Microsoft Office Word 2013
ფიგურები
00:08:14
00:05:30
00:15:32
მართლწერა და გრამატიკა
00:06:33
00:06:40
ასლი
00:05:20
00:02:04
00:07:10
ფაილის შექმნა
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
დოკუმენტის სტრუქტურა
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
00:09:08
00:13:46
00:40:10
დიაგრამა
00:09:12
00:09:10
00:13:30
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
00:13:32
ფაილთან მუშაობა
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
word 2013 ინტერფეისი
00:13:30
ტექსტთან მუშაობა
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
ცხრილი
00:05:14
00:05:08
00:09:09
SmartArt
00:03:01
00:06:39
00:06:19
სურათთან მუშაობა
00:04:22
00:08:04
ფიგურები
00:08:14
00:05:30
00:15:32
მართლწერა და გრამატიკა
00:06:33
00:06:40
ასლი
00:05:20
00:02:04
00:07:10
ფაილის შექმნა
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
დოკუმენტის სტრუქტურა
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
00:09:08
00:13:46
00:40:10
დიაგრამა
00:09:12
00:09:10
00:13:30
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
00:13:32
ფაილთან მუშაობა
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
word 2013 ინტერფეისი
00:13:30
ტექსტთან მუშაობა
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
ცხრილი
00:05:14
00:05:08
00:09:09
SmartArt
00:03:01
00:06:39
00:06:19
სურათთან მუშაობა
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ფიგურების (shapes) დამატება
მოგესალმებით!
ამ ვიდეოსიმულაციის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ დოკუმენტში დაამატოთ სხვადასხვა სახის ფიგურები. მათ შორის
ოთხკუთხედი,
ელიფსი,
სმაილიკი,
გული,
ისრები
ღრუბლის ფორმა
ლენტი და სხვა
სანამ ინსტრუმენტების განხილვას შეუდგებოდეთ, შექმენით ახალი დოკუმენტი და დაარქვით shapes. ამისთვის სამუშაო საქაღალდეში თაგვის მარჯვენა კლავიშით დააჭირეთ ცარიელ ადგილას, მიღებულ დაფაზე თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ New Microsoft Word Document. მიღებულ ველში აკრიფეთ ფაილის სახელი Shapes. დაასრულეთ Enter კლავიშით. ახალი ფაილის შეიქმნა, ახლა პიქტოგრამაზე თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ ორჯერ სწრაფად. ეკრანზე გამოისახება ვორდის ცარიელი გვერდი. აგრეთვე სასურველია წინასწარ გაითვალისწინოთ, რომ ჩართოთ დამხმარე ბადე, რომელიც ფიგურების განლაგების სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ. ეს ინსტრუმეტი Word-ის წინა ვერსიებს არ ჰქონდა და ახლა ძალიან გაადვილდა ფიგურების დალაგება და მოწესრიგება დოკუმენტში. ბადის ჩასართავად თაგვის მარცხენა კლავიშით მენიუს ზოლში დააჭირეთ VIEW ინსტრუმენტების დაფას და თოლიით მონიშნეთ წარწერა Gridlines. დოკუმენტის სამუშაო არე დაიშტრიხება, ხოლო სურათი, ცხრილი და სხვა გრაფიკული ელემენტები თითქოს მიეწებება ამ დამხმარე ხაზებს.
ფიგურის ჩამატება
ახლა მენიუს ზოლში დააჭირეთ INSERT წარწერას. ინსტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ Shapes და ჩამოიშლება დაფა, სადაც სხვადასხვა ფიგურებია დაჯგუფებული. პირველი ჯგუფი არის „ბოლოს გამოყენებული ფიგურები“, „მართკუთხედები“, „დაკავშირება“, „მარტივი ფიგურები“, „ისრები“, „ექვეიშენის ფორმები“, „ბლოკ-სექემები“, „ვარსკვლავები“, „ღრუბლები“ და „მოქმედებათა ღილაკები“.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თითოეულ ჯგუფში თავმოყრილ ფიგურებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და შეესაბამება ასოციაციური რუკების, კონცეპტუალური რუკების, ინფოგრაფიკის, ბლოკ-სქემების, ალგორითმის სქემების ფიგურებს. მათ დასახელებებიც შესაბამისი აქვთ. მაგალითად: პროცესი (ოთხკუთხედი), ალტერნატიული გადაწყვეტილება (მომრგვალებული ოთხკუთხედი), გადაწყვეტილება (რომბი), მონაცემები (პარალელოგრამი) და ა.შ.
ახლა განახებთ როგორ შეიძლება ოთხკუთხედი ფიგურის დამატება დოკუმენტში. თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ ოთხკუთხედის პიქტოგრამას. თაგვის კურსორი პლიუსის ფორმას მიიღებს. პლიუსის ცენტრი, როგორც სამიზნე, მიუთითებს ადგილს, საიდანაც დაიწყება ახალი ფიგურის გამოსახულების ხატვა. თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ დოკუმენტში ცარიელ ადგილას, თითი არ აუშვათ თაგვის მარცხენა კლავიშიდან და შემოხაზეთ სასურველი ზომის ფიგურა. ფიგურის ზომების რეგულირება შეგიძლიათ შემოხაზვის პროცესში მანამ სანამ თაგვის მარცხენა კლავიშზე გიჭირავთ თითი. როცა სასურველ ზომას შემოხაზავთ, თაგვის მარცხენა კლავიშს აუშვით თითი. ამ მოქმედების შედეგად დოკუმენტში დაგემატებათ ოთხკუთხედის ფორმის ფიგურა.
ამავე ფიგურაში შესაძლებელია ტექსტის ჩაწერა. ეს საკმაოდ მოსახერხებელი საშუალებაა ასოციაციური რუკების, კონცეპტუალური გეგმების, რუკების ან იგივე ალგორითმის ბლოკსქემის შედგენის დროს. ამავენაირად შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა ფიგურები.
დავალება: მოსინჯეთ ჩასვათ სმაილიკი, ვარსკვლავი, ქაღალდი, ღრუბლები, გული და სხვა ფიგურები. სცადეთ ახალი ფიგურა დადოთ გვერდის სხვადასხვა ცარიელ ადგილას.
ტექსტის დამატება
თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო დოკუმენტის გვერდში ტექსტის დამატებაზე. ჩვეულებრივ რეჟიმში ცარიელ გვერდზე ტექსტი ზედა მარცხენა კუთხეში იკრიფება. მაგრამ ზოგჯერ საჭიროა ტექსტი მხოლოდ გარკვეულ ადგილას აიკრიფოს. ასეთ სიტუაციაში დოკუმენტში ტექსტის დასაწერად აუცილებელია წინასწარ შემოვხაზოთ არე (ადგილი), სადაც ტექსტი განთავსდება. ამისთვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს.
პირველი ვარიანტი: ტექსტური არის დასამატებლად მენიუს ზოლში დააჭირეთ INSERT წარწერას. თაგვის მარცხენა კლავიშით Text ჯგუფში იპოვეთ პიქტოგრამა სადაც გამოსახულია ოთხკუთხედში ჩაწერილი ლურჯი A სიმბოლო. ან ამავე INSERT ინსტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ Shapes პიქტოგრამას და შემდეგ Basic Shapes ჯგუფში ოთხკუთხედში ჩაწერილი ლურჯი A სიმბოლოს პიქტოგრამას.
ტექსტის ჩაწერა შესაძლებელია სხვა ფიგურებშიც, ვთქვათ, შემოხაზეთ გული, ან კომიქსის ფიგურა.
სამივე ვარიანტში კურსორი შეიცვლის ფორმას. გადაიტანეთ კურსორი იმ ადგილზე, სადაც ტექსტის განლაგება გინდათ. დააჭირეთ თაგვის მარცხენა კლავიშს და თითი არ აუშვათ. შემოხაზეთ სასურველი ზომის არე, იმისთვის რომ შემდეგში აქ განათავსოთ ტექსტი. ტექსტისთვის გამოყოფილი ადგილის ზომის რეგულირება შეგიძლიათ, მანამ სანამ თაგვის მარცხენა კლავიშიდან თითს არ აიღებთ. ამის შემდეგ გაათავისუფლეთ კურსორი. დამხმარე უწყვეტი შავი ხაზი მიუთითებს ტექსტის განლაგების მაქსიმალურ არეს. ანუ რა ადგილიც შემოხაზეთ, ტექსტის სიგანე იმ ჩარჩოს არ(ვერ) გაცდება, ხოლო სიმაღლეში ქვევით დაემატება სტრიქონები. მნიშვნელოვანია რომ ტექსტის აკრეფა დაიწყოთ მაშინათვე, როგორც კი გაათავისუფლებთ თაგვის მარცხენა კლავიშს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ თქვენ თაგვით სხვა ობიექტებზე დააჭერთ, ტექსტის არე დაიკარგება და თავიდან მოგიწევთ მისი შემოსაზღვრა.
ისრების, ღრუბლების და მოქმედაბათა ღილაკების დამატება
ასევ მნიშვნელოვანია აღინიშნოს Lines ისრების დანიშნულება. მათი დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა სახის ხაზების გავლება, აგრეთვე ფიგურების დაკავშირება. (ვთქვათ ასოციაციური რუკის ასაგებად).
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფიგურების ტიპი Callouts ღრუბლები გამოიყენება სხვადასხვა ფორმებზე წარწერების გასაკეთებლად. მაგალითად კომიქსების შექმნის დროს. ამ ფიგურებში შესაძლებელია ტექსტების ჩაწერა
რეფლექსია
შევაჯამოთ ნანახი ვიდეოგაკვეთილი
თავი მოვუყაროთ ამ ვიდეოში აღწერილ ინსტრუმენტებს:
ოთხკუთხედის, ისრების, სამკუთხედის, გულის ფიგურების ჩასმას.
ასევე საინტერესო იქნება ნახოთ ვიდეოინსტრუქციები „მოქმედებები ფიგურებზე“ და „ფიგურების მონიშვნა“.
იმედი მაქვს გასაგები და ადვილად აღსაქმელი იყო ყველა ინსტრუმენტის გამოყენება.
გისურვებთ წარმატებას!