Microsoft Office Word 2013
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:5000:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:5000:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ფრაგმენტის გაცვლა
მოგესალმებით ყველას!
ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ შეძლებთ: დოკუმენტში ტექსტის პოვნას და ერთი ფრაგმენტის მეორეთი ჩანაცვლებას, აგრეთვე ნახავთ, ფორმატირების პარამეტრის მიხედვით ძებნას, საინტერესო იქნება სპეციალური სიმბოლოების მოძიება და მათი ჩანაცვლება. დააკვირდით სიმულაციის ტექსტს- ეს ტექსტი სპეციალურად დოკუმენტში ფრაგმენტის ჩანაცვლების ფუნქციების სადემონსტრაციოდ მიმდინარე ვიდეოსიმულაციისთვის არის შექმნილი. ტექსტში სიტყვა Microsoft Word რამდენჯერმე მეორდება. ზოგიერთ ადგილას სიტყვა სხვადასხვა ფერითაა გაფორმებული. ტექსტი თარგმნილია ვიკიპედიიდან თავისუფალი გამოყენების პირობით. სასურველია, რომ თქვენც ამავე ტექსტზე იმუშავოთ. ამისათვის, უმჯობესია ეს ტექსტი აკრიფოთ და შემდეგ გააგრძელოთ მუშაობა. ასევე, სასურველია მანამდე ნახოთ ფრაგმენტის მოძიების ვიდეოგაკვეთილი, რომელიც ამავე ვებგვერდზეა განთავსებული. ფრაზის ჩანაცვლებისთვის მენიუს ზოლში დააჭირეთ წარწერას- Home. ინსტრუმენტების ამ დაფის ბოლოში განთავსებულია 3 პიქტოგრამა: Find, Replace და Select. Replace პიქტოგრამაზე დაჭერის შემდეგ, მონიტორზე გამოდის ფრაზის ჩანაცვლების ინსტრუმენტების დაფა. დაფაზე ძებნის ველში უნდა აკრიფოთ მოსაძებნი ფრაზა, ხოლო Replace with ველში- ჩასანაცვლებელი ფრაზა. ძებნის დასაწყებად დააჭირეთ ღილაკს- Find Next. ძებნა დაიწყება კურსორიდან ქვევით. პირველი სიტყვა მოძებნილია და ფრაზის ჩასანაცვლებლად უნდა დააჭიროთ ღილაკს Replace. ამის შემდეგ, ისევ განახლდება ძებნა, მოიძებნება მეორე სიტყვა/ფრაზა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Replace All. ამ ღილაკის დახმარებით მოიძებნება ყველა სიტყვა და ჩაენაცვლება ახალი სიტყვით. შეტყობინება გეუბნებათ, რომ განხორციელდა 3 ჩანაცვლება. More ღილაკის დახმარებით შესაძლებელია საძიებო და შესაცვლელ ფრაზებს მიეთითოს ფორმატირების გარკვეული პარამეტრები. მაგ: მოვძებნოთ სიტყვა „ვორდი“, რომელიც ლურჯი ფერით არის აკრეფილი და შევცვალოთ ლათინური ასოებით. დავიწყოთ: Find Next. მართლაც, გამოტოვებული იქნება ყველა სიტყვა, რომელიც სხვა ფერით არის აკრეფილი, ხოლო Replace ღილაკის დახმარებით ისევ შეიცვლება ლათინური ანბანის ლურჯი ასოებით. შესაძლებელია, აგრეთვე, შესაცვლელ ფრაზაში გამოვიყენოთ ფორმატირების სხვა პარამეტრები- ვთქვათ: შევცვალოთ ფერი- გავხადოთ წითელი, შრიფტის ზომა გავხადოთ- 14, დავაჭიროთ ღილაკს OK. ქვევით პარამეტრებში მიეთითა, რომ შეიცვლება 14 ზომის წითელი შრიფტით. დააჭირეთ ღილაკს- Replace all. აქ წერია, რომ ერთი ასეთი ცვლილება განხორციელდა. მოვაცილოთ ფორმატირების პარამეტრები და მოვძებნოთ ყველა მეწამული ფერის სიტყვა- “ვორდ” და შევცვალოთ წითელი, 14 ზომის ლათინური ანბანით აკრეფილი სიტყვით- “Word”. დავაჭიროთ ღილაკს Replace All. სულ ასეთი 5 ჩანაცვლება განხორციელდა. დავაჭიროთ ღილაკს- Close.
ტექსტი დავუბრუნოთ საწყის ფორმას და ვნახოთ სხვა ფუნქციები- Replace ღილაკის დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა სიმბოლოს მოძებნა და ჩანაცვლება. ვთქვათ, გვინდა, რომ ყველა პარაგრაფის შემდეგ ცარიელი პარაგრაფი იყოს დამატებული. დააჭირეთ ღილაკს- Special, დააჭირეთ- Paragraph Mark, ხოლო ჩანაცვლების ველში დააჭირეთ ორი პარაგრაფის ორ მარკერს. დააჭირეთ ღილაკს Replace All. 28 ჩანაცვლება განხორციელდა. ვნახოთ, რა მივიღეთ- როგორც გითხარით, თითოეული პარაგრაფის შემდეგ დაემატა ერთი ცარიელი სტრიქონი. ტექსტი დავუბრუნოთ საწყის მდგომარეობას.
ასევე, შესაძლებელია შემთხვევით აკრეფილი ორი ჰაერის ჩანაცვლება ერთი ჰაერით. დააჭირეთ ღილაკს Replace All. სულ ასეთი 13 ჩანაცვლება განხორციელდა. ასევე, ტექსტის აკრეფისას ახალბედა ოპერატორებს ხშირად ეშლებათ, რომ ჰაერი დაესმის სასვენი ნიშნის შემდეგ. ამ შეცდომის გასასწორებლად ავკრიფოთ- ჰაერი+ წერტილი ჩანაცვლდეს წერტილით. დააჭირეთ ღილაკს Replace All. ამის შემდეგ მოიძებნება ორი ჩანაწერი და განხორციელდება ორი ცვლილება. ასევე, შევცვალოთ მძიმის წინ დასმული ჰაერიც. Find გრაფაში დააჭირეთ ჰაერი+ მძიმე, ხოლო Replace With გრაფაში- მძიმე. დააჭირეთ ღილაკს- Replace All. სულ ასეთი 3 ჩანაწერი მოიძებნა. და 3 ჩასწორება განახორციელა. ამის შემდეგ შეგვიძლია დავხუროთ X ღილაკით. ფრაზის ჩანაცვლების ინსტრუმენტის გამოსატანად კლავიატურიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ ღილაკები Ctrl+ H და შედეგად თქვენ ეკრანზე მიიღებთ უკვე ნაცნობ ინსტრუმენტების დაფას.
გთხოვთ, აგრეთვე, ნახოთ ვიდეოგაკვეთილები ტექსტის ძებნისა და ნავიგაციის ფუნქციების შესახებ. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ შესაბამისი ვიდეოგაკვეთილების ბმულებს.
და ბოლოს, გთხოვთ, კიდევ ერთხელ გაიხსენოთ, თუ როგორ შეიძლება დოკუმენტში ფრაგმენტის პოვნა და ერთი ფრაგმენტის მეორეთი ჩანაცვლება. აგრეთვე, ფორმატირების პარამეტრების მიხედვით ძებნა და ფორმატირების პარამეტრების შეცვლა. გაიხსენეთ, თუ როგორ შეიძლება სპეციალური სიმბოლოების მოძიება და ჩანაცვლება.
გმადლობთ ყურადღებისთვის!