Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
სტილებით მუშაობა. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ, თქვენ შეძლებთ ტექსტების გაფორმებას სტილების გამოყენებით. კერძოდ პარაგრაფის, შრიფტისა და ცხრილის ახალი სტილების შექმნას, სტილში ცვლილებების შეტანას, ფორმატირების ყველა პრამეტრის გაუქმებას სიმულაციის მიზნით, წინასწარ შევქმენი ტექსტი, საქართველოს დიდი ქალაქები. იმისთვის რომ, გავიაზროთ რისი გაკეთება გვინდა დააკვირდით ამ ტექსტის სტრუქტურას. ტექსტს აქვს სათაური, შემდეგ ჩამოთვლილია საქართელოს ხუთი დიდი ქალაქი, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ზუგდიდი. თითოეული ქალაქი შეიცავს გარკვეული მოცულობის ტექსტს, სადაც აღწერილია თითოეული ქალაქის ისტორია, კლიმატი, მოსახლეობა, გამოჩენილი ქალაქელები, დაძმობილებული ქალაქები და მითითებულია ინფრმაციის წყარო. დააკვირდით თითოეული ქალაქის აღწერას. ყველა კომპონენტი ერთნაირად არის გაფორმებული, კონკრეტულად, აღვწერ თითოეული კომპონენტის ფორმატირების ელემენტებს. ამისთვის მოვნიშნავ ტექსტის თითოეულ კომპონენტს და დავაკვირდებით შრიფტისა და პარაგრაფის პარამეტრებს. მაშ ასე, სათაური გაფორმებულია ALK Rounded Tough Mad შრიფტით, ზომა 36-ი, გამოყენებულია შრიფტის გამუქება, ფერი თეთრი, ფონი ლურჯი, აბზაცი გასწორებულია ცენტრში. ქალაქების დასახელება -გაფორმებულია შრიფტით SANET, ზომა 22-ი გამუქებულია, ფერი ლურჯი, აბზაცი ცენტრშია გასწორებული, ხოლო აბზაცის ქვევით პარაგრაფზე ხაზია გასმული. ჩვეულებრივი ტექსტი - შრიფტი SYLFAEN -ი, ზომა 10-ი, ფერი შავი, აბზაცი გასწორებულია ორივე მხარეს და ტექსტის პირველი სტრიქონი შეწეულია მარჯვნივ ოთხ სიმბოლოზე. ინტერლინიაჟი ერთმაგი -სიტყვებზე: ისტორია, მოსახლეობა, კლიმატი და ა.შ. გამოყენებულია შრიფტი SANET, ზომა 14-ი, ფერი ლურჯი, აბზაცი გასწორებულია მარცხნივ, აბზაცის წინ დატოვებულია თორმეტი პუნქტი მანძილი. სიტყვა წყარო გამოყენებულია, შრიფტი ALK Rounded nusx Mad , ზომა 10, ფერი შავი. ვებ გვერდის მისამართი ლურჯი ფერისაა და გახაზულია ისევე როგორც ბმული ვებ გვერდებზე. ამ ვიდეო გაკვეთილში, ტექსტის თითოეული ამ კომპონენტისთვის, შევქმნი სტილს და ვეცდები მათი დახმარებით მარტივად დავაფორმატო მთელი დოკუმენტი. სანამ სტილებით მუშაობას დაიწყებთ, გთხოვთ გაითვალისწინეთ, თუ თქვენთვის უცნობია ან გიძნელდებათ შრიფტისა და პარაგრაფის პარამეტრების არჩევა, გთხოვთ ნახოთ შესაბამისი ვიდეო გაკვეთილები ამავე ვებ გვერდიდან. თქვენს კომპიუტერში თუ ვერ პოულობთ ვიდეო გაკვეთილში გამოყენებულ შრიფტებს www.fonts.ge საიტიდან შეგიძლიათ გადმოწეროთ ისინი. მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული შრიფტი ემთხვეოდეს იუნიკოდ UTF სტანდარტს. სასურველია აგრეთვე ნანახი გქონდეთ ვიდეო გაკვეთილი, ქართული შრიფტის თავისებურებები, რომლებიც აგრეთვე ამავე ვებგვერდზე დევს. მაშ ასე, ჩავთვალოთ თქვენს წინაშეა ტექსტი, რომლის აკრეფა და კორექტურა დამთავრებულია. დროა ვიზრუნოთ ტექსტის გაფორმებაზე სტილების გამოყენებით. პირველი აბზაცი სათაურია, ვინაიდან ამ ტექსტის სათაური საქართველოს დიდი ქალაქებია, ამ ფორმატით შემდეგში არაფრის გაფორმება არ მოგიწევს, მისი სტილის სახით აღწერა საჭირო არ არის, ამიტომ ის მარტივად გავაფორმოთ თქვენთვის ნაცნობი ინსტრუმენტების გამოყენებით, ავირჩიოთ შრიფტი ALK Rounded Tough Mad, ზომა 36. გავამუქოთ, ავირჩიოთ შრიფტის ფერი თეთრი, ავირჩიოთ ფონი- მუქი ლურჯი, აბზაცი გავსწოროთ ცენტრში, აბზაცის ირგვლივ ხაზები, ჩავსვათ სურათი და გავაგრძელოთ მუშაობა. რაც შეეება შემდეგ ტექსტს - თბილისი, ეს არის ქვესათაური. სანამ სტილის დანარჩენ ელემენტებზე ვიმუშავებდეთ, მოდით ცვლილებები შევიტანოთ სტილში Normal, ანუ იმ სტილში რომლითაც ეს ტექსტი არის აკრეფილი. თავდაპირველად ყველა ტექსტი ნორმალ სტილით იკრიფება, ის მორგებული არის ტექსტის ფორმატირების ამერიკულ სტილზე, რაც ევროპული ვარიანტისთვის მიუღებელია. ამიტომ მოდით ვნახოთ თუ როგორ შეიძლება Normal სტილში ცვლილებების შეტანა. ამისათვის ინსტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ HOME კლავიშას, ხოლო Style ჯგუფში თაგვის მარჯვენა კლავიშით დააჭირეთ მინიატურულ გამოსახულებას, მიღებულ დაფაზე თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ Modify და შევცვალოთ პარაგრაფის ფორმატი, ამისთვის დააჭირეთ ღილაკს Format Paragraph, Before და After პარამეტრები გავანულოთ. First Line პირველი ხაზის შეწევა. დავჭიროთ ღილაკს OK. აგრეთვე დაგვჭირდება პარაგრაფის ორივე მხარეს ჩასწორება, დავაჭიროთ ღილაკს OK. ქალაქების დასახელებებისთვის შევქმნათ ახალი სტილი. მოვნიშნოთ პირველი ქალაქის დასახელება თბილისი, შემდეგ ინსტრუმენტების დაფის Style ჩანართში დააჭირეთ ქვევით მიმართულ ისარს, მიღებულ დაფაზე დააჭირეთ Create Style დაარქვით სახელი ქალაქი, Name ველში აკრიფეთ სიტყვა ქალაქი, ეს იქნება სტილის დასახელება, დააჭირეთ ღილაკს Modify ჩამონათვალში გაქვთ ოთხი არჩევანი, Paragraph ნიაშანვს, რომ სტილში გამოყენებილი ფორმატირების პარამეტრები გავრცელდება მთელ პარაგრაფზე,Character ნიშნავს, რომ სტილში რამოყენებული ფორმატირების პარამეტერბი გავრცელდება მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლოებზე. შემდეგი ბრძანება უზრუნველყოფს პარაგრაფისა და სიმბოლოების ცვლილებას,Table სტილის პარამეტრები შეეხება მხოლოდ და მხოლოდ ცხრილს, ხოლო List შეეხება მხოლო და მხოლოდ ჩამონათვალს, დააჭირეთ პარაგრაფს. შრიფტის ფორმა აირჩიეთ SANET. ზომა 22- ი, დააჭირეთ გამუქებას , შრიფტი - მუქი ლურჯი, აბზაცი გასწორებულია მარცხნივ, აბზაცის პარამეტრების შესაცვლელად დააჭირეთ Format, მიღებულ ჩამონათვალში დააჭირთ Paragraph, პარაგრაფის შემდეგ სასურველია გამოვყოთ თორმეტი პუნქტი და დავაჭიროთ ღილაკს OK. აგრეთვე პარაგრაფის ტექსტს ქვევით გვინდა ხაზგასმა, ამისათვის დაჭირეთ Format Order ხაზის ფერი მუქი ლურჯი, ხაზის სისქე ერთი პუნქტი. ხაზი გავლებული იყოს პარაგრაფის ქვევით, დააჭირეთ ღილაკს OK. ამით სტილი ქალაქების დასახელებისთვის შექმნილია. თუ მსგავსი სტილის პარამეტრები თქვენ სხვა დოკუმენტებშიც დაგჭირდებათ, შეგიძლიათ დააჭიროთ New document based on this template და ეს სტილი იქნება ყველა ახალ დოკუმენტში, დააჭირეთ ღილაკს OK. ამის შემდეგ წარწერა თბილისი გაფორმდება სტილით ქალაქი , (ადგილიც იყოს დატოვებული) პარაგრაფის წინ ადგილიც დავტოვოთ, ამისათვის დააჭირეთ თაგვის მარჯვენა კლავიშით სტილის დასახელებაზე, დააჭირეთ Modify პარაგრაფის წინ მანძილის დატოვება არის Format Paragraph ჩანართში და მივუთითოთ თორმეტი პუნქტი დავაჭიროთ ღილაკს OK და ეს ცვლილებები ძალაში შევა. ამრიგად ქალაქის დასახელებისთვის სტილი შექმნილია, მისი სახელია ქალაქი. ჩვეულებრვი ტექსტი, როგორც ადრე აღვნიშნეთ გაფორმებული არის სტილით Normal, თუ რამე ცვლილებების შეტანა გვინდა, ამ სტილში უნდა შევიტანოთ ცვლილებები. ახლა გვინდა სტილი ქვესათაურებისთვის. ქვესათაურების სტილი მოდით სხვანაირად შევქმნათ. ჯერ გავაფორმოთ ტექსტი, ხოლო შემდეგ გაფორმების ეს პარამეტრები გავაერთიანოთ ერთ სტილში. მოვნიშნოთ სიტყვა ისტორია, შევურჩიოთ შრიფტი SANET, ხომა 14-ი, პირველი სრტიქონი შეწეულია ოთხზე, ინტერლინიაჟი ერთმაგი გვაქვს, შრიფტის ფერი მუქი ლურჯი, სასურველია ალბათ გამუქებაც, ვინაიდან ქვესათაურები ამ ტექსტში ბლომად გვხვდება, სასურველია ფორმატირების ეს პარამეტრები ერთ სტილში მოვაქციოთ. ამისათვის დააჭირეთ ქვევით მიმართულ ისარს, დააჭირეთ ღილაკს Create style, Name ველში აკრიფეთ ქვესათაური, თუ რაიმე ცვლილებების შეტანა გვინდა შეგიძლია დავაჭიროთ Modify შევიტანოთ რაიმე ცვლილებები და დავაჭიროთ ღილაკს OK. ამრიგად ჩევნ შვქმენით სტილი რომელსაც ქვია qvesatauri. ისიც დაემატა სტილის ჩამონათვალს. ეხლა შევქმნათ სტილი წყაროებისთვის. მოვნიშნოთ სიტყვა wyaro, გამოვიყენოთ შრიფტი ALK Rounded nusx Mad ზომა ათი, ფერი შავი( აქ სხვა ცვლილებების შეტანა არ გვინდა) დავარქვათ ამ სტილს wyaro, დააჭირეთ ქვევით მიმართულ ისარს, დააჭირეთ Create syle, Name ველში აკრიფეთ wyaro, და დაჭირეთ ღილაკს Modify, აქამდე რა სტილებსაც ვიყენებით მათი ფორმატირების პარამეტრები ვრცელდებოდა მთელ პარაგრაფზე, ამ შემთხვევაში ჩვენ გვნიდა, რომ ფორმატირების პარამეტრები მხოლოდდამხოლოდ მონიშნულ ტექსტზე გავრცელდეს, ამიტომ Style Type-ში აირჩიეთ Character, თუ აღნიშნული სტილის ახალ დოკუმენტებშიც გამოყენება მოგვიწევს, მაშინ თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს New document based on this template და ახალ დოკუმენტებშიც ასეთი სტილი უკვე გვექნება, თავიდან რომ არ მოგვიწიოს მისი შექმნა, აგრეთვე მონიშნეთ ვებგვერდის მისამართი, შრიფტის ფერი ლურჯი და ავირჩიოთ გახაზული ისეთები როგორებიც ვებგვერდებია. დავარქვათ მას www ამისთვის დავაჭიროთ ქვევით მიმართულ ისარს, მიღებულ დაფაზე Create Syle Sheet დავარქვათ www და დავაჭიროთ OK. ამრიგად ჩვენ შევქმენით სტილი Normal ტექსტებისთვის, სტილი qalaqi - ქალაქების დასახელებისთვის, qvesatauri- ქვესათაურებისთვის, www ვებგვერდის მისამართებისთვის, wyaro -ტექსტებისთვის წყარო. დავიწყოთ დოკუმენტების გაფორმება. კურსორი დააყენეთ წარწერაზე მოსახლეობა და ეს არის ქვესათაური, შეგვიძლია დავაჭიროთ ქვესათაური (კლიმატი არის ქვესათაური). თბილისის დაძმობილებული ქალაქები, ეს არის ქვესათაური, განთქმული თბილისელები - ქვესათაური. ქუთაისი - ქალაქი, ისტორია არის ქვესათაური, გამოჩენილი ქუთაისელები - ქვესათაური, დაძმობილებული ქალაქები ქვესათაური, წყარო- წყარო, ვებ გვერდის მისამართი www. ბათუმი უნდა გაფორმდეს სტილით qalaqi, ისტორია სტილით qvesatauri, კლიმატი გავაფორმოთ სტილით qvsatauri, მოსახლეობა გავაფორმოთ სტილით - qvesatauri, გამოჩენილი ბათუმელები qvsatauri, დაძმობილებული ქალაქები - qvsatauri, წყარო გავფორმოთ სტილით - wyaro, ვებ გვერდის მისამართი www. დაგვრჩა ერთი ქალაქი ზუგდიდი, გავაფორმოთ სტილით- qalaqi, ყურადღება მიაქციეთ რომ, როდესაც ამა თუ იმ სტილის მინიატურულ გამოსახულებასთან ახლოს მოგვყავს კურსორი, იცვლება ტექსტის სტილის პარამეტრები და თქვენ წინასწარ შეგიძლიათ დააკვირდეთ თუ როგორი იქნება ამა თუ იმ სტილის გამოყენების დროს ჩვენი ტექსტი. ისტორია უნდა იყოს მონიშნული - qvsatauri, მოსახლეობა - qvsatauri,, კლიმატი - qvsatauri, ხოლო წყარო სტილით - wyaro. ვებ გვერდის მისამართი www სტილით. თუ ტექსტს დაუკვირდებით, სასურველია რომ ქვესათაურის წინ გარკვეული სახის მანძილი იყოს დატოვებული, ანუ როგორ შეიძლება არსებულ სტილში ცვლილებების შეტანა, ამისათვის თაგვის მარჯვენა კლავიშით დავაჭიროთ სტილის დასახელებას - qvsatauri, დააჭირეთ Modify ღილაკს და პარაგრაფის შემდეგ მანძილის დატოვება არის Format Paragraph ბრძანებებში. დავტოვოთ 12 პუნქტი მანძილი ქვესათაურის წინ. Before დააჭირეთ ღილაკს OK. ყურადღება მიაქციეთ, რომ ასეთი ცვლილება შეცვლის ამ სტილით გაფორმებული ყველა ტექსტის პარამეტრებს მთელ ტექსტში. აი როგორი იყო სტილი შეცვლამდე, დააკვირდით ასეთი იყო სტილის შეცვლამდე და ასეთი გახდა რედაქტირების შემდეგ. კიდევ ერთხელ დააკვირდით, მანძილი არ იყო პარაგრაფებს შორის დატოვებული, ეხლა კი ერთი ბრძანებით მთელ ტექსტში ქვესათაურის წინ დავტოვეთ თორმეტი პუნქტის ტოლი მანძილი. ახლა კი ვნახოთ თუ როგორ შეიძლება დოკუმენტში ფორმატირების ყველა პარამეტრის გაუქმება. მოდით ამისთვის ბათუმის ტექსტი მონიშნეთ, დააჭირეთ ქვევით მიმართულ ისარს, დააჭირეთ Clear Format ტექსტი დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას, ყველა ტექსტი აკრეფილი არის ნორმალით, ფორმატირების ყოველგვარი პარამეტრების გარეშე. აგრეთვე ქვევით მიმართული ისრის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ დამატებითი დაფა, სტილები და აქ არის სტილების ჩამონათვალი, ვინაიდან შესაძლებელია ინსტრუმენტების დაფაზე სხვა მოქმედებების შესრულებდე, ამ დაფის დახურვა შესაძლებელია X ღილაკის დახმარებით, როგორც გითხარით მისი გამოტანა შესაძლებელია ქვევით მიმართული ისრის დახმარებით, ხოლო დახურვა X ღილაკის დახმარებით. შევაჯამოთ დღევანდელი ვიდეო გაკვეთილის მასალა. გადაამოწმეთ შეგიძლიათ თუ არა ტექსტის გაფორმება სტილების გამოყენებით, კერძოდ: პარაგრაფის, შრიფტისა და ცხრილის სტილის შექმნა, სტილში ცვლილების შეტანა, დაფორმატებული ტექსტის ფორმატირების პარამეტრების ერთ სტილად ჩაწერა, ფორმატირების ყველა პარამეტრის გაუქმება. იმედია ვიდეო გაკვეთილში ნანახი მასალა ადვილად გასაგებია და კითხვებს არ იწვევს გისურვებთ წარმატებებს და მადლობა რომ გვიყურეთ.

ახალი დამატებული