Microsoft Office Word 2013
ფიგურები
00:08:14
00:05:30
00:15:32
მართლწერა და გრამატიკა
00:06:33
00:06:40
ასლი
00:05:20
00:02:04
00:07:10
ფაილის შექმნა
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
დოკუმენტის სტრუქტურა
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
00:09:08
00:13:46
00:40:10
დიაგრამა
00:09:12
00:09:10
00:13:30
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
00:13:32
ფაილთან მუშაობა
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
word 2013 ინტერფეისი
00:13:30
ტექსტთან მუშაობა
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
ცხრილი
00:05:14
00:05:08
00:09:09
SmartArt
00:03:01
00:06:39
00:06:19
სურათთან მუშაობა
00:04:22
00:08:04
ფიგურები
00:08:14
00:05:30
00:15:32
მართლწერა და გრამატიკა
00:06:33
00:06:40
ასლი
00:05:20
00:02:04
00:07:10
ფაილის შექმნა
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
დოკუმენტის სტრუქტურა
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
00:09:08
00:13:46
00:40:10
დიაგრამა
00:09:12
00:09:10
00:13:30
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
00:13:32
ფაილთან მუშაობა
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
word 2013 ინტერფეისი
00:13:30
ტექსტთან მუშაობა
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
ცხრილი
00:05:14
00:05:08
00:09:09
SmartArt
00:03:01
00:06:39
00:06:19
სურათთან მუშაობა
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
მართლწერის შემოწმების და ავტოკორექციის ფუნქციების გამოყენება
მოგესალმებით ყველას
ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ შესძლებთ დოკუმენტის მართლწერის (ორთოგრაფიის) შემოწმებას, ავტოკორექციის ფუნქციების ჩართვა/გამორთვას და დანიშნულების გააზრებას, გრამატიკული შეცდომების შემოწმებას.
იმისთვის, რომ ამ ვიდეოგაკვეთილში ნაჩვენებმა ინსტრუქციებმა სწორად იმუშაოს და დაემთხვეს ვიდეოში ნაჩვენებ ფუნქციებს, მნიშვნელოვანია:
1. ამ ვიდეოგაკვეთილში გამოყენებულია ტექსტის შემოწმების ქართული ბიბლიოთეკა, რომელის ჩაწერაც სტანდარტული ოფისის ინსტალაციისას არ ხდება. ამ სერვისის ჩასართავად მაიკროსოფტის საიტიდან უნდა ჩამოწეროთ პატარა პროგრამა და დააინსტალიროთ თქვენს კომპიუტერში. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ შესაბამისი ვებგვერდის მისამართს. ხოლო იმ გვერდზე, სადაც თქვენ წინამდებარე ვიდეო გაუშვით, განთავსებულია ვიდეოინსტრუქცია, სადაც აღწერილი ქართული ენის ბიბლიოთეკის ინსტალაციის ინსტრუქციები.
2. ორთოგრაფიისა და გრამატიკის შემოწმების ფუნქციები მომართული უნდა იყოს ნაგულისხმევი რეჟიმით. შესაბამისი ვიდეოგაკვეთილი შეგიძლიათ ამავე ვებგვერდზე იხილოთ. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ორთოგრაფიისა და გრამატიკის შემოწმების ფუნქციების გამართვის ვიდეოინსტრუქციის მისამართს.
ქართული ენის შემოწმების ბიბლიოთეკა საშუალებას გაძლევთ ქართულენოვან ტექსტებში შემოწმდეს ორთოგრაფია და გრამატიკა. ვორდს აგრეთვე შეუძლია შემოგთავაზოთ სიტყვების შერჩევის სერვისი (Thesaurus) თუმცა ეს სერვისი ქართული ენისთვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.
მაშ ასე, ქართულენოვანი ტექსტების ორთოგრაფიის და გრამატიკის შემოწმებისათვის მენიუს ზოლში დააჭირეთ REVIEW წარწერას. ამ მოქმედების შედეგად ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება გადახედვის ინსტრუმენტებით. ამ დაფაზე პირველი პიქტოგრამა არის Spelling & Define Grammar. თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ ამ პიქტოგრამას. ამ მოქმედების შედეგად მონიტორის მარჯვენა მხარეზე გამოვა დამატებითი დაფა Spelling, რომელიც დაგეხმარებათ ორთოგრაფიის და გრამატიკის შემოწმების დროს. თუ ტექსტს დააკვირდებით, წითელი კლაკნილი ხაზით გახაზულია ის სიტყვები, რომლებიც ვორდის წესების თანახმად, შესაძლებელია, ორთოგრაფიულად გაუმართლებელი იყოს. პირველი სიტყვა, რაც პროგრამამ მონიშნა არის „მარლწერის“, მარჯვენა მხარეს Spelling-ის გრაფაში შემოთავაზებული არის სავარაუდო ვარიანტები. შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს Change და სიტყვა შეიცვლება „მართლწერით“. „ფუქციების“- აქაც შემოთავაზებულია რამდენიმე ვარიანტი და შეგიძლიათ მონიშნოთ სხვადასხვა ვარიანტი. რაც შეეხება სიტყვა „გამორთვას“, შემოთავაზებულია რამდენიმე ვარიანტი- „გამორთვა“, „გამოგვა, გამოწვა, გაჯორვა. დააჭირეთ სწორ ვარიანტს და შემდეგ- ღილაკს Change. შემდეგი სიტყვაზე არც ერთი სწორი ვარიანტი არ არის შემოთავაზებული. ამ შემთხვევაში ჩვენ ეს სიტყვა უნდა ჩავასწოროთ ხელით. გავაგრძელოთ- სიტყვა „ვიდეოგაკვეთილში“. შეგიძლიათ ამ სიტყვას იგნორირება გაუკეთოთ, ან დაამატოთ ბიბლიოთეკაში. გამოიყენეთ Add ფუნქცია. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ დამატების შემდეგ ორივე ადგილას ეს სიტყვა გასწორდა. შემდეგი სიტყვა რაც მონიშნა პროგრამამ, არის- ინსტრუქციებმა, ეს სიტყვა სწორად არის გამოყენებული, ამიტომ შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს- Ignore. „დააინსტალიროთ“ ეს სიტყვაც სწორად არის გამოყენებული და შეგვიძლია დავამატოთ ბიბლიოთეკაში. „ვორდს“- დავამატოთ ეს სიტყვა. „პიქტოგრამა“- შემოთავაზებული არ არის არც ერთი ვარიანტი, ამიტომ დავამატოთ ბიბლიოთეკაში. შემდეგი შეტყობინება გვეუბნება, რომ სფელინგიც და გრამატიკული შეცდომების შესწორება დამთავრებულია, ამიტომ დავაჭიროთ ღილაკს OK. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტს, პროგრამას არ შეუძლია აზრობრივი შემოწმება. ის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების სწორი ფორმების შემოწმებას ახდენს. (მაგ: პირველივე აბზაცში სიტყვა „ნავის შემდეგ“ რა თქმა უნდა არასწორი ფორმა არის აზრობრივად, მის ნაცვლად უნდა იყოს- „ნახვის შემდეგ“. ჩავასწოროთ ეს ტექსტი. ვინაიდან სიტყვა „ნავის“ პროგრამისთვის სწორი ფორმაა, ამიტომ პროგრამა მას ორთოგრაფიულ შეცდომად არ აღიქვამს, თუმცა, აზრობრივად ტექსტი გაუმართავია.
დააკვირდით კიდევ ერთ თავისებურებას- სიტყვა „შედმეგ“, რა თქმა უნდა, შეცდომა არის, მაგრამ სისტემა მას, როგორც შეცდომას არ აღიქვამს. ამ სიტუაციაშიც თქვენ დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, ხელით ჩასწორება.
მაშ ასე, შევაჯამოთ დღევანდელი ვიდეოგაკვეთილი- სფელინგის და გრამატიკის ჩასართავად Review ინსტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ ღილაკს- Spelling and Grammar, მიღებულ დამხმარე დაფაზე შემოთავაზებული იქნება სხვადასხვა ვარიანტები. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ შემოთავაზებული სიტყვა; თუ არც ერთი შემოთავაზება არ არის სწორი ფორმა, ხელით ჩაასწოროთ ტექსტი; იგნორირება გაუკეთოთ ზოგიერთ სიტყვას; ან ბიბლიოთეკაში დაამატოთ ახალი სიტყვა.
მადლობა რომ გვიყურებთ