Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
კომენტარის ჩასმა. მოქმედებები კომენტარზე მოგსალმებით ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ტექსტურ დოკუმენტში კომენტარის ჩასმას, კომენტარზე პასუხის დამატებას, კომენტარის რედაქტირებას, კომენტარის შესრულებულად მონიშვნას კომენტარის წაშლას ვიდეოინსტრუქციის უკეთ აღსაქმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტექსტი. მე კი გამოვიყენებ ტექსტს „საქართველოს დიდი ქალაქები“ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ კომენტარი არის რაიმე ტესტის დამატებითი განმარტება, შენიშვნა ან ჩანაწერი. კომენტარის ფუნქციების სანახავად მენიუს ზოლში თაგვის მარცხენა კლავიშით ერთხელ დააჭირეთ წარწერას INSERT. ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება. მონიშნეთ ტექსტი, რომლის კომენტირებაც გინდათ. მაგალითად 1795 თაგვის მარცხენა კლავიშით ინსტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ Comment პიქტოგრამას (იგივე მოქმედება შესაძლებელია შეასრულოთ მონიშნულ ტექსტზე თაგვის მარჯვენა კლავიშზე დაჭერით, შემდეგ კი მიღებულ დაფაზე თაგვის მარცხენა კლავიშით უნდა დააჭიროთ წარწერას New Comment). რომელიმე ამ მოქმედების შესრულების შედეგად ეკრანზე გამოჩნდება კომენტარის დამატების ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ აკრიფოთ კომენტარის ტექსტი. ავკრიფოთ ტექსტი: ამ წელს გაიმართა კრწანისის ბრძოლა. ღალატის შედეგად ქართული ჯარი დამარცხდა. ამ ბრძოლაზე ლადო ასათიანმა დაწერა ლექსი „კრწანისის ყაყაჩოები“. კომენტარის დამატება უნდა დაასრულოთ ფანჯრის მარჯვენა მხარეზე განთავსებულ X ღილაკზე თაგვის მარცხენა კლავიშის დაჭერით. ამ მოქმედების შედეგად კომენტარის დამატებისა და რედაქტირების ფანჯარა დაიხურება. შედეგად, ტექსტის ფურცლის ველზე, გამოჩნდება ნახატი, რომელიც მიუთითებს, რომ ამ მწკრივში არსებობს კომენტარი. ნახატზე დაჭერით შესაძლებელია კომენტარის რედაქტირება. ან ცვლილებების შეტანა, ახალი კომენტარის დამატება. ისევ დაასრულეთ მარჯვენა მხარეზე არსებული ღილაკით. კომენტარის ნახვა შესაძლებელია სამუშაო ფურცლის ველზე მდებარე პიქტოგრამაზე თაგვის დაჭერით, ასევე ამ რეჟიმში შესაძლებელია ახალი კომენტარის დამატება, დავწეროთ შემდეგი ტექსტი, „იქნებ ეს ტექსტი სქოლიოში დაგვემატებინა?“ დავასრულოთ X ღილაკზე დაჭერით. კომენტირებულ ტექსტზე თაგვის მარჯვენა კლავიშის დაჭერის შემდეგ შესაძლებელია კომენტარი მონიშნოთ როგორც შესრულებული. აგრეთვე რედაქტირების რეჟიმში შესაძლებელია, კომენტარის მონიშვნა შესრულებულად. შესრულებული კომენტარი ნაცრისფერი ფერით გამოიყოფა. კომენტარის პიქტოგრამაზე თაგვის მარჯვენა კლავიში დაჭერით შესაძლებელია გადავიდეტ შემდეგ კომენტარზე, ან დავიბრუნდეთ წინა კომენტარს. ასევე შესაძლებელია კომენტარის წაშლა. იგივე ფუნქცია აქაც არის. რათქმაუნდა ნებისმიერ დროს შესაძლებელია კომენტარის რედაქტირება. გარდა INSERT ღილაკისა, კომენტარების ნახვა შესაძლებელია, მენიუს ზოლში REVIEW ინსტრუმენტების დაფიდან. აქვე განთავსებულია New coment, Delate, Previus, Next, Show Comment. დავამატოთ კიდევ ერთი კომენტარი. მონიშნეთ ტექსტი, დააჭირეთ New Comment და აკრიფეთ კომენტარის ტექსტი. გამოვაქვეყნოთ ეს კომენტარი. აქვე შესაძლებელია კომენტარების ჩვენების ჩართვა. შესაძლებელია, ამავე კომენტარების რედაქტირებაც. Previus და Next ღილაკების დახმარებით შესაძლებელია კომენტარებზე გადასვლა. Show Comment ღილაკი კი ჩართავს ან გამორთავს დამატებით დაფას. მაშ ასე, შევაჯამოთ ნანახი ვიდეოინსტრუქცია. თქვენ ნახეთ ტექსტში კომენტარის ჩასმა, კომენტარზე პასუხის დამატება, კომენტარის რედაქტირება, კომენტარის შესრულებულად მონიშვნა კომენტარის წაშლა გმადლობთ ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული