Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ფრაგმენტის ძიება მოგესალმებით ყველას! ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ შეძლებთ: დოკუმენტში ფრაგმენტის პოვნას და ერთი ფრაგმენტის მეორეთი ჩანაცვლებას, აგრეთვე ნახავთ, ფორმატირების პარამეტრების მიხედვით ძებნას, საინტერესო იქნება სპეციალური სიმბოლოების მოძიებაც. იმისთვის, რომ აღიქვათ რისი გაკეთება გინდათ, დააკვირდით საბოლოო პროდუქტს. ეს ტექსტი სპეციალურად დოკუმენტში ძიებისა და ტექსტის ფრაგმენტის ჩანაცვლების ფუნქციების სადემონსტრაციოდ მიმდინარე ვიდეოსიმულაციისთვის არის შექმნილი. ტექსტში სიტყვა Microsoft Word რამდენჯერმე სპეციალურად მეორდება. ზოგიერთ ადგილას ეს სიტყვა სპეციალურად სხვადასხვა ფერითაა გაფორმებული. ტექსტი თარგმნილია ვიკიპედიიდან თავისუფალი გამოყენების პირობით. სასურველია, რომ თქვენც ამავე ტექსტთან იმუშავოთ. ამისათვის, უმჯობესია ეს ტექსტი აკრიფოთ და შემდეგ გააგრძელოთ მუშაობა. Find პიქტოგრამაზე დაჭერის შემდეგ, მარცხენა მხარეს მონიტორზე გამოდის ნავიგაციის დაფა. დაფაზე ძებნის ველში ავკრიფოთ მოსაძებნი სიტყვა, მაგ: „ვორდი“. ფრაზის აკრეფის დაწყებისთანავე იძებნება აკრეფილი ფრაზის შესაბამისი სიტყვები და ნაპოვნი სიტყვები ტექსტში ყვითელი მარკერით მოიძებნება. საძიებო ველის ქვემოთ ჩანს ძებნის მიმდინარეობა და შედეგი. ზევით, ან ქვევით მიმართულ ღილაკებზე დაჭერით შესაძლებელია ტექსტში ნავიგაცია. ნავიგაციის დაფაზე გამოტანილია ის აბზაცები, რომლებშიც საძიებო ფრაზაა ნაპოვნი. ამა თუ იმ აბზაცზე დაჭერით ხდება საძიებო ფრაზის მიკვლევა და შესაბამის ადგილზე სიტყვის მონიშვნა. გთხოვთ, დააკვირდეთ ვიდეოგაკვეთილში გამოყენებულ ტერმინებს: ფრაზა და სიტყვა. ისინი სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. ამ ვიდეოგაკვეთილში განხილული ფუნქციის დახმარებით ხდება გარკვეული ფრაზების, ანუ სიტყვის ნაწილების ძებნა და პოვნის შემთხვევაში მონიშვნა. ძებნის დასრულების შემდეგ საძიებო ზოლში შესაძლებელია დააჭიროთ ღილაკს X და ახალი ძებნა დაიწყოთ. ამავე ველში მდებარეობს ქვევით მიმართული სამკუთხედი, რომელზე დაჭერის შემთხვევაში მონიტორზე გამოდის ახალი დაფა. მასზე განთავსებულ ინსტრუმენტებზე დაჭერით შესაძლებელია: ძებნის სხვადასხვა ოფციების ჩართვა/გამორთვა, ძებნა მეტი ფუნქციების გამოყენებით, შეცვლა (Replace), გადასვლა (Go To); აგრეთვე: გრაფიკების, ცხრილების, ფორმულების, სქოლიოს და კომენტარებზე ნავიგაცია. დააჭირეთ ძებნას მეტი ფუნქციის გამოყენებით. მიღებულ დაფაზე გაერთიანებულია 3 ფუნქცია: ძებნა (Find), ჩანაცვლება (Replace) და გადასვლა (Go To). ამ ვიდეოგაკვეთილში განვიხილოთ მხოლოდ ძებნა. მოდით, მოვძებნოთ სიტყვა „ვორდ“. ღილაკით- Find Next- მოიძებნება სიტყვა „ვორდ“ და ნაცრისფერ ფონზე მოცემულია ეს სიტყვა. კურსორი გადადის იქ, სადაც ეს სიტყვა არის ნაპოვნი. ძებნა იწყება იმ ადგილიდან, სადაც მოცემულ მომენტში კურსორი დგას. როგორც გითხარით, იძებნება ფრაზა და არა სიტყვა. ამავე დაფაზე განთავსებულია ღილაკი More.. სადაც თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ძებნის სხვადასხვა ფუნქციები. Search: Down (კურსორიდან ქვევით ძებნა), Up (კურსორიდან ზევით ძებნა), All (ყველა). დავაჭიროთ ღილაკს Find Next.. „Up“ მოძებნის კურსორის წინ მდებარე სიტყვებს, ან ფრაზებს, ხოლო Down- კურსორის შემდეგ მოთავსებულ სიტყვებს, ან ფრაზებს. დამატებით ფუნქციებში მოცემული არის ძებნის ოფციები. Find ველში შესაძლებელია გარკვეული ფორმატით ძებნა. ვთქვათ: მოძებნე მხოლოდ და მხოლოდ ის ტექსტები, რომელიც აკრეფილია შრიფტით „კოლხეთი“. ჩვენს სიტუაციაში ასეთი სიტყვა არ არსებობს, ამიტომ ძებნის პარამეტრი მოგვცემს ნულოვან შედეგს. მართლაც, ასეთი ტექსტი არ არის ნაპოვნი. გავაგრძელოთ, თუ არა ძებნა? დავაჭიროთ სიტყვას „დიახ“. მოდით მოვაცილოთ ეს პარამეტრი და არ ავირჩიოთ არც ერთი. შემდეგ პარამეტრად შესაძლებელია მივუთითოთ შრიფტის ფერი. მე სპეციალურად მომზადებული მაქვს ტექსტები. მოდით, მოვძებნოთ ლურჯი ფერის ტექსტები. აირჩიეთ ფერი და დააჭირეთ ღილაკს Next. ამ შემთხვევაში, ძებნის ფუნქციამ გამოტოვა ყველა სიტყვა, რომლის ფერიც არ დაემთხვა ძიების პარამეტრს და კურსორი გადავიდა იქ, სადაც ლურჯი ფერით იყო აკრეფილი ტექსტი. ასევე, თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ მხოლოდ იასამნისფერი ფერით აკრეფილი ტექსტები. ამ შემთხვევაშიც, ძებნის ფუნქციამ გამოტოვა ყველა ტექსტი, რომელიც სხვა ფერად იყო გაფორმებული. მხოლოდ 3 შედეგი გვაქვს ასეთი. ახლა გავართულოთ ძებნის პარამეტრი- მივუთითოთ ლურჯი ფერი და დახრილი ტექსტი-Italic. ღილაკით მხოლოდ და მხოლოთ 1 ასეთი პარამეტრია ნაპოვნი. ამავე ფუნქციის დახმარებით შესაძლებელია სპეციალური სიმბოლოების ძებნაც. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს- Find, მარჯვენა მხარეზე მოთავსებულ ქვევით მიმართულ ისარს, დააჭირეთ Advanced Find. (თუ აქ ძვენი ძებნის პარამეტრებია მოცემული, შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს- No Formatting). დავაჭიროთ ღლაკს Special და Paragraph Marker, რომელიც არის პარაგრაფის მარკერი და გამოიყენება აბზაცების გამოსაყოფად. ეს სიმბოლო ეკრანზე არ ჩანს. როგორც ხედავთ, სპეციალური სიმბოლო აიკრიფა საძიებო ველში. დავაჭიროთ ღილაკს Find Next. როგორც წესი, ეს სიმბოლო გამოისახება ყველა აბზაცის ბოლოში. თუ გნებავთ, რომ ეს სიმბოლო გამოჩნდეს ეკრანზე, მაშინ უნდა დააჭიროთ პარაგრაფის ნიშანს ინსტრუმენტების დაფაზე- Home. აგრეთვე შესაძლებელია თქვენ მოძებნოთ ორი ცარიელი კლავიში სად არის გამოყენებული. დააკვირდით კურსორს და თქვენ ნახავთ ტექსტში შესაბამის ადგილებს. სპეციალური სიმბოლოებით ძებნის რეჟიმში შეგიძლიათ ეძებოთ: აბზაცის ნიშანი, ტაბულაციის ნიშანი, რომელიმე სიმბოლო, ციფრი, ასო, სექციის ნიშანი, პარაგრაფის სიმბოლო, სვეტის წყვეტა და ა.შ. გამოვრთოთ დამატებითი რეჟიმი, აგრეთვე გამოვრთოთ უხილავი სიმბოლოების ჩვენების რეჟიმი. კლავიატურის კომბინაციებით შესაძლებელია ძებნის ფუნქციის გამოძახება. ამისათვის უნდა დააჭიროთ კლავიშებს CTRL+F. მარცხენა მხარეზე დაგემატებათ ნავიგაციის პანელი. მისი გამორთვა შესაძლებელია X ღილაკით. შევაჯამოთ ნანახი ვიდეოგაკვეთილი: ამ ვიდეოგაკვეთილში თქვენ ნახეთ დოკუმენტში ძების ელემენტები, ნავიგაციის ელემენტები, აგრეთვე, ფორმატირების პარამეტრების მიხედვით ძებნა. იმედია გახსოვთ სპეციალური სიმბოლოებით მოძიებაც. გმადლობთ ყურადღებისთვის!

ახალი დამატებული