Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ციტატა და ბიბლიოგრაფია მოგესალმებით, ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ტექსტურ დოკუმენტში სხვადასხვა ტიპის წყაროებიდან გამოყენებული ციტატების APA, ISO ან MLA სტანდარტებით ბიბლიოგრაფიის ჩასმას. განვმარტავ ცალ-ცალკე თუ რა იგულისხმება „სხვადასხვა ტიპის წყაროებში“. Word 2013-ში შესაძლებელია ციტატების აღწერა სხვადასხვა წყაროებიდან. დააკვირდით ეკრანს: როგორც ჩანს თანამედროვე ციფრული დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს ციტატებს: წიგნიდან, ჟურნალიდან ან პერიოდული გამოცემიდან, კონფერენციიდან, ანგარიშიდან, ვებ გვერდიდან, ელექტრონული წყაროდან, ნახატიდან, ხმოვანი ჩანაწერიდან, პერფორმანსიდან, ფილმიდან, ინტერვიუდან, პატენტიდან. ამ წყაროებიდან დოკუმენტების აღწერა უნდა შეესაბამებოდეს ერთ რომელიმე სტანდარტს (აღწერის სტილს). ცნობილია ბიბლიოგრაფიის აღწერის რამოდენიმე სტილი, რომელთაგან ყველაზე ხშირად APA, ISO 690 ან MLA სტილები, არსებობს აგრეთვე ინგლისური და საბჭოთა სტანდარტები. მე სპეციალურად ამ ვიდეო გაკვეთილისთვის თქვენთვის მოვამზადე ცხრილი, იმისთვის რომ ნათლად დაგენახათ განსხვავება APA, ISO ან MLA სტილებს შორის. APA სტილი გამოიყენება ციტირებისთვის სოციალურ მეცნიერებებში. ISO წარმოადგენს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. MLA გამოიყენება მხატვრული და ჰუმანიტარული სტილის ნაწარმოებებში. თითოეულ ფორმატში ბიბლიოგრაფია გამოიყურება სხვადასხვანაირად, ყველა მათგანში პირველი ჩანაწერში არის ავტორის სახელი და გვარი, მაგრამ შემდეგ უკვე შესაძლებელია მეორე ჩანაწერი იყოს გამოშვების წელი. ზოგიერთ სიტუაციაში, ვთქვათ, როგორც ეხლა თქვენ ეკრანზე აკვირდებით, ჩანაწერში გამოშვების წელი ფრჩხილებშია ჩასმული. ISO 690 - ში გამოშვების წელი გამუქებულია, ხოლო MLA ფორმატში გამოშვების წელი წერტილით არის დასრულებული და ის სადღაც მეცხრე პოზიციაზეა. ISO სტანდარტის გამოყენების დროს, ვთქვათ საერთოდ არ არის ვებ გვერდის მისამართი საჭირო და ა.შ. თითოეული ამ პარამეტრის მითითება ხდება სპეციალურ ბრძანებაში, რომელსაც ქვია ციტატები და ბიბლიოგრაფია. აგრეთვე მე სპეციალურად თქვენთვის მოვამზადე ოთხი ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებული სტანდარტის ვარიანტები თუ როგორი იქნება რეალურ ჩანაწერში. ზედა ნაწილში ჩასმული არის უკვე ბიბლიოგრაფია და როგორც უკვე თქვენ შეცვლით ჩანაწერის სტილს, ეს თანმიმდევრობაც იცვლება. ვთქვათ, გადავიყვანოთ APA სტანდარტზე ან შევცვალოთ ISO 690 სტანდარტით. ოთხივე ვარიანტი მოცემული არის ქვედა ტექსტში და სათაურების მიხედვით თქვენ წინასწარ შეგიძლიათ დაათვალიეროთ თუ როგორი იქნება ბიბლიოგრაფიის ჩანაწერი ამა თუ იმ ფორმატში. ბიბლიოგრაფია ავტორის_სახელი_გვარი. წიგნის_ფილმის_ვებ გვერდის დასახელება. Ed. რედაქტორი. Trans. თარჯიმანი. მერამდენე გამოცემაა. Vol. ტომი. ქალაქი: გამომცემელი, გამოშვების წელი. ტომის_ნომერი vols. <ვებ_გვერდის მისმართი>. APA ავტორის_სახელი_გვარი. (გამოშვების წელი). წიგნის_ფილმის_ვებ გვერდის დასახელება (მერამდენე გამოცემაა ed., Vol. ტომი). (რედაქტორი, Ed., & თარჯიმანი, Trans.) ქალაქი, ქვეყანა: გამომცემელი. Retrieved from ვებ_გვერდის მისამართი ISO 690 First Element and Date ავტორის_სახელი_გვარი. გამოშვების წელი. წიგნის_ფილმის_ვებ გვერდის დასახელება. [ed.] რედაქტორი. [trans.] თარჯიმანი. მერამდენე გამოცემაა. ქალაქი : გამომცემელი, გამოშვების წელი. p. გვერდი. Vol. ტომი, კომენტარი. ნომერი ISO 690 Numerical Reference 1. ავტორის_სახელი_გვარი. წიგნის_ფილმის_ვებ გვერდის დასახელება. [ed.] რედაქტორი. [trans.] თარჯიმანი. მერამდენე გამოცემაა. ქალაქი : გამომცემელი, გამოშვების წელი. p. გვერდი. Vol. ტომი, კომენტარი. ნომერი MLA ავტორის_სახელი_გვარი. წიგნის_ფილმის_ვებ გვერდის დასახელება. Ed. რედაქტორი. Trans. თარჯიმანი. მერამდენე გამოცემაა. Vol. ტომი. ქალაქი: გამომცემელი, გამოშვების წელი. ტომის_ნომერი vols. <ვებ_გვერდის მისამართი> თითოეულ ჩანაწერში მნიშვნელოვანია დაიცვათ ველის თანმიმდევრობა. ანუ თუ გამოიყენებთ APA სტანდარტს, ყოველთვის პირველი ჩანაწერი უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი, შემდეგ ფრჩხილებში მითითებული უნდა იყოს გამოშვების წელი, შემდეგი უნდა იყოს, ვთქვათ: წიგნის, ფილმის ვებ გერდის დასახელება, შემდეგ ფრჩხილებში უნდა მიეთითოს მერამდენე გამოშვება არის და დასრულდეს [ed.] ჩანაწერით, შემდეგ Vol. და ტომი უნდა იყოს მითითებული და ა.შ. ანუ ეკრანზე როგორც ხედავთ ამ ჩანაწერს. აგრეთვე მნიშვნელოვანი არის ფრჩხილების გამოყენება, სასვენი ნიშნების გამოყენება და თითოეული ეს კომპონენტი აუცილებლად ბუკვალურად უნდა იყოს დაცული. მოგეხსენებათ, თუ თქვენ ტექსტში გექნებათ 10, 20, 200 ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი ან ციტატა გამოყენებული, თითოეული ამ თანმიმდევრობის დაცვა საკმაოდ რთულ სამუშაოს წარმოადგენს, მაგრამ თუ გამოიყენებთ REFERENCE ბრძანებაში გამოყენებულ სპეციალურ ბრძანებებს სამუშაო გაგიადვილდებათ. მაშ ასე, მე დავუბრუნდები სამუშაო დოკუმენტს რომლის მიხედვით თქვენ ნახავთ ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის ჩასმის ელემენტებს. თქვენც შესაბამისად მსგავსი ტიპის დოკუმენტი უნდა მოამზადოთ. ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტი უფრო მხატვრული და ჰუმანიტარული ტიპის ნაწარმოებია ვიდრე სოციალურ მეცნიერებაში გამოყენებული დოკუმენტი, ამიტომ ციტირების სტილად ავირჩიოთ MLA სტანდარტი. ამ დოკუმენტში სიმულაციის მიზნით მე გამოვიყენე სხვადახვა ტიპის ციტირებები ქალაქ ქუთაისის ტექსტში. გადავიდეთ ამ ტექსტზე. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ციტატას, რომელიც ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის მიერ მომზადებული წიგნიდან არის ამოღებული. კურსორი გადაიყვანეთ ციტატის ბოლოში, დააჭირეთ ENTER ანუ დაამატეთ ახალი აბზაცი და ამის შემდეგ REFERENCE ინსტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ ციტატის ჩასმის პიქტოგრამას. მიღებულ დაფაზე დააჭირეთ პიქტოგრამას Add new source ანუ შევქმნათ ახალი წყარო. Type of source შეიძლება იყოს წიგნი, ჟურნალი, პერიოდული გამოცემა და ა.შ. ჩვენ შემთხვევაში ჯერ ვნახოთ წიგნის მითითება როგორ შეიძლება. შემდეგ ველში უნდა ავკრიფოთ ავტორი, ავტორი არის პროკოპი კესარიელი, Edit ღილაკის დახმარებით შესაძლებელია სახელი და გვარი მიუთითოთ ცალ-ცალკე Last - გვარი, First - სახელი და ეს თქვენთვის ყველაფერი ცნობილი არის, დააჭირეთ ღილაკს OK. რამოდენიმე ავტორის შემთხვევაში უნდა მონიშნოთ თოლია ქვედა ნიშანზე, ხოლო სხვა ავტორები გამოყოთ წერტილ-მძიმით. მე ამ შმეთხვევაში სხვა ავტორი არ მაქვს მისათითებელი ამიტომ ამ ფანჯარას ღიად დავტოვებ. Title ველში უნდა აიკრიფოს წიგნის დასახელება, ამ შემთხვევაში შენობათა შესახებ. ამ მონაცემების გარდა შესაძლებელია კიდევ მოვუთითოთ სხვა მონაცემები, ამისათვის უნდა დააჭიროთ ღილაკს Show All Bibliography Fields მიუთითოთ რედაქტორი ნ. ლომოური ტომები, ჩვენს მიერ გამოყენებულ წიგნს არ გააჩნია ტომები, ამიტომ ტომების რაოდენობა და ტომი უნდა გამოვტოვოთ. თარჯიმანი - ჯულიეტა შოშიაშვილი, შემდეგი ველებიდან ჩვენთვის საინტერესო არის გვერდების საერთო რაოდენობა 212. მერემდენე გამოცემაა? ეს არის პირველი და უკანასკენლი გამოცემა, აქედან გამომდინარე აუცილებელი არ არის მიეთითოს. შემდეგ ველებში შესაძლებელია აღიწეროს კომენტარი, ბოლოს შემოწმების თარიღი და ა.შ. URL-ში საინტერესო იქნებოდა ჩაგვეწერა გვერდის მისამართი, ამ წიგნს არ აქვს ებგვერდი. ამით დავასრულოთ წყაროს რედაქტირება, დავაჭიროთ ღილაკს OK. OK ღილაკზე დაჭერის შემდეგ დაგემატებათ ციტატის აღმნიშვნელი ველი, მასზე დაჭერით შეგიძლიათ შეასრულოთ სხვადასხვა მოქმედებები: დაარედაქტიროთ ციტატა, დაამატოთ გვერდის ნომერი, ვთქვათ რომელ გერდშია აღნიშნული ციტატა განთავსებული, ვთქვათ 36-ე და დავასრულოთ ღილაკით OK. ასევე შესაძლებელია დავრედაქტიროთ თვითონ წყარო, ცვლილების შეტანის შემდეგ იქნება კითხვა შევიტანო თუ არა ცვლილებები? და რათქმაუნდა დიახ. აგრეთვე მე ციტატებისთვის მაქვს სპეციალური სტილი შექმნილი, რომელსაც სტილების გალერეაში ქვია ციტატა და ამ სტილით გავაფორმოთ აღნიშნული ტექსტი ის შეგვიძლია გადავიტანოთ მარცხენა მხარეს, აგრეთვე ერთ- ერთ გვერდზე მოთავსებულია კიდევ ერთი ციტატა აპოლონიუ როდესოვის არგონავტიკიდან, გადავიდეთ ციტატის ბოლოში ENTER ღილაკით დავამატოთ ახალი აბზაცი. ვეცადოთ ჩავსვათ ახალი ციტატის წყარო, დავაჭიროთ Insert Citation და დააჭირეთ ღილაკს Add new source ესეც არის წიგნი.Language ველში უნდა მიუთითოთ (ამ შემთხვევაში ჩვენ გავვს ქართული) ავტორი. ეს ჩანაწერი შევავსოთ Edit ღილაკის დახმარებით.(გვარი, სახელი აპოლონი და დავასრულოთ ღილაკით OK ). დასახელება - არგონავტიკა, გამოცემის წელი. უნდა აღინიშნოს ამ ავტორის რამდენიმე თარგმანი და გამომცემლობა არსებობს ქართულ ენაზე. მე ყველაზე ბოლო თარგმანს გამოვიყენებ რომელიც გამოცემული არის 2013 წელს, ჩევწეროთ წელი 2013; ქალაქი თბილისი; ეს ნაწარმოები შესული იყო მე-17 ტომში თარგმნილი. შევავსოთ Edit ღილაკიდან რედაქტირება, ნაწარმოებს რამდენიმე თარგმნელი ყავს ამიტომ დააჭირეთ ღილაკს Edit შემდეგი მთარგმნელი არის ლევან ბერძენიშვილი და კიდევ ერთი მთარგმნელი არის აკაკი ურუშიძე. გვერდების რაოდენობა უნდა მიუთითოთ 50-208, ამ გვერდებზეა ნაწარმოებები განთავსებული. შემდეგ ველში უნდა მიუთითოთ თუ მერამდენე გამოცემა არის წყარო, აქაც პირველი გამოცემა არის და ამ ველს ცარიელს დავტოვებ, აგრეთვე ცარიელს დავტოვებ დანარჩენ ველებს ვებგევრდის ჩათვლით რადგანაც ამ სახელმძღვანელოს არ აქვს ვებ გვერდის მისამართი, დავასრულოთ ღილაკით OK, კიდევ ერთი წყარო ჩავსვით, გავაფორმოთ სტილით ციტატა და გადავიტანოთ მარცხენა მხარეს. ტექსტში მოვძებნოთ კიდევ ერთი ციტატა, რომელიც ეკუთვნის არქანჯელო ლამბერტის. კურსორი გადავიყვანოთ ტექსტის ბოლოში, ციტატის წყაროს მისათითებლად უნდა დააჭიროთ მენიუს ზოლში References დაინსტრუმენტების დაფაზე ციტატის ჩასმის პიკტოგრამას, მიღებულ დაფაზე დაააჭირეთ Add new source ახალი წყაროს მითითება. ესეც არის წიგნის ტიპის წყარო, რომლის ავტორი არის არქანჯელო ლამბერტი, დააჭირეთ ღილაკს Edit და დაასრულეთ ღილაკით OK. შევავსოთ ველი Title ტექსტი იქნება რევოლუცია საქართველო მე-17 საუკუნე, გამოგვრჩა ენის მითითება GEORGIAN; წელი - 2015; ქალაქი - თბილისი, დავამატოთ დანარჩენი ველებიც ჩავრთოთ; ქვეყანა საქართველო; გამომცემი - უნივერსალი; რედაქტორი - ხაზარაძე ნანა; ტომი არ არის მითითებული, თარჯიმნები. OK ღილაკზე ჩაისმება კიდევ ერთი ციტატის წყარო გადავიტანოთ მარჯვენა მხარეს და ამით უკვე ჩვენ ჩსმული გვაქვს სამი ციტატის წყარო, ქვედა პატარა სამკუთხედის დახმარებით შესაძლებელია წყაროს რედაქტირება გვერდის მითითება და ა.შ. ახლა კი დროა REFERENCE ბრძანების დახმარებით ჩავსვათ ინფორმაცია სიმღერის შესახებ. ამჯერად მოგვიწევს შემდეგ ნაირად. დააჭირეთ ღილაკს Manage source. ამ ფანჯარაში თქვენ ხედავთ დოკუმენტში გამოყენებული ციტატების წყაროებს, შუა ნაწილში წყაროები შესაძლებელია მიეთითოს ცალკე მდებარე ფაილიდან, ამისათვის უნდა დააჭიროთ Browse ღილაკს და მიუთითოთ რომელ საქაღალდეშია ასეთი წყაროები მითითებული, მე ასეთი წყაროები არ მაქვს, ამიტომ დავაწვები CANCEL. შექმენით ახალი წყარო ამისთვის დააჭირეთ ღილაკს New წყაროს ტიპში აირჩიეთ Soundrecord შეკითხვის ველები შეიცვალა.პირველი კითხვა არის - კომპოზიტორი, სიმღერა ქუთაის, კომპოზიტორი არის რევაზ ლაღიძე; შემდეგ ველში უნდა მიეთითოს დირიჟორი( სამწუხაროდ მე არ ვიცი ვინ არის დირიჟორი ამ შემთხვევაში) Performer ეს არის შემსრულებელი, ამ სიმღერას ასრულებს დავით გამრეკელი.Title ველში უნდა მიეთითოს სიმღერის დასახელება „ჰიმნი ქუთაის“ Album Title არის რევაზ ლაღიძის სიმღერები, წელი 1985, ქალაქი - თბილისი. ჩამოვშალოთ დამატებითი ველები, აქ კიდევ ორი ფანჯარაა მისათითებელი Product Name და Production Company . ჩავწეროთ მელოდია, ასეთი ლეიბლით გამოდიოდა ხოლმე საბჭოთა კავშირში ვინილის პლასტინკა. მოდით შევაჯამოთ ხმოვანი ჩანაწერის ველები. პირველ ველში უნდა ჩაიწეროს კომპოზიტორი, მეორე ველში დირიჟორი, მესამე ველში შემსრულებელი, არტისტი (ნუ მხატვარი ამ შემთხვეევაში) სიმღერის დასახელება, ალბომის დასახელება, გამყიდველი კომპანია, გამოშვების წელი, ქალაქი, ქვეყანა, ჩანაწერის ნომერი, ვებ გვერდის მისამართი და ასე შემდეგ, ამ მონაცემების დატანის შემდეგ დააჭირეთ ღილაკას OK. ახლა ვნახოთ თუ როგორ შეძლება ფილმის დამატება, დააჭირეთ ღილაკს New წყაროს ტიპში აირჩიეთ ფილმი. პირველ ველში დავწეროთ დასახელება (ჩემი მეგობარი ნოდარი) დააჭირეთ დამატებით პარამეტრებს, შემსრულებელი - დააჭირეთ ღილაკს Edit ხარაბაძე გიორგი დააჭირეთ ღილაკს Add და დავაჭიროთ ღილაკს OK , პროდიუსერი გამოვტოვოთ. Production Company არის ქართული ფილმი, დირექტორი არ ვიცი ვინარის; ქვეყანა - საქართველო სსრ. დისტრიბუტორიც არ ვიცი ვინ არის, მწერალი (სცენარის ავტორი ალბათ) რეზო ჭეიშვილი და დავით რონტერი დავასრულოთ OK ღილაკით, წელი 1967, მიაქციეთ ყურადღება, კიდევ ერთი ჩასწორება მინდა გავაკეთო, შევიდეთ რედაქტირებაში და ავირჩიოთ ენა GEORGIAN, ვინაიდან თუ ხვდებით რუსული სიტყვებია დამატებული. (გვინდა თუ არა ჩასწორება? რათქმაუნდა გვინდა) გასწორდა ეს ტექსტიც, ეხლა დავაჭიროთ ღილაკს CLOSE. ახლა ვნახოთ თუ როგორ შეიძლება ვებ გვერდის წყაროს მითითება. ტექსტის ბოლოში მითითებული არის რომ გამოყენებული არის ვიკიპედიის წყარო, მე ამ გვერდს ჩავასწორებ მისამართს მოვნიშნავ, ამოვჭრი (აქ დავწერ ტექსტს) მოვნიშნავ ამ ტექსტს და ჩავსვამ როგრც ბმული HyperLink მარჯვენა კლავიშით დავაწვები მისამართის ზოლში Paste და OK . ეხლა კი გამოყენებული რესურსები მივუთითოთ წყაროებში, დააჭირეთ ღილაკს Manage source წყაროების ტიპში აირჩიეთ ვებ გვერდი დააჭირეთ ღილაკს Website ვებ გვერდის დასახელება - ქუთაისი; წელი 2015, თვე - აგვისტო; დღე - 17. ვნახოთ დამატებითი მონაცემები. ვებსაიტის მისამართი ვიკიპედია, ალბად თავიდენვე გაგიკვირდათ რატომ ქუთაისი? რედაქტორი (ვერ ვწერთ) , პროდიუსერი (ვერ ვწერთ) ამ ველში უნდა ჩაიწეროს მისამართი, ვებ გვერდის ჩასასმელად მისამართი დავაკოპიროთ ბრაუზერიდან, გამოვიძახოთ ვებ გვერდი სადაც მითითებული იყო ქუთაისზე, სამისამართო ზოლში დააჭირეთ თაგვის მარჯვენა კლავიშით, დააჭირეთ ღილაკს COPY დაბრუნდით ისევ ვორდის დოკუმენტში დააჭირეთ URL ველს თაგვის მარჯვენა კლავიშით დააჭირეთ ღილაკს Paste ჩაისმევა ვებ გვერდის მისამართი, ესეიგი ყველა ველი შვესებული გვაქვს და დავაჭიროთ ღილაკს OK. გამომრჩა რომ ენა არის აგრეთვე მისათითებელი GEORGIA და დააჭირეთ ღილაკს OK. ამრიგად ვებ გვერდის წყაროც ჩასმული არის ბიბლიოგრაფიის მონაცემებში, დაასრულეთ ღილაკით CLOSE. ახლა ისღა დაგვრჩენია რომ დავამატოთ ბიბლიოგრაფია, ეგრედ წოდებული გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი. ტერმინი გამოყენებული ლიტერატურა საკმაოდ მოძველებრად ჟღერს, იმიტომ რომ, გარდა ლიტერატურისა ჩვენ გამოვიყენეთ ვებ გვერდის მისამართი, აუდიო დოკუმენტი და ვიდეო დოკუმენტი, ამიტომ ბიბლიოგრაფია უფრო მოსახერხებელი ტერმინია. როგორც წესი ბიბლიოგრაფია უნდა ჩაისვას ტექსტის ბოლოში, კურსორი დააყენეთ ბოლო აბზაცზე, დააჭირეთ ENTER რომ ჩაისვას ახალი აბზაცი და ბიბლიოგრაფია აგრეთვე სასურველია ცარიელ გვერდზე, ამისათვის დააჭირეთ ღილაკს Insert მიღებულ დაფაზე Page Break და ამის შემდეგ გადავიდეთ მენიუს ზოლში Reference ინსტრუმენტების დაფაზე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ბიბლიოგრაფია უნდა ჩაისვას სარჩევის წინა ამ დოკუმენტში ჯერჯერობით სარჩევი არ არის გაკეთებული, ბიბლიოგრაფიის ჩასასმელად დააჭირეთ პიქტოგრამას Bibliography თქვენ მიიღებთ ბიბლიოგრაფიის გამზადებულ ფორმებს. შესაძლებელია გამოიყენოთ რომელიმე მათგანი, ბიბლიოგრაფია, სხვადასხვა სახელით არის აღნიშნული, მაგრამ შინაარსობრივად ყველა ერთიდაიგივე რაღაცა არის. ან დააჭიროთ მხოლოდდამხოლოდ Insert ბიბლიოგრაფიის ღილაკს. ვფიქრობ რომ გამზადებული ვარიანტები დიზაინის თვალსაზრისით უფრო ლამაზია. მნიშვნელოვანია რომ ბიბლიოგრაფია აუცლებლად დაგვჭირდება სარჩევში, ამიტომ ეს გავაფორმოთ სტილით ქვესათაური. თუ თქვენ რაღაც პერიოდის შემდეგ მოგინდებათ შეცვალოთ ბიბლიოგრაფიის სტილზე ეს ძალიან მარტივად მოხდება, როგორც ხედავთ ტექსტის აკრეფის დროს გაგვეპარა ერთი შეცდომა, ბაკურ სულაკაურის წერია ერთად ამის ჩასწორება ძალიან მარტივია Manage source მოვნიშნოთ შესაბამისი წყარო დავაჭიროთ ღილაკს Edit და დავაჭიროთ ღილაკს და გავასწოროთ ეს შეცდომა, დავაჭიროთ ღილაკს OK, გეკითხებიან გინდათ თუ არა შესწორების შეტანა? რათქმაუნდა YES, დააჭირეთ ღილაკს CLOSE. მიუხედავათ ამისა ეს ჩასწორება არ აისახა ბიბლიოგრაფიაში, ამისათვისუნდა დააჭიროტ ღილაკს Update. ახლა ვნახოთ როგორ შეიძლება ბიბლიოგრაფიაში ცვლილებების შეტანა, წაშლა უფრო სწორად. დააჭირეთ ღილაკს Manage source და ვებ გვერდის მისამართი ქუთაისის სტატიის შესახებ წავშალოთ, მოვნიშნოთ ეს სტატია და დავაჭიროთ ღილაკს DELETE დააჭირეთ ღილაკს CLOSE და ეს ცვლილება ჯერჯერობით არ არის ასახული ბიბლიოგრაფიის ჩამონათვალში, საკმარისია დააჭიროთ Update ღილაკს რომ ეს ცვლილებები იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წაროებში კვლავ არ გვაქვს ქუთაისი, თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ წყაროების ჩამონათვალიდანაც წაშალოთ ქუთაისი, დავაჭიროთ ღილაკს CLOSE და უკვე ამით დავამთავროთ ბიბლიოგრაფიებსა და ციტატების შესახებ საუბარი. კიდევ ერთხელ გაიხსენეთ შეგიძლიათ თუ არა ტექსტურ დოკუმენტში ჩასვათ სხვადსახვა წყაროებიდან გამოყენებული ციტატები, APA, ISO, MLA სტანდარტების ბიბლიოგრაფიის სახით, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ციტატების წყაროების ჩასმა წიგნებიდან, ვებგვერდებიდან, მუსიკალური დოკუმენტებიდან და ფილმებიდან. მადლობა ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული