Microsoft Office Word 2013
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:1000:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:1000:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ამ ვიდეო გაკვეთილში ვნახავთ ტექსტურ დოკუმენტში დიაგრამის ჩასმას.
იმისთვის რომ გაიაზროთ, თუ რისი გაკეთება მოგიწევთ, წინასწარ ნახეთ სიმულაცია დიაგრამებზე, ანუ დოკუმენტი, რომელსაც ახლა უყურებთ, სპეციალურად ვორდში დიაგრამების ჩასმის ფუნქციების სადემონსტრაციოდ არის შექმნილი. ამ დიაგრამაზე სამგანზომილებიანი სვეტოვანი დიაგრამის გამოყენებით გამოსახულია 2000-20015 წლებში სკოლაში დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა რაოდენობისა და სკოლაში არსებული კომპიუტერების რაოდენობის დინამიკა.
მაშ ასე, მსგავსი ახალი დიაგრამის ასაგებად მენიუს ზოლში თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ INSERT წარწერას. ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება ჩასმის ინსტრუმენტებით. დააჭირეთ Chart პიქტოგრამის ნახატს. მონიტორზე გამოისახება ფანჯარა, სადაც მოგიწევთ სხვადასხვა ტიპის გრაფიკების დიზაინის შერჩევა.
ფანჯრის მარცხენა მხარეში ჩამოთვლილი არის გრაფიკის დიზაინის სხვადასხვა ვარიანტები:- სვეტოვანი, ხაზოვანი, წრიული, ზოლიანი და ა.შ. მარჯვენა მხარეში გამოტანილი არის თითოეული ტიპის ქვეტიპები. ვთქვათ, თუ დააჭერთ წრეების ვარიანტს, მარცხენა მხარეზე პირველ სტრიქონში გამოისახება წრიული დიაგრამის სხვადასხვა ვარიანტები. ხოლო თუ ამ ვარიანტებიდან თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭერთ რომელიმე მათგანს, ეს ვარიანტი გამოისახება ქვედა ზოლში. შემდეგ კი საკმარისია თაგვის კურსორი ახლოს მიიყვანოთ გრაფიკის მინიატურულ გამოსახულებასთან და ეს გამოსახულება მნიშვნელოვნად გადიდდება. გადიდებულ გამოსახულებაში დეტალურად შეგიძლიათ დააკვირდეთ თქვენი მომავალი გრაფიკის დეტალურ გამოსახულებას. ვცადოთ კიდევ ერთი მაგალითი X Y. ამ ტიპის არჩევის შემდეგ ზედა ზოლში შეგიძლიათ წინასწარ დაათვალიეროთ მომავალი გრაფიკის სხვადასხვა ვარიანტები. მოწონების შემთხვევაში უნდა დააჭიროთ OK ღილაკზე.
ამ სიმულაციის გასაგრძელებლად გრაფიკების შერჩევის ფანჯარაში მარცხენა სვეტში თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ სვეტოვანი დიაგრამის სამგანზომილებიანი ვარიანტის მინიატურულ გამოსახულებაზე. მარჯვენა მხარე შეიცვლება სვეტოვანი დიაგრამის სხვადასხვა ვარიანტებით. დააჭირეთ სამგანზომილებიან გამოსახულებას. ქვედა ფანჯარაში წინასწარ შეგიძლიათ დეტალურად შეათვალიეროთ ამ დიაგრამის დიზაინი. ამის შემდეგ დავაჭიროთ ღილაკს OK. თქვენ მიიღებთ Microsoft Excel-ის შემცირებულ ვარიანტს, რომელიც დაგეხმარებათ ვორდში გრაფიკების ჩასმაში. გრაფიკის აგების ფუნქციების სანახავად ავირჩიოთ სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა 2000 წლიდან.
შეგახსენებთ, პროგრამა Microsoft Excel-ში მონაცემების შეყვანის რამდენიმე თავისებურებას.
1. მონაცემების შეყვანა ხდება უჯრებში.
2. თითოეულ უჯრას, როგორც ჭადრაკის დაფაზე, აქვს ნომერი.
3. ყველა მონაცემის შეტანა უნდა დავასრულოთ კლავიშით Enter.
დავიწყოთ მონაცემების შეყვანა. B1 უჯრაში ჩავწეროთ სიტყვა დაწყებითი და, როგორც შევთანხმდით, ეს მონაცემი დავასრულოთ Enter-ით. C1 უჯრაში უნდა ეწეროს სიტყვა საბაზო. დავასრულოთ Enter-ით და B1 უჯრაში ჩავწეროთ საშუალო. დავასრულოთ Enter-ით. პირველ სვეტში ჩავწეროთ წლები, როგორც ეკრანზე ხედავთ. ახლა დავიწყოთ მოსწავლეთა რაოდენობის შევსება. B2 უჯრაში ჩავწეროთ მოსწავლეთა რაოდენობა 2000 წლისთვის და დავასრულოთ Enter_ით. პირველ უჯრაში შეცვლილმა მონაცემებმა გამოიწვია გრაფიკის გამოსახულების ცვლილება. ანუ დანარჩენი მონაცემები ჩვენს მიერ შეყვანილი რიცხვის პროპორციულად შეიცვლება. ასეთნაირად შევიყვანოთ დანარჩენი მონაცემებიც. არ გამოგრჩეთ, რომ ყველა მონაცემი დაასრულოთ Enter-ით. შეეცადეთ მათემატიკური მძიმე აკრიფოთ კლავიატურის მარჯვენა ციფრული ნაწილიდან.
გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი თავისებურება: ექსელში მნიშვნელოვანია ათეულების გამყოფი სიმბოლო სწორად იყოს ჩაწერილი. ამ პარამეტრის მართვა ხდება ოპერაციული სისტემის მართვის პანელის რეგიონების ჩანართის დამატებითი პარამეტრებიდან. შესაბამისად ეს სიმბოლო შეიძლება იყოს წერტილი, ან მძიმე. თუ ოპერაციულ სისტემაში სწორად მიუთითებთ რეგიონის პარამეტრებს, ათეულების გამყოფი სიმბოლო მძიმით გამოისახება საქართველოსთვის. ნაგულისხმევ ვარიანტში მითითებულია ამერიკული პარამეტრები, ანუ სიმბოლო წერტილი. რომ არ გავირთულოთ სიტუაცია, გთავაზობთ 2 მარტივ გამოსავალს.
პირველი: ათეულების გამყოფი სიმბოლო აკრიფეთ კლავიატურის ციფრობრივი ნაწილიდან. შესაბამის კლავიშს ეწერება Del ან Delate, სიმბოლო წერტილი ან მძიმე. ამ სიმბოლოზე დაჭერით ეკრანზე გამოისახება ან წერტილი ან მძიმე. მიუხედავად ამისა მაინც გამოიყენეთ ეს კლავიშა და ყურადღებას ნუ მიაქცევთ რა სიმბოლო გამოისახება, წერტილი თუ მძიმე. სისტემა და ექსელი მას ათობითების გამყოფ სიმბოლოდ აღიქვამს.
მეორე ვარიანტი: დააკვირდით ნიმუშში რა სიმბოლოა გამოყენებული ათობითების გამოსაყოფად. თუ ეს არის სიმბოლო წერტილი, თქვენი ოპერაციული სისტემა ამერიკულ ენობრივ სტანდარტზეა მორგებული და თქვენც წერტილი უნდა გამოიყენოთ. ხოლო თუ ნიმუშში გამოყენებულია მძიმე, თქვენ ათობითები მძიმით უნდა გამოყოთ
თუ თქვენ დაგჭირდებათ რომელიმე მონაცემის დამატება, ეს ძალიან მარტივია. ვთქვათ ერთი სვეტის დასამატებლად სათაურის ზოლში შეგიძლიათ აკრიფოთ სვეტის სათაური, იგულისხმება კომპიუტერების რაოდენობა, ვთქვათ 2000 წელს. ასევე მარტივად შესაძლებელია მწკრივის დამატება. ვთქვათ რა მდგომარეობა იქნება 2016 წელს.
მემგონი დროა, რომ მონაცმების შეყვანა დავამთავროთ. მონაცემების შეყვანის დამთავრების შემდეგ შეგვიძლია Excel-ის ფანჯარა მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული X-ით დავხუროთ. ისღა დაგვრჩენია ჩვენს გრაფიკს გავუკეთოთ სათაური. წავშალოთ არსებული გამოსახულება და ავკრიფოთ ქართული ტექსტი. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ გრაფიკის ჩასმის შემდეგ, მენიუს ზოლში დაგემატებათ ინსტრუმენტების ორი დაფა. პირველი არის Design და მეორე არის Format. ინსტრუმენტების ამ ნაკრების დახმარებით, შესაძლებელია შექმნილი გრაფიკის დიზაინისა და ფორმატის შეცვლა. შესაბამისი ვიდეოგაკვეთილი ნახეთ ამავე ვებგვერდზე.
შევაჯამოთ ნანახი ვიდეოინსტრუქცია.
თქვენ ნახეთ თუ როგორ შეიძლება ვორდის დოკუმენტში დიაგრამის ჩასმა და მონაცემების რედაქტირება
მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეტანა უნდა დაასრულოთ Enter კლავიშით
ყურადღება მიაქციეთ, სწორად გამოსახოთ ათეულების გამყოფი სიმბოლო
გმადლობთ ყურადღებისთვის.