Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
გვერდების დანომრვა მოგსალმებით ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ტექსტური დოკუმენტის დანომრვას, ნომრის ფორმატის შეცვლას, ნომრის ადგილის შეცვლას , პირველი გვერდის ნომრის შეცვლას, პირველი გვერდიდან ნომრის ნიშნის წაშლას. ვიდეოინსტრუქციის უკეთ აღსაქმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტექსტი. მე კი გამოვიყენებ ტექსტს „საქართველოს დიდი ქალაქები“ ტექსტის გვერდების ავტომატურად დასანომრად მენიუს ზოლში თაგვის მარცხენა კლავიშით ერთხელ დააჭირეთ წარწერას INSERT. ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება. დააჭირეთ პიქტოგრამას Page Number. მიღებულ დაფაზე უნდა აირჩიოთ გვერდის დანომრვის ნიშნის პოზიცია,ის შეიძლება განთავსებული იყოს გვერდის ზევით, გვერდის ქვევით, ფურცლის ველებზე და კურსორის მიმდინარე პოზიციაზე. ამავე ღილაკიდან შესაძლებელია გვერდის ნომრის ფორმატის რედაქტირება და ან საერთოდაც დანომრვის ნიშნის წაშლა. მოდით წინამდებარე ტექსტი დავნომროთ ქვედა მარჯვენა კუთხეში, ყურადღება მიაქციეთ რომ თითოეულ ამ ფუნქციას კიდევ უამრავი სხვადასხვა საშუალება აქვს. ვთქვათ ეს არის ნომერი ზევით მაგრამ მარცხნივ, ზევით ცენტრში, ზევით მარჯვნივ და ა.შ. გვერდის ქვემოთ დანომვრის შემთხვევაში აგრეთვე შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ვარიანტები, ვთქვათ ავირჩიოთ აი ეს ვარიანტი (triangle 2). ყურადღება მიაქციეთ გვერდის ნომერი ჩაისვა ქვედა კოლონტიტულში. კოლონტიტულებზე საუბარი ჩვენ ცალკე ვიდეო გაკვეთილში გვექნება. ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ გვერდის დანომვრის ფუნქციებით შემოვიფარგლოთ. თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ გევრდის დანომვრის ნიშანი, როგორც ჩვეულებრივი სიმბოლო და HOME ღილაკის დახმარებით შეუცვალოთ სხვადასხვა პარამეტრები, ვთქვათ: მოხაზულობა, ზომა, ფერი, გამუქება, დახრა და ა.შ. ანუ ყველა ეს პარამეტრი რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ტექსტებთან სამუშაოდ. გვერდის ავტომატური დანომვრის ფორმატის შეცვლა შესაძლებელია მისი მონიშვნით. მოსანიშნად შეგვიძლია თაგვის მარცხენა კლავიშით ორჯერ სწრაფად დავაჭიროთ გვერდის დანომვრის ნიშანზე. თქვენ ინსტრუმენტების დაფაზე ისევ და ისევ ნაცნობი ინსტრუმენტები დაგემატებათ. მონიშნეთ გვერდის ნომერი FORMAT ღილაკის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ფიგურის სტილის შეცვლა, WordArt ელემენტები, მდებარეობა, მიმართულება და ა.შ. დიზაინ ინსტრუმენტების დაფაზე, გვერდის ნომერს არც თუ ისე ბევრი ინსტრუმენტი ემსახურება, და მენიუს ზოლში დააჭირეთ დიზაინ გამოსახულებას, ინსტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ Page Number პიკტოგრამას. Formet page number ფუნქციის დახმარებით შესაძლებელია შეიცვალოს რიცხვების ფორმატი, რიცხვის ფორემტი შეიძლება გამოისახოს არაბული ან რომაული ციფრებით. შესაძლებელია დანომვრაში გამოყენებული იყოს განყოფილების ნომრები, ვთქვათ, V თავის I გვერდი. თქვენ მაგალითზე ხედავთ, თუ როგორი იქნება აღნიშნული ფუნქციის გამოყენებით გვერდის ნომერი. ამავე დაფაზე შესაძლებელია გვერდის დანომვრა დაიწყოს სრულიად სხვა ციფრით. ვთქვათ, პირველი გვერდის ნომერი იყოს 50-თი. ვინაიდან არ ჩაეტია ეს ნომერი, ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ფორმატირების ელემენტებს და გავასწოროთ ეს გამოსახულება. შეიძლება თქვენ კითხვა გაგიჩნდეთ, რატომ უნდა იყოს პირველი გვერდის ნომერი 50-თი? როდესაც სტამბაში სქელკანიანი წიგნის სწრაფად დაბეჭდვა უხდებათ, ამ შემთხვევაში დროის მოგების მიზნით შესაძლებელია რამდენიმე ოპერატორს დაურიგდეს წიგნის სხვადასხვა ნაწილები. ვთქვათ, პირველი 50-თი გვერდი ერთ ოპერატორს, 50 - დან 100 გვერდამდე მეორე ოპერატორს, 100 - დან 150 - მდე სხვა ოპერატორს და ა.შ. შესაბამისად ხვდებით ალბათ, რომ გვერდის ნომერი მეორე ოპერატორისთვის უნდა დაიწყოს რიცხვი - 50 -ი. ახლა ვნახოთ გვერდის დანომვრის დამატებითი ფუნქციები. ზოგიერთ სიატუაციაში აუცილებელი ხდება პირველი გვერდი არ დაინომროს. წიგნებში ძალიან ხშირად გამოიყენება, პირველი გვერდის ნომერი იყოს სამი. აგრეთვე წიგნებისთვის ან ჟურნალგაზეთებისთვის მარცხენა და მარჯვენა გვერდები დაინომროს განსხვავებულად. იმისთვის რომ გვქონდეს განსხავვებული პირველი გვერდი, აუცილებელია გვერდის განლაგებაში Page Layout მიუთითოთ ფუნქცია Mirror Margins და დავასრულოთ ღილაკით ok. ამის შემდეგ დავუბრუნდეთ გვერდის დანომვრის ფუნქციებს. იმისთვის რომ გვქონდეს განსხვავებული პირევლი გვერდი დავაჭიროთ ღილაკს Different First Page. ამ შემთხვევაში ხედავთ რომ პირველი გვერდი არ არის დანომრილი. ორჯერ სწრაფად დავაჭიროთ ტექსტში და view ინსტრუმენტების დახმარებით გადავამოწმოთ გვერდები. ხედავთ რომ, პირველი გვერდი არ არის დანომრილი ხოლო დანარჩენი გვერდები დანომრილია მარცხენა ქვედა კუთხეში. დავუბრუნდეთ დანომვრის ფუნქციებს. აქვე შესაძლებელია გვქონდეს მარცხენა და მარჯვენა განსხვავებული გვერდები. თქვენ ახლა ხედავთ მხოლოდ და მხოლოდ კენტი გვერდის ნომრებს. როგორც ამ სურათიდან ჩანს გვჭირდება ლუწი გვერდების დანომვრაც. ამისათვის კურსორი ჩავსვათ პირველივე ლურჯ გვერდზე, შემდეგ ინსტუმენტების დაფა დიზაინზე დააჭირეთ PAGE NUMBER ღილაკს. როგორც კენტი გვერდი ასევე ლუწი გვერდი უნდა დაიმაგროს ქვედა კუთხეში. ავირჩიოთ შესაბამისი ფორმატი, თქვენ ხედავთ რომ ეს ფორმატი დაემატა, შესაცვლელი გვაქვს რამდენიმე პარამეტრი, ანუ HOME ინსტრუმენტების დაფაზე უნდა მიუთითოთ შრიფტი „აღ არცჰყ“ , შრიფტის ზომა 48 და format -ში ფიგურის სტილი ავირჩიოთ ბოლო ფიგურა. გამომრჩა რომ ტექსტის ფერი იყო წითელი და მუქი. დავაკვირდეთ დანარჩენ გვერდებს და თქვენ ალბად ხედავთ რომ, დანარჩენ გვერდებზეც დაემატა გვერდის ნომერი. ვინაიდან მითითებული გვქონდა რომ პირველი გვერდი არ დაინომროს, ანუ განსხვავებული იყოს, შესაბამისად პირველი გვერდი არ დაინომრა. ხოლო დანარჩენ გვერდებზე თქვენ ხედავთ რომ ყველა გვერდი არის დანომრილი. გვერდის დანომვრის ფორმატში, ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, თაგვის მარცხენა კლავიშით გვერდის ნომერზე დაჭერის შემდეგ კოლონტიტულების ინსტრუმენტების დახმარებით. თუ მონიშნავთ გვერდის ნომერს დაგემატებათ ინსტრუმენტების დაფა ფორამტი და დიზაინი. ამ ფანჯრის დახურვა სესაძლებელია close ღილაკის დახმარებით. თუ გამოვრთავთ Different First Page პირველი გვერდიც დაინომრება, მოგვიანებით ჩვენ ცალკე ვისაუბრებთ კოლონტიტულების ფუნქციებზე. ეხლა კი დავხუროთ კოლონტიტულებზე სამუშაო დაფა და შევაჯამოთ ნანახი ვიდეო გავეთილი. ამ ვიდეო გაკვეთილში თქვენ ნახეთ დოკუმენტის დანომვრა, ნომრის ფორმატის შეცვლა, ნომრის ადგილის შეცვლა, პირველი გვერდის ნომრის შეცვლა, პირველი გვერდიდან ნომრის ნიშნის წაშლა. გმადლობთ ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული