Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
აბზაცები მოგესალმებით ყველას! ამ ვიდეოგაკვეთილში ნახავთ ტექსტის აბზაცებზე მოქმედ ინსტრუმენტებს. ეს ინსტრუმენტები განლაგებულია HOME ინსტრუმენტების დაფის Paragraph ჯგუფში. ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ უნდა შეძლოთ აბზაცის გასწორება მარცხნივ; ცენტრში; მარჯვნივ; ორივე მხარეზე; აგრეთვე სტრიქონებს შორის მანძილის გაზრდა/შემცირება; სააბზაცო შეწევის შექმნა. ამ ფუნქციის სანახავად მე გამოვიყენებ ამ ვიდეოგაკვეთილის ტექსტს. ამ ტექსტის ასლი შეგიძლიათ დააკოპიროთ ვებგვერდიდან, საიდანაც ეს ვიდეო გაუშვით. ვებგვერდიდან ტექსტის ასლის გადმოტანის ვიდეოგაკვეთილის ნახვა შეგიძლიათ ეკრანზე ნაჩვენებ მისამართზე, ან ის ტექსტები, რასაც ახლა ეკრანზე უყურებთ, აკრიფეთ. შესაძლებელია აკრიფოთ მაგალითად ავტობიოგრაფია, განცხადება ან რაიმე საგაზეთო ტექსტი. მნიშვნელოვანია რომ თქვენს მიერ აკრეფილი ტექსტი სამზე მეტი აბზაცისაგან შედგებოდეს, ხოლო თითოეული აბზაცი, სამზე მეტ სტრიქონს შეიცავდეს. პირველ რიგში განვსაზღვროთ რა არის პარაგრაფი (აბზაცი). აბზაცი არის წერილობითი ტექსტის აზრობრივად დასრულებული ერთგვაროვანი ნაწილი. ევროპულ ბეჭდურ პოლიგრაფიაში ის (4 სიმბოლოზე) შეწეული, (ან გამოწეული) პირველი სტრიქონით გამოისახება. ხოლო ამერიკელები აბზაცების გამოსაყოფად ცარიელ სტრიქონს იყენებენ. ვორდში უზრუნველყოფილია აბზაცების ფორმატირების ორივე ვერსია. გაითვალისწინეთ: პროგრამა Microsoft Word ცდილობს ერთ ხაზზე სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობა დაატიოს, მაგრამ თუ სიტყვის ყველა სიმბოლო არ ეტევა, სიტყვა მთლიანად გადავა ახალ სტრიქონზე. ამ წუთას ნახეთ, თუ როგორ არ დაეტია სიტყვა ზედა სტრიქონზე და ის მთლიანად გადავიდა მომდევნო სტრიქონზე. ასევე ვერ დაეტია სიტყვა „მთლიანად“ ზედა სტრიქონზე. ტექსტების სწორი ფორმატირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დააჭიროთ კლავიშა Enter-ს ახალ სტრიქონზე გადასასვლელად. ბევრი ახალბედა ასე იქცევა, მაგრამ ეს შეცდომაა. გახსოვდეთ, Enter კლავიში ახალი აბზაცის გასაკეთებლად გამოიყენება და არა ახალ ხაზზე გადასასვლელად. ახალ ხაზზე კურსორი თავისით გადადის. ეკრანზე ხედავთ ტექსტებს, რომლებიც სხვადასხვა ფერის ფონებზეა განთავსებული. თითოეული ფონით სხვადასხვა აბზაცია აღნიშნული. მე ეს თვალსაჩინოებითვის გავაკეთე, რათა განახოთ ვორდის ფუნქციები. როგორც უკვე გითხარით, ტექსტის ახალი აბზაცით დასაწყებად უნდა დააჭიროთ კლავიშა Enter. ტექსტის აბზაცების მოწესრიგება უნდა დაიწყოთ მხოლოდ მაშინ, როცა დაამთავრებთ მთელი ტექსტის აკრეფას ახალი ფაილის გახსნის შემდეგ, როცა ტექსტის აკრეფას დაიწყებთ, ტექსტი გასწორებული იქნება მარცხენა მხარეზე. ტექსტის აბზაცები, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე უყურებთ, ჩასწორებულია მარცხენა მხარეზე. შესაბამისად პარაგრაფის დაფაზე ლურჯი ფერით მონიშნულია Align Left პიქტოგრამა. თუ დააკვირდებით ამ აბზაცის მარცხენა მხარეს, ყველა სიმბოლო ერთ ვერტიკალურ ხაზზეა გასწორებული. რასაც ვერ ვიტყვით ამავე აბზაცის მარჯვენა მხარეზე. თუ აბზაცის მხოლოდ მარცხენა მხარეა გასწორებული ჰორიზონტალურ ხაზზე და მარჯვენა მხარე მოუწესრიგებელია, ასეთ აბზაცზე ვამბობთ, რომ სტრიქონები გასწორებულია მარცხენა მხარეზე. ამჯერად ყველა აბზაცი ისედაც მარცხენა მხარეს არის ჩასწორებული. შესაბამისად მათი კიდევ ერთხელ ჩასწორება საჭირო არაა ახლა ვნახოთ აბზაცის ცენტრში გადატანა. შესაბამის პიქტოგრამას ქვია Center. ის ტექსტის ცენტრში გადასატანად გამოიყენება. აბზაცის ცენტრში გასასწორებლად თაგვის მარცხენა კლავიშით ერთხელ უნდა დააჭიროთ აბზაცის ნებისმიერ ადგილას. თუ საჭიროა რამდენიმე აბზაცი ერთდროულად ჩავასწოროთ ცენტრში, მაშინ უნდა მონიშნოთ ეს აბზაცები. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ შემთხვევაში პირველი და ბოლო აბზაცის ბოლომდე მონიშვნა აუცილებელი არაა. ამის შემდეგ ინტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ პიქტოგრამას Center. აბზაცის ცენტრში ჩასწორება, იმას ნიშნავს, რომ აბზაცის თითოეული სტიქონის პირველი და ბოლო სიმბოლო თანაბარი მანძილითაა დაცილებული ველის აღმნიშვნელი ხაზებიდან. მიაქციეთ ყურადღება, რომ ცენტრირებულ აბზაცში ტექსტის დამატების დროს გადანაწილება ხდება სტრიქონის ორივე მხარეზე. აბზაცების ასეთი ჩასწორება ყველაზე ხშირად გამოიყენება ტექსტების სათაურების გასაფორმებლად. ახლა ვცადოთ აბზაცები ჩავასწოროთ მარჯვენა მხარეზე. თაგვის მარცხენა კლავიშით ერთხელ უნდა დააჭიროთ აბზაცის ნებისმიერ ადგილას. თუ საჭიროა რამდენიმე აბზაცი ერთდროულად ჩავასწოროთ მარჯვენა მხარეზე, მაშინ უნდა მონიშნოთ ეს აბზაცები. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ შემთხვევაში პირველი და ბოლო აბზაცის ბოლომდე მონიშვნა აუცილებელი არაა, ვინაიდან ეს ბრძანება მთელ აბზაცზე ვრცელდება. ამის შემდეგ ინტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ პიქტოგრამას Align Right. მარჯვნივ ჩასწორებულ აბზაცში ტექსტის ჩამატების შემთხვევაში პროგრამა ცდილობს სტრიქონზე დაატიოს სიმბოლოთა მაქსიმალური რაოდენობა. ახალ აბზაცზე კურსორი მხოლოდ მაშინ გადავა, როცა სიტყვა მთლიანად ვერ ეტევა მიმდინარე სტრიქონზე. ეს ინსტრუმენტი გამოიყენება ვთქვათ განცხადებების ტიტულების ასაკრეფად. შემდეგი ინსტრუმენტი არის ორივე მხარეს ჩასწორებული ტექსტი. ასეთი მოქმედება ინსტრუმენტების დაფაზე აღნიშნულია Justify პიქტოგრამით, მონიშნეთ რამდენიმე აბზაცი და დააჭირეთ აღნიშნულ პიქტოგრამას. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი და ბოლო აბზაცის ბოლომდე მონიშვნა აუცილებელი არაა, ვინაიდან ეს ბრძანება მთელ აბზაცზე ვრცელდება. შედეგად აბზაცი ჩასწორებული იქნება სტრიქონის ორივე მხარეზე. ამ შემთხვევაში რომელიმე სტრიქონზე ტექსტის ჩამატებისას Word ცდილობს არსებულ სტრიქონზე სიმბოლოთა შორის მანძილის შემცირების ხარჯზე კიდევ რამდენიმე სიმბოლოს აკრეფის საშუალება მოგცეთ, მაგრამ თუ ეს საკმარისი არ იქნება მთლიანი სიტყვის დასატევად, მაშინ მთელ სიტყვას გადაიტანს ახალ სტრიქონზე, ხოლო ზედა სტრიქონზე გამოთავისუფლებულ ადგილს შეავსებს სიმბოლოთაშორის მანძილის გაზრდის ხარჯზე. სტრიქონები ჩასწორებული იქნება მარცხენა და მარჯვენა სვეტებზე. ეს მოქმედება არ ეხება აბზაცის ბოლო სტრიქონს. აბზაცების გასაფორმებლად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პირველი სტრიქონის შეწევა ან გამოწევა. აბზაცების გაფორმების ეს ფორმა ყველაზე ხშირად გამოიყენება ევროპულ პოლიგრაფიაში. აბზაცის პირველი სტრიქონის შესაწევად, მონიშნეთ რამდენიმე აბზაცი და სახაზავიდან თაგვის მარცხენა კლავიშით ჩაეჭიდეთ სახაზავზე განლაგებულ ქვევით მიმართული სამკუთხედის გამოსახულებას. დამხმარე ხაზი მარჯვნივ გადაწიეთ 4 სიმბოლოზე და თაგვს აუშვით თითი. მონიშნული აბზაცების პირველი სტიქონები შეიწევა მარჯვენა მხარეს. თუ იგივე პიქტოგრამას გამოვწევთ მარცხენა მხარეზე, პირველი სტრიქონი იქნება გამოწეული, ხოლო ყველა დანარჩენი შეწეული. თუ თქვენთან სახაზავი არ არის ჩართული, დააჭირეთ VIEW ინსტრუმენტების დაფას და თოლია ჩართეთ Ruler ინსტრუმენტზე. პარაგრაფებზე მუშაობის დროს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სტრიქონებს შორის მანძილი. ეს ინსტრუმენტიც ვრცელდება მთელ აბზაცზე. თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ შესაბამის პიქტოგრამას. თუ გინდათ ერთ ფურცელზე ბევრი ტექსტი ჩაეტიოს, ჩამონათვალიდან აირჩიეთ 1, ქართული ტექსტებისთვის რეკომენდებულია 1,15, სადიპლომო ნამუშევრებისთვის მოითხოვება 2 იანი ინტერვალი. აქვე განთავსებულია სტრიქონის წინ და შემდეგ მანძილის დატოვების ბრძანებები. სახაზავიდან მარტივად შეგიძლიათ არეგულიროთ აბზაცების დაცილება გვერდის საზღვრებიდან (ველიდან). სახაზავზე განლაგებული ინსტრუმენტების დახმარებით შესაძლებელია რომელიმე აბზაცი გადაცილებული ან შეწეული იყოს გვერდის ველიდან როგორც მარცხენა ისე მარჯვენა მხარეზე. ნახეთ ეს ვარიანტები. ვიდეოგაკვეთილში განხილული ყველა ინსტრუმენტი უფრო დეტალურად შეგიძლიათ დაარეგულიროთ HOME ინსტრუმენტების დაფის Paragraph ჯგუფიდან. სხვათაშორის აქ შეგიძლიათ სტრიქონებს შორის დაცილების განსაზღვრა... აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც ჩემი ახალბედა მსმენელები უშვებენ ყველაზე ხშირად: (სწორია - არაა სწორი) სათაურში არ გამოიყენოთ ჰარებით შეწევა სააბზაცო შეწევისთვის არ გამოიყენოთ ჰარი. თუ აბაზაცი ცენტრში უნდა იყოს ჩასწორებული, მოაცილეთ პირველი ხაზის შეწევა ტექსტის ახალ სტრიქონზე გადასასვლელად არ გამოიყენოთ Enter. ეს კლავიში ახალი აბზაცის შესაქმენლად გამოიყენება. ტექსტის აკრეფისთანავე ნუ ეცდებით სათაურის ცენტრში გადატანას, ან ჰაერებით შუისკენ გადაწევას რჩევა: აბზაცების (ან ტექსტის სხვა ელემენტების) გაფორმება დაიწყეთ მთელი ტექსტის აკრეფის დასრულების შემდეგ. ტექსტის გაფორმებამდე უნდა დაასრულოთ სტილისტური და ორთოგრაფიული კორექტურა. გაითვალისწინეთ: ამ ვიდეოგაკვეთილში გამოყენებული ბრძანებების მოქმედება აისახება მთელ აბზაცზე, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ Paragraf ჯგუფში გაერთიანებული ინსტრუმენტების გამოყენება ვრცელდება მთელ აბზაცზე, მიუხედავად იმისა ეს პარაგრაფი სრულად არის თუ არა მონიშნული. დავალება: აკრიფეთ განცხადების ტექსტი და მიეცით ისეთი ფორმა, რასაც ეკრანზე უყურებთ გაიხსენეთ, გახსოვთ თუ არა, თუ როგორ შეიძლება ტექსტის გაწორება მარცხნივ ცენტრში მარჯვნივ ორივ მხარეს აგრეთვე როგორ კეთდება სააბზაცო შეწევა და სტრიქონებს შორის მანძილის გაზრდა ან შემცირება გმადლობთ ყურადღებისთვის!

ახალი დამატებული