Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ავტოკორექციის ინსტრუმენტები მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! ამ ვიდეოგაკვეთილში ვნახოთ მართლწერის შემოწმებისა და ავტოკორექციის ფუნქციების პარამეტრი. მართლწერის შემოწმებისა და ავტოკორექციის ფუნქციების პარამეტრების სანახავად დააჭირეთ File და მიღებულ ჩამონათვალში დააჭირეთ Option წარწერას. მიღებულ ფანჯარაში დააჭირეთ Proofing, დააჭირეთ ღილაკს Autocorrection Option. ეს ფანჯარა რამდენიმე ნაწილისგან შედგება და უმეტესობა მათგანი მონიშნულია. პირველი ფუნქცია აღნიშნავს, რომ ეკრანზე გამოტანილი იყოს ავტოკორექციის ღილაკი. ამ ფუნქციების უმეტესობა ეხება ლათინური ანბანით აკრეფილ ტექსტებს. პირველი- თუ თქვენ შეცდომით ორი მთავრული ასო აკრიფეთ, პირველი ბრძანება გაასწორებს ამ შეცდომას, ანუ დატოვებს პირველ სიმბოლოს მთავრულად, ხოლო მეორე სიმბოლოს ნუსხურ რეჟიმში გადაიყვანს. ავტოკორექციის ფუნქციით შესაძლებელი არის დღეების დასახელებების დამთავრულება (ვთქვათ- ორშაბათი, სამშაბათი). კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ეს არის ინგლისური ტექსტებისთვის. შემდეგი ფუნქცია არის Caps Lock-ის გამოყენებით დაშვებული შეცდომების გასწორება. თუ თქვენ იყენებთ AcadNusx სტილის შრიფტებს, სასურველია ეს ფუნქციები გამორთოთ. შემდეგ მოცემული არის ფუნქციები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა კომბინაციების ავტომატურ გარდაქმნას- ე.წ. სიმბოლოებს. ვთქვათ, :) იქნება სმაილიკი. მათემატიკური ავტოკორექცია საშუალებას იძლევა მათემატიკური სიმბოლოების გარდასაქმნელად ტექსტის აკრეფის დროს მოხდეს შემდეგი გარდაქმნები: ვთქვათ: პირველი ფუნქცია არის ორი შემთხვევითი ინიციალების ავტომატურად გასწორება; შემდეგი ფუნქციით ცხრილის უჯრაში ჩაწერილი სიტყვის პირველი სიმბოლო მთავრული გახდება, მიუხედავად იმისა თუ თქვენ როგორ აკრიფეთ; კვირის დღეები (ორშაბათი, სამშაბათი) ინგლისურ ვერსიაში სიტყვები მთავრულად აიკრიფება. Caps Lock-ის გამოყენებით აკრეფილი ტექსტების ავტომატურად გასწორება შემდეგ ფანჯარაში მოცემული არის ზოგიერთი კომბინაცია, რომელიც ავტომატურად გადაკეთდება სხვადასხვა სიმბოლოებად. ვთქვათ: ორწერტილი და ფრჩხილის დახურვა- :) იქნება მომღიმარი სმაილიკი. მათემატიკური ავტოკორექცია სპეციალური კომბინაციების დახმარებით შესაძლებელია მათემატიკაში გამოყენებული ბერძნული სიმბოლოების აკრეფა. რამდენიმე საინტერესო ფუნქცია აქვს, მათ შორის: ბრჭყალების ტიპოგრაფიულ ბრჭყალებად გადაქცევა; 1/2 გახდეს ½ ; ფიფქში მოთავსებული სიტყვების, ან ქვედა ტირეში ჩასმული სიტყვების შესაბამისად გამუქება, ან დახრა; ინტერნეტის და ქსელის მისამართების ჰიპერლინკებად გადაქცევა; ბულეტებით, ან ნომრებად ჩამონათვალის ავტომატური დანომვრა. აქვე საინტერესო არის ერთად აკრეფილი ორი გადატანა გახდეს ტირე. ავტოფორმატშიც დაახლოებით იგივე ბრძანებებია, რაც ახლა ჩვენ განვიხილეთ, უბრალოდ პირველი მოხდება ტექსტის აკრეფისთანავე, ხოლო ამ ფანჯარაში ჩამოთვლილი ფუნქციები შესრულდება ავტოფორმატირების ღილაკის დახმარებით. Action საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ გარკვეული სახის მოქმედებები. ამით დავხუროთ ავტოკორექციის ფუნქცია. შემდეგ ჯგუფში გაერთიანებული არის სფელინგის მუშაობის პრინციპები. სფელინგის შემოწმების დროს იგნორირება გაუკეთდეს მთავრული სიმბოლოებით აკრეფილ ტექსტებს; იგნორირება გაუკეთდეს სიტყვებს, რომლებიც შეიცავენ ციფრებს, ვთქვათ- ობობა2012; იგნორირება გაუკეთდეს ინტერნეტის და ფაილის მისამართებს. ქვედა ჯგუფში თავმოყრილი არის ფუნქციები, თუ როდის უნდა მოხდეს სფელინგის და გრამატიკის შემოწმება. ვინაიდან ამ წუთას მონიშნული არის ეს ფუნქცია, სფელინგის და გრამატიკის შემოწმება მოხდეს ტექსტის აკრეფისთანავე. ტექსტის აკრეფისთანავე გრამატიკული შეცდომები მოინიშნება, როგორც შეცდომა, გრამატიკის და ორთოგრაფიული შეცდომების შესწორება მოხდება ერთდროულად. მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ: იმ სიტუაციაში, როდესაც ტექსტების ასაკრეფად იყენებთ შრიფტს AcadNusx, სასურველია გამორთული იყოს ავტოკორექციის ფუნქციები. დავაჭიროთ ღილაკს OK. აგრეთვე, თუ გნებავთ, რომ მწვანედ და წითლად გახაზულმა სიტყვებმა არ შეგაწუხოთ, შეგიძლიათ გამორთოთ ტექსტის აკრეფისთანავე სფელინგის და გრამატიკის შემოწმების ფუნქცია, როგორც ახლა ეკრანზეა მითითებული. ამ ცვლილებების შეტანის შემდეგ შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს OK. როგორც ხედავთ, ყველა შეცდომა გაქრა. თუ ჩავრთავთ ისევ მოინიშნება, როგორც შეცდომა. ალბათ, გამორთული ჯობია. გისურვებთ წარმატებებს და უშეცდომო ტექსტებს. გმადლობთ ყურადღებისთვის!

ახალი დამატებული