა.შ. მაშინ ვიყენებთ “Normal” პოზიციებს, მაგრამ გაზეთის, წიგნის ან სხვა პოლიგრაფიული ნაწარმის დამზადების დროს შეიძლება დაგვჭირდეს “Mirror margins” ანუ სარკისებრი ველი. ამ ფუნქციის არჩევის დროს left და right დასახელებები შეიცვლება შესაბამისად inside და outside ბრძანებებით. Inside აღნიშნავს ველის მნიშვნელობას გვერდების შიდა მხარეზე, ხოლო outside გვერდების გარე კიდეზე. ყველაზე ხშირად საჭიროა normal ვარიანტი. Preview ღილაკი წინასწარ გიჩვენებთ თქვენს მიერ განხორციელებული ცვლილებები როგორ აისახება დოკუმენტზე. გირჩევთ, ჩემი რჩევები გაითვალისწინოთ. ხოლო ამ პარამეტრების თავიდან გადამოწმება რომ არ მოგიწიოთ, შესაძლებელია თქვენს მიერ შეტანილი ცვლილებები გახადოთ ნაგულისხმები დოკუმენტის ტიპი. ამისთვის დააჭირეთ ღილაკს “set as default”. მიღებულ ფანჯარაში დააჭირეთ yes და ამ მოქმედების შედეგად ყველა შემდეგი დოკუმენტების პარამეტები იქნება იმის ანალოგიური, როგორიც ჩვენ შევქმენით.
ქაღალდის პარამეტრების შერჩევის დროს გაითვალისწინეთ, პრინტერის პარამეტრები. საქართველოში ძირითად ორი სახის პრინტერი გვხდება: ფერადი-ჭავლური, შავ-თეთრი - ლაზერული. იშვიათად ფერადი ლაზერული. ყველა ამ პრინტერს, შეუძლია დაბეჭდოს A4 ზომის ქაღალდზე, მაგრამ ჭავლური პრინტერები ვერ უზრუნველყოფენ მაქსიმალურ საბეჭდ არეს, კონკრეტულად მათი უმეტესობა 2,5სმ-ს აკლებს გვერდის ბოლოში. კონკრეტულად, მათი უმეტესობა ტექნიკური მიზეზებით 2,5სმ-ს აკლებს გვერდის ბოლოში, ამიტომ თუ გინდათ არ დაგეკარგოთ გარკვეული სახის ინფორმაცია, ქაღალდის პარამეტრები უნდა შეუსაბამოთ საბეჭდი მოწყობილობის პარამეტრებს. კონკრეტულად ამ საკითხზე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო გაკვეთილი „დოკუმენტის ბეჭდვა“. მაშ ასე, ამ ვიდეო გაკვეთილში თქვენ ნახეთ გვერდის პარამეტრების შეცვლა, გვერდის ზომის შეცვლა, ორიენტაციის შეცვლა, ველების შეცვლა. გისურვებთ წარმატებას, მადლობთ, რომ გვიყურებთ.