Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ფიგურების (shapes) მონიშვნა მოგესალმებით! ამ ვიდეოსიმულაციის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ფიგურა მონიშნოთ სხვადასხვა ხერხით რამდენიმე ფიგურის მონიშვნას ვიდეოგაკვეთილში გამოყენებული ინსტრუმენტების დანიშნულებაში გასარკვევად გირჩევთ შექმნათ ახალი ფაილი და ჩართეთ დამხმარე ხაზების ჩვენების რეჟიმი. (ისევე როგორც ეხლა თქვენ ეკრანზე ხედავთ) გვერდში ცარიელ ადგილას ჩასვით ლენტის გამოსახულება, ამისათვის დააჭირეთ INSERT გამოსახულებას და დააჭირეთ Shapes ლენტის გამოსახულება შეგიძლიათ ამოარჩიოთ Stars and Banners (საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ ფიგურის ჩასმის დეტალური ინსტრუქცია ამავე ვებ გვერდზე). ფიგურის მონიშვნა ფიგურის მოსანიშნად შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე ვარიანტი: პირველი: ნებისმიერი ფიგურა ჩასმის შემდეგ არის მონიშნული, მანამ სანამ სხვა ფიგურას ან ცარიელ ადგილს არ დააჭერთ. მის ირგვლივ განთავსებულია ოთხკუთხედი მარკერები, ყვითელი მარკერები და ისრიანი წრე. იმისთვის რომ დარწმუნდეთ, მონიშნულია თუ არა ეს ფიგურა, პირველ რიგში უნდა გადაამოწმოთ, ფიგურის ირგვლივ არის თუ არა აღნიშნული მარკერები. თუ ახლადჩასმულ ფიგურაზე მუშაობა ჯერაც არ დაგიმთავრებიათ, სხვა ფიგურებს არ უნდა დააჭიროთ. მეორე ვარიანტი: სანამ ამ ვარიანტს ვნახავდეთ მოვხსნათ მონიშვნა, თუ ფიგურა მონიშნულია დააჭირეთ ნებისმიერ ცარიელ ადგილას ამით მონიშვნა მოისნება. მოუნიშნავი ფიგურის მოსანიშნად მისი საზღვრების შიგნით დააჭირეთ თაგვის მარცხენა კლავიშით. ჩვენს შემთხვევაში ლენტს ამ მოქმედების შესრულების შემდეგ რამდენიმე პატარა ოთხკუთხედი მარკერი დაემატება. ეს მარკერები აღნიშნავენ რომ ლენტი მონიშნულია. თუ თაგვის მარცხენა კლავიშით ცარიელ ადგილას დააჭერთ, მონიშვნა მოიხსნება და შესაბამისად მარკერებიც გაქრება. მესამე ვარიანტი: რამდენიმე ფიგურის მონიშვნა მანამ სანამ ამ ფუნქციებს განვიხილავდეთ, გთხოვთ დაამატოთ კიდევ რამდენიმე ფიგურა. პირველი დავამატოთ სამკუთხედი, დავაჭიროთ ღილაკს INSERT, შემდეგ Shapes ამოვირჩიოთ სამკუთხედი კურსორი შეიცვლის ფორმას, დავაჭიროთ და თითი არ აუშვათ და შემოვხაზოთ სამკუთხედის ფიგურა. შემდეგი ფიგურა დავამატოთ ელიფსი. ელიფსის დასამტებლად, ფორმატ ინსტრუმენტების დაფის მარცხენა მხარეს ჩამოვშალოთ ფიგურების ჩასასმელი ინსტრუმენტები და დავაჭიროთ ღილაკს ელიფსი, კურსორი შეიცვლის ფორმას, თითი არ აუშვათ შემოვხაზოთ ფიგურა და ამით სამი ახალი ფიგურა გვაქვს დამატებული ცარიელ გვერდზე. გავათავისუფლოთ კურსორი, დავაჭიროთ ნებისმიერ ცარიელ ადგილას და დავიწყოთ რამდენიმე ფიგურის მონიშვნის დემონსტრირება. პირველრიგში მოვნიშნოთ ლენტის გამოსახულება. ამისათვის თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ ნებისმიერ ცარიელ ადგილას ლენტის შიგნით, ამ მოქმედების შემდეგ ლენტი გაუჩნდება დამხმარე მარკერები რითაც დავრწმუნდებით რომ ფიგურა მონიშნულია. ამის შემდეგ კლავიატურაზე დააჭირეთ კლავიშას Ctrl და თითი არ აუშვათ. თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ სამკუთხედის გამოსახულებას ფიგურის შიდა ნაწილში. ყურადღებას თუ მიაქცევთ თაგვის კურსორს გაუჩნდება ერთი ღილაკი პლიუსი, როგორც კი ახალი ფიგურით შემოდიხართ თაგვის კურსორი იცვლის ფორმას ემატება პლიუს გამოსახულება. კურსორი გადაადგილეთ ელიფსის შიგნით და დააჭირეთ თაგვის მარცხენა კლავიშს. ამ მოქმედების შედეგად ლენტს, სამკუთხედს და ელიფსს გაუჩნდება მონიშვნის პიქტოგრამები ოთხკუთხედები და მრგვალი წერტილები. გაითვალისწინეთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში კონტროლ კლავიშიდან თითი არ უნდა აუშვათ, თუ მონიშნულ ფიგურას დააჭერ თაგვის მარცხენა კლავიშით ის გამოეთიშება მონიშვნის ჯგუფს და მას მოსცილდება მონიშვნის აღმნიშვნელი მარკერები, სასურველი ფიგურების მონიშვნის შემდეგ თითი აიღეთ კონტროლ კლავიშიდან. ამით შესაძლებელია მონიშვნის მოხსნა. მონიშნულ ფიგურებზე მოქმედებები ცალკე ვიდეო ინსტრუქციაში არის აღწერილი, ეს ვიდეო ინსტრუქცია კი ამავე ვებ გვერდზეა განთავსებული, რეფლექსია. ნახეთ ვიდეო გაკვეთილი მონიშნული ფიგურებზე მოქმედებები და ფიგურების ჩასმა. გთხოვთ კიდევ ერთხელ გაიხსენოთ თუ როგორ შეიძლება, ფიგურის მონიშვნა მონიშნული ფიგურის გათავისუფლება რამდენიმე ფიგურის მონიშვნა მონიშნულ ფიგურებზე სხვა ფიგურის დამატება ან მონიშნული ფიგურების ჯგუფიდან რომელიმეს ამოღება ვფიქრობ დრო უქმად არ დაგაკარგვინეთ. მადლობთ ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული