Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ფიგურებზე (shapes) მოქმედები მოგესალმებით! ამ ვიდეოსიმულაციის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ფიგურების ზომის შეცვლას ფორმის შეცვლას კონტურის შეცვლას გადაადგილებას სლაიდზე ფიგურის და ტექსტის სწორებას ვიდეოგაკვეთილში გამოყენებული ინსტრუმენტების დანიშნულებაში გასარკვევად გირჩევთ შექმანათ ახალი ტექსტური დოკუმენტი და ჩართეთ დამხმარე ხაზების ჩვენების რეჟიმი. ცარიელ ადგილას ჩასვით ლენტის გამოსახულება, ისევ როგორც ამას ვიდეოში მე ვაკეთებ. (საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ ფიგურის ჩასმის დეტალური ინსტრუქცია ამავე ვებ გვერდზე). ამ ვიდეოგაკვეთილში აღწერილი ინსტრუმენტების გასაცნობად საჭიროა ფიგურის მონიშვნა. შესაბამისი ვიდეოგაკვეთილი შეგიძლიათ ნახაოთ ამავე ვებგვერდზე მონიშნულ ფიგურაზე შეიძლება გააკეთოთ შემდეგი მოქმედებები: გადაიტანოთ სხვა ადგილას დააპატარაოთ ან გავზარდოთ დაატრიალოთშეუცვალოთ ფორმა გადააქციოთ სხვა ფიგურად (ტიპი) შეუცვალოთ სტილი შეღებოთ ან მოაცილოთ ფერი შეუცვალოთ ან მოაცილოთ კონტური დაამატოთ ეფექტები შრეებში გადაადგილება სწორება სიგრძისა და სიგანის რეგულირება ეს ინსტრუმენტები ვნახოთ ცალცალკე მონიშნული ფიგურის სხვა ადგილას გადასატანად უნდა ჩაეჭიდოთ ამ ფიგურას და გადაიტანოთ სხვა ადგილზე. სადაც თაგვის მარცხენა კლავიშს თითს აუშვებთ, ფიგურაც იქ დარჩება. საკმაოდ ადვილია და მარტივად უნდა გამოგივიდეთ ფიგურის ზომის შეცვლა/მოტრიალება მონიშნულ ფიგურას აქვს 8 პატარა ზომის ოთკუთხედი მარკერი. ამ მარკერებზე ჩაჭიდებით შესაძლებელია ფიგურების ზომის შეცვლა. დააკვირდით ვიდეოს და გაიმეორეთ შესაბამისი მოქმედებები. წვერებზე განლაგებული ოთხკუთხედები ორი მიმართულებით ზომის შეცვლის საშუალებას იძლევა, ჩაეჭიდეთ და გასწიეთ დიაგონალის მიმართულებით. როცა მიაღწევთ სასურველ ზომას, თაგვს აუშვით ხელი. შუა ნაწილში განლაგებული ოთხკუთხედები მხოლოდ ერთი მიმართულებით შეცვლის ფიგურის ზომას. ვფიქრობ ამ მოქმედებების შესრულება არ უნდა გაგიჭირდეთ. გაითვალისწინეთ, შუა ოთხკუთხედების დახმარებით, აგრეთვე შესაძლებელია ფიგურების ჰორიზონტალური და ვერტიკალური შეტრიალება. დააკვირდით ვიდეოგამოსახულებას. ჰორიზონტალური შეტ¬რიალები¬სთვის ჩაეჭიდეთ მონიშვნის აღმნიშვნელ ზედა შუა მარკერს და თაგვი გაწიეთ ქვევით მდებარე შუა მარკერისკენ. როგორც კი თაგვის კურსორი გაცდება მეორე მარკერს, ფიგურა ვერტიკალურად მოტრიალდება. ამის შემდეგ იმედია თაგვის მარცხენა კლავიშიდან თითს აიღებთ . მარცხენა და მარჯვენა მხარეს განლაგებული შუა მარკერების დახმარებით ანალოგიურად შესაძლებელია ჰორიზონტალური მოტრიალებაც. შემდეგი მოქმედება არის ფიგურის დატრიალება. მონიშნული ფიგურის ზევით ჩანს ისრიანი წრე. ჩაეჭიდეთ ამ გამოსახულებას, თაგვი გარკვეული მანძილით დააცილეთ ისრის გამოსახულებას და გადაიტანეთ მარცხენა ან მარჯვენა მხარეზე იმისდა მიხედვით, თუ რომელ მხარეზე გინდათ ფიგურის მოტრიალება. როცა მიაღწევთ დახრის საჭირო კუთხეს, თაგვის მარცხენა კლავიშიდან აიღეთ თითი. ახლა ვნახოთ, ფიგურის ფორმის შეცვლა. დააკვირდით მონიშნული ფიგურის ირგვლივ მდებარე ყვითელ ოთხკუთხედებს. ზოგ ფიგურას ეს მარკერი ერთი ცალი აქვ, ზოგს ორი და ზოგსაც სამი. თითოეული ყვითელი მარკერი ფიგურის სხვადასხვა დეტალის ფორმირებაზეა პასუხისმგებელი. ყვითელი მარკერის ადგილის ცვლილებით შესაძლებელია ფიგურის ფორმის შეცვლა. დააკვირდით ვიდეოს და გაიმეორეთ ეკრანზე ნაჩვენები მოქმედებები. ახლა განვიხილოთ ინსტრუმენტების დაფა ფიგურის ფორმატი ამ დაფაზე მარცხენა მხარეს განთავსებულია სლაიდზე ახალი ფიგურების დამატების ინტრუმენტი. ყურადღება მიაციეთ Edit Shapes პიქტოგრამას. აქ განთავსებულია Change Shape, რომელზე დაჭერის შემდეგ გამოდის ფიგურების შესარჩევი დაფა. რომელიმე ფიგურაზე დაჭერით ადვილად შეიძლება ერთი ტიპის ფორმის ფიგურის სხვა ტიპად გადაქცევა. მაგალითისთვის მონიშნეთ სლაიდზე განთავსებული ლენტის გამოსახულება, დააჭირეთ Edit Shapes პიქტოგრამას. შემდეგ Change Shape და მიღებულ დაფაზე დააჭირეთ სმაილიკის გამოსახულებას. ნახავთ რომ თქვენი ლენტის ფიგურა და სმაილიკი გახდება. მოსინჯეთ სხვა ფიგურებიც. ვფიქრობ ძალიან ადვილია... შემდეგი პიქტოგრამის დახმარებით სლაიდზე შესაძლებელია ტექსტის ჩასმა. მაგრამ ამ ინსტრუმენტს ამ ვიდეოგაკვეთილში არ განვიხილავთ, რადგან ის უკვე დეტალურად აღვწერე ვიდეოგაკვეთილში „ფიგურების ჩასმა“. ეს ვიდეოგაკვეთილი ამავე გვერდზეა განთავსებული. სტილის შეცვლა მონიშნულ ფიგურას შეიძლება შევუცვალოთ გაფორმების სტილი. იგულისხმება, ფიგურის კონტურის სისქე, ფერი, ხაზის ფორმა, შევსების ფერი, ტექსტის გაფორმება და ა.შ. ეს კომპონენტები შეესაბამება დიზაინის თემას (მენიუს ზოლში DESIGN ინსტრუმენტებში არჩეულ თემას). თითოეული პიქტოგრამა აღნიშნავს სტილის სხვადასხვა ვარიანტს. რომელიმე მათგანზე თაგვის კურსორის შეჩერებით წინასწარ შეგიძლიათ დააკვირდეთ თუ როგორი დიზაინი ექნება ფიგურას მოცემული სტილის არჩევის შემთხვევაში. პიქტოგრამაზე დაჭერით შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი. სტილის შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით. განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო ფიგურა ტექსტი. თუ თქვენ ამ ფიგურით ჩასვამთ ტექსტს სლაიდზე, შესაძლებელია ამ ფიგურის (ტექსტი) მოგვიანებით სხვა ტიპის ფიგურად გადაკეთება. ამისთვის მონიშნეთ ტექსტური ფიგურა, მენიუს ზოლში დააჭირეთ FORMAT ინსტრუმენტების დაფას. დააჭირეთ Edit Shape, შემდეგ Change Shape და მიღებულ დაფაზე დააჭირეთ სასურველი ფიგურის გამოსახულებას. შემდეგ დაგჭირდებათ ფიგურის სტილის ან ფიგურის შეღებვის და კონტურის ფორმების ინსტრუმენტების გამოყენება. გაითვალისწინეთ რომ თუ ტექსტურ ფიგურას შეუცვლით ფორმას, ფიგურის ზომა დამოკიდებული იქნება ტექსტის სიგრძეზე და ის ავტომატურად გასწორდება. ამ ფუნქციის გამოსართავად დაგჭირდებათ დამატებითი დაფის გამოყენება.... ფიგურის შეღებვა ან ფერის მოცილება Shape Fill მონიშნული ფიგურის შეღებვის საშუალებას იძლევა. ფერების აღმნიშვნელ უჯრედებზე თაგვის კურსორის შეჩერებით შესაძლებელია წინასწარ დააკვირდეთ, თუ როგორი იქნება მონიშნული ფიგურა აღნიშნული ფერის შერჩევის შემდეგ. თქვენი მოწონების დაფიქსირება შესაბამის ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ. აქვე შესაძლებელია ფიგურა გამჭვირვალე გახადოთ, არანაირი ფერით არ შეღებოთ. ამისთვის უნდა დააჭიროთ ღილაკს No Color. პიქტოგრამა Eyedropper საშუალებით შესაძლებელია სლაიდიდან შეარჩიოთ ფერის ნიმუში. ხოლო Gradient უზრუნველყოფს ფიგურის გრადიენტულ შევსებას. Texture პიქტოგრამით შესაძლებელია ფიგურა შეიღებოს რაიმე ტექსტურის შესაბამისად. კონტურის შეღებვა ან ფერის მოცილება Shape Outline საშუალებას იძლევა ფიგურის კონტურში შეიტანოთ ცვლილებები. ფერების აღმნიშვნელ უჯრედებზე თაგვის კურსორის შეჩერებით შესაძლებელია წინასწარ დააკვირდეთ, თუ როგორი იქნება მონიშნული ფიგურის კონტური აღნიშნული ფერის შერჩევის შემდეგ. თქვენი მოწონების დაფიქსირება შესაბამის ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ. შესაძლებელია ფიგურას კონტური საერთოდ არ ჰქონდეს. ამისთვის უნდა დააჭიროთ ღილაკს No Outline. პიქტოგრამა Eyedropper საშუალებით შესაძლებელია სლაიდიდან შეარჩიოთ ფერის ნიმუში. Weight პიქტოგრამაზე დაჭერით შეგიძლიათ შეარჩიოთ კონტურის სისქე. Dashes კონტურის ფორმის შერჩევის საშუალებას გაძლევთ Arrows აღნიშნავს კონტურის დაბოლოების ვარიანტებს თითოეულ ამ პიქტოგრამას გააჩნია ვარიაციები. ამ ვარიაციების აღმნიშვნელ პიქტოგრამაზე თაგვის კურსორის შეჩერებით შესაძლებელია წინასწარ დააკვირდეთ, თუ როგორი იქნება მონიშნული ფიგურის კონტური აღნიშნული ინსტრუმენტის შერჩევის შემდეგ. Shape Effects ღილაკით ფიგურაზე შეგიძლიათ მრავალრიცხოვანი ეფექტები გამოიყენოთ. რომელიმე მათგანის პიქტოგრამაზე თაგვის კურსორის შეჩერებით შესაძლებელია წინასწარ დააკვირდეთ, თუ როგორი იქნება მონიშნული ფიგურის ფორმა აღნიშნული პიქტოგრამის შერჩევის შემდეგ. WordArt ფიგურაზე გამოყენებული ტექსტების მხატვრული გაფორმების საშუალებას იძლევა. ამისთვის აკრიეთ ტექსტი, მონიშნეთ, ჩამოშალეთ WordArt-ის ინსტრუმენტები, და მოსინჯეტ სხვადასხვა ვარიანტები. Text Direction საშუალებას გაძლევთყ შეცვალოთ ტექსტის მიმართულება, ან ნორმალური ან შეტრიალებული, Align Text ნიშნავს ტექსტი განთავსდეს ფიგურის მარცხენა ზედა კუთხეში, ფიგურის ცენტრში, ფიგურის ქვედა კუთხეში. ფიგურის სწორება შემდეგი ფუნქციების დემონსტრირებისთვის, მე ტექსტში ჩავსვი ვარსკვლავი. თვითონ ტექსტი რვიანის ზომით არის აკრეფილი და მთლიანად ფარავს ვარსკვლავს. დააჭირეთ ვარსკვლავის გამოსახულებას, დააჭირეთ Format ღილაკს და ვნახოთ ფუნქცია Position. Position ფუნქციის უკეთ აღსაქმელად VIEW ინსტრუმენტების ONE Page პიქტოგრამის დახმარებით გვერდი მთლიანად გამოვაჩინოთ. დააჭირეთ ისევ ღილაკს Format და დააჭირეთ პიქტოგრამას Position ამ დაფაზე განლაგებული ცხრა პიქტოგრამის დახმარებით შეგიძლიათ წინასწარ დააკვირდეთ თუ რა შედეგს მივიღებთ თითოეული მათგანის არჩევის შემთხვევაში. როგორც ხედავთ ფიგურა შესაძლებელია განლაგდეს გვერდის ცხრა ადგილას. ავირჩიოთ პირველი ვარიანტი. შემდეგი ფუნქცია არის ტექსტისა და ფიგურის შემოწყობა. In Line with Text ნიშნავს ტექსტი დაიწყოს სურათის დამთავრებისთანავე, შეგვიძლია გადავიტანოთ რომელიმე სხვა სტრიქონი და ხედავთ რომ ტექსტი დაიწყება სურათის შემდეგ. Wrap text-ში აგრეთვე შესაძლებელია ტექსტი ფიგურას კვადრატულად შემოეწყოს, სხვადასხვა ადგილებზე გადატანით შეგიძლიათ დაარეგულიროთ ფიგურის ადგილმდებარეობა. Wrep Text-ში აგრეთვე არის, ტექსტის მჭიდროდ შემოწყობის ფუნქცია, ამ ფუნქციის დახმარებით ტექსტი გაიმეორებს ფიგურის ფორმას, დავაკვირდეთ, როგორ შემოეწყობა ეს ტექსტი ჩვენს ელიპსს. განლაგდება ისეთნაირად, რომ მის მარჯვნივ და მარცხნივ ტექსტი არ იქნება განთავსებული. Behind Text ფუნქციით ფიგურა განთავსდება ტექსტის ქვევით, ხოლო შემდეგი ფუნქციით ფიგურა განთავსდება ტექსტის ზევით. მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ შემთხვევაში ტექსტის გარკვეული ნაწილი იკარგება. Edit Wrepo Point საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ ფიგურის ირგვლივ განლაგებული მხებები. ყველაზე ხშირად გამოიყენება კვადრატული შემოწყობა. ვორდის შემდეგი ფუნქციების დემონსტრირებისთვის მე გვერდში ჩავსვი რამდენიმე ფიგურა. პირველ რიგში მოვნიშნოთ ლურჯი ოთხკუთხედი, ეს ფიგურა შეიძლება წამოვწიოთ ერთი დონით წინა, ამისათვის დავაჭიროთ ღილაკს Bring to Forward შემდეგი დაჭერა მას ორივე ფიგურის წინ გადმოიყვანს. Sebd To Backward ნიშნავს ერთი დონით უკან გადაწევას. კიდევ ერთხელ დავაჭიროთ ამ ფიგურას და გადავწიოთ ორივე ფიგურის უკან. ასევე შესაძლებელია ფიგურის წინა პლანზე წამოწევა ან ერთი ბრძანებით უკანა პლანზე გადასვლა. Selection Pane ღილაკის დახმარებით შესაძლებელია რამდენიმე ფიგურის ერთდროულად მონიშვნა, ხოლო შემდეგ მონიშნული ფიგურების ერთ ჯგუფში გაერთიანება. გაერთიანებული ფიგურების გაუქმებაც შეიძლება. აქვე მოთავსებული არის, საათის ისრის მიმართულებით ოთხმოცდაათი გრადუსით მოტრიალება და საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ოთხმოცდაათი გრადუსით მოტრიალება, თქვენ წინასწარ შეგიძლიათ დააკვირდეთ თუ რას გამოიწვევს ესა თუ ის მოქმედება. წინ და უკან წამოწევის ფუნქციების დახმარებით შესაძლებელია ფიგურა მოთავსდეს ტექსტის უკან ან ტექსტის უკან მოთავსებული ფიგურა წამოვიდეს ტექსტის წინ. გაითვალისწინეთ რომ ასეთ სიტუაციაში ტექსტი კითხვადი ვერ იქნება. ახლა ვნახოთ ფიგურის სწორების ფუნქციები. რამდენიმე ფიგურის ერთდროულად მოსანიშნად დააჭირეთ კლავიშა Ctrl თითი არ აიღოთ, დააჭირეთ პირველ ფიგურას, დააჭირეთ მეორე ფიგურას და დააჭირეთ მესამე ფიგურას, როგორც ხედავთ სამივე ფიგურა ამ წუთას არის მონიშნული, დააჭირეთ Format წარწერას, ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება. Format ინსტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ Align პიქტოგრამას. პირველი ბრძანება არის - სწორება მარცხნივ, ანუ ყველა ფიგურა გასწორდება მარცხენა მხარეზე ერთ ხაზზე. თქვენ ამაში ძალიან მარტივად დარწმუნდებით, დავაბრუნოთ საწყის მდგომარეობაში. შემდეგი ბრძანება არის - ვერტიკალურად ცენტრში გასწორება, დავაბრუნოთ საწყის მდგომარეობაში. შემდეგი ბრძანება არის - მარჯვენა მხარეს გასწორება, დავაბრუნოთ საწყის მდგორმარეობაში. შემდეგი ბრძანება არის - ზემოთ გასწორება, ყველა ფიგურა ზედა ხაზზე სწორად გამოვიდა, დავაბრუნოთ საწყის მდგომარეობაში. შემდეგი ბრძანება არის ცენტრში გასწორება, შუაში გასწორება, დავაბრუნოთ საწყის მდგომარეობაში. შემდეგი ბრძანება არის ქვედა ზოლზე გასწორება. გმადლობთ ყურადრებისთვის

ახალი დამატებული