Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
დიაგრამის დიზაინი მოგესალმებით! ამ ვიდეო გაკვეთილში თქვენ ნახავთ ტექსტურ რედაქტორში ჩასმული დიაგრამის დიზაინის ელემენტებთან სამუშაო ინსტრუმეტების გამოყენების ვიდეოინსტრუქციას, სადაც აღწერილია დიაგრამის  ელემენტების დამატება და გამორთვა,  სწრაფი განლაგებები,  ფერების შეცვლა,  სხვადასხვა სტილის დიაგრამების შერჩევა,  სვეტებისა და მწკრივების ადგილების გაცვლა,  მონაცემთა დაჯგუფება,  მონაცემთა რედაქტირება,  მონაცემთა განახლება,  დიაგრამის ტიპის შეცვლა/რედაქტირება. ამ ვიდეოინსტრუქციის უკეთ აღსაქმელად ტექსტში დიაგრამის ჩასმის ვიდეონსტრუქციის დახმარებით ჩასვით დიაგრამა ტექსტში ან გამოიყენეთ უკვე შექმნილი დიაგრამა. დიაგრამის დიზაინის ფუნქციების სანახავად მონიშნეთ დიაგრამა. (დიაგრამის მონიშვნა ნიშნავს თაგვის მარცხენა კლავიშით ერთხელ დააჭირეთ დიაგრამის გამოსახულების შიგნით). ამ მოქმედების შემდეგ მენიუს ზოლში დაგემატებათ ინსტრუმენტების 2 დაფა: DESIGN და FORMAT. ინსტრუმენტების ეს დაფები კონტექსტურია, ანუ მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა დიაგრამა არის მონიშნული. მონიშვნის მოსახსნელად თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ ტექსტში, ან სხვა ცარიელ ადგილას. მენიუში ეს წარწერები გაქრება. ისევ მონიშნეთ დიაგრამა და თქვენ მენიუს ზოლში კვლავ დაგემატებათ დიაგრამებთან სამუშაო ინსტრუმენტები. მონიშნულ დიაგრამას წვერებზე გაუჩნდება მონიშვნის აღმნიშვნელი ოთხკუთხედი მარკერები. იმისათვის, რომ ვნახოთ დიაგრამის დიზაინის ინსტრუმენტები, დააჭირეთ დიაგრამას, შემდეგ კი ინსტრუმენტების დაფაზე Design. აქ განთავსებული პირველი პიქტოგრამით შესაძლებელია დიაგრამას დაემატოს გარკვეული ელემენტები, მათ შორის: ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ღერძებზე წარწერები. თქვენ წინასწარ შეგიძლიათ დააკვირდეთ, თუ რას გამოიწვევს ამა თუ იმ პიქტოგრამაზე დაჭერა. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, გამოირთო ჰორიზონტალური წარწერა. ქვედა ღილაკი გამორთავს, ან ჩართავს ვერტიკალური ღერძის მნიშვნელობებს. შემდეგი პიქტოგრამა არის ღერძის სათაურების ჩართვა-გამორთვა. ესეც საშუალებას მოგვცემს წინასწარ დავაკვირდეთ თუ რას გამოიწვევს ამა თუ იმ პიქტოგრამაზე დაჭერა. პირველი არის ჰორიზონტალური წარწერის გაკეთება (აქ შეგვიძლია ჩავწეროთ წლები), ხოლო ვერტიკალურ ღერძზე შეგვიძლია დავაწეროთ მოსწავლეთა რაოდენობა. ამავე პიქტოგრამის დახმარებით შესაძლებელია ჩავრთოთ, ან გამოვრთოთ დიაგრამის სათაური. აგრეთვე, შეგვიძლია მივუთითოთ, სად იყოს დიაგრამის სათაური- დიაგრამის ზევით, ან დიაგრამაში. აქვე, შესაძლებელია სვეტებზე დავიტანოთ მონაცემები, ან გამოვრთოთ მონაცემების ჩვენება. ასევე, შეგვიძლია დიაგრამაში ჩავსვათ მონაცემთა ცხრილი, დავამატოთ საკოორდინაციო ბადის ხაზები (ჰორიზონტალური, ვერტიკალური), გავუკეთოთ დიაგრამას ლეგენდა. პირველი ბრძანებით- არ იყოს ასეთი ლეგენდა, მეორე ბრძანებით შეგვიძლია დავამატოთ ლეგენდა მარჯვნივ, ზევით, მარცხნივ და ქვევით. სწრაფი განლაგების პიქტოგრამის დახმარებით შესაძლებელია წინასწარ დავაკვირდეთ დიაგრამის აგების სხვადასხვა ვარიანტს. რომელიმეს მოწონების შემთხვევაში შეგიძლიათ დააჭიროთ მას. ფერების გამა საშუალებას იძლევა აირჩოთ გრაფიკის აგების სხვადასხვა ფერები. Chart Style-ის პიქტოგრამებზე თაგვის კურსორის ახლოს მიყვანით შეგიძლიათ დააკვირდეთ, თუ რა ცვლილებებს გამოიწვევს ესა, თუ ის პიქტოგრამა. თუ რომელიმე მათგანი მოგეწონებათ, თქვენი მოწონება შეგიძლიათ დაადასტუროთ პიქტაგრამაზე თაგვის მაცხენა კლავიშის ერთხელ დაჭერით. ჯგუფის მარჯვენა მხარეზე ქვევით მიმართული ისრის დახმარებით შეგიძლიათ ამოარჩიოთ სხვადასხვა სტილის დიაგრამები. შემდეგი ღილაკი- Switch Row/Columns ჯერჯერობით აქტიური არ არის. მისი გააქტიურება შესაძლებელია მონაცემთა რედაქტირების რეჟიმის ჩართვის შემდეგ, რაც თავის მხრივ საშუალებას გაძლევთ ცვლილებები შეიტანოთ უკვე აგებულ დიაგრამაში. როგორც მოგეხსენებათ, ექსელში ყველა მონაცემი უნდა დაასრულოთ Enter კლავიშზე დაჭერით. როგორც უკვე აღვნიშნე, Switch Row Columns საშუალებას გაძლევთ გადაანაცვლოთ სვეტები და მწკრივები (დააკვირდით X ღერძის წარწერებს). Select Data Source დიალოგურ ფანჯარაში შეგვიძია ავირჩიოთ, თუ რომელი სვეტის და მწკრივის მონაცემები იყოს ასახული დიაგრამაზე. ვთქვათ არ გვინდა დიაგრამაზე ასახული იყოს დაწყებითის და 2000 წლის მონაცემები, ღილაკი OK საშუალებას გვაძლევს დავაკლოთ ეს მონაცემები. ამ მონაცემების დამატება შესაძლებელია ისევ Select Data პიქტოგრამის საშუალებით. Change Chart Types საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ დიაგრამის სტილი (გავხადოთ ის ხაზობრივი, წრიული და ა.შ.). ახლა კი დროა ყურადღება მივაქციოთ დიაგრამის მარჯვენა მხარეზე განთავსებულ ღილაკებს. + პიქტოგრამა არის იგივე ღილაკი, რაც ინსტრუმენტების დაფაზე დამატებული Add Chart elements. აქ თქვენ შეგიძლიათ დიაგრამაზე დაიტანოთ სხვადასხვა ელემენტები. ისარი მარჯვნივ საშუალებას გაძლევთ ციფრები დატანილ იქნას დიაგრამის სხვადასხვა ადგილას (ცენტრში, შიგნით, ბაზის შიგნით, გარეთ). ფუნჯის დახმარებით შესაძლებელია დიაგრამის სხვადასხვა სტილების არჩევა. თითოეულ პიქტოგრამაზე თაგვის კურსორის მიყვანით შესაძლებლობა გაქვთ წინასწარ დავაკვირდეთ, თუ რა ცვლილებებს გამოიწვევს ამა, თუ იმ პიქტოგრამაზე დაჭერა. მესამე ღილაკი-დიაგრამის ფილტრები საშუალებას გაძლევთ ამოირჩიოთ, თუ რა მონაცემები იყოს დატანილი გრაფიკზე. პირველ ღილაკზე დაჭერით გამოირთვება X ღერძის წარწერები. შესაბამისად ისევ, ამავე ღილაკზე დაჭერით ჩაირთვება X ღერძის წარწერები. აგრეთვე შეგიძლიათ Y ღერძის მნიშვნელობების გამორთვა ან ჩართვა. ჩემი რჩევა არის, რომ ეს მონაცემები დატოვოთ უცვლელი. აგრეთვე ამავე ნაწილიდან შესაძლებელია გრაფიკებს გაუკეთდეს სათაური, ისევე როგორც ახლა არის, არ გაუკეთდეს, ან წარწერები განთავსდეს დიაგრამის შიგნით. აქაც იგივეს გირჩევთ - დატოვეთ ისე, როგორც არის. ანუ დიაგრამის ზევით. ფერების შეცვლის პიქტოგრამით შეგიძლიათ შეცვალოთ ფერების გამა. რომელიმე მათგანის მოწონების შემთხვევაში, შეგიძლიათ დააჭიროთ შესაბამის პიქტოგრამას. აქაც ვფიქრობ, რომ დავტოვოთ თავდაპირველი გამოსახულება. აგრეთვე, დიზაინის ფანჯარაში მოცემული არის სლაიდის სტილის შეცვლის სხვადასხვა ვარიანტები. თქვენ შეგიძლიათ კურსორით გადაატაროთ თითოეულ მათგანზე და წინასწარ ნახოთ, თუ როგორი იქნება ესა თუ ის ვარიანტი. ხოლო რომელიმე მათგანის მოწონების შემთხვევაში შეგიძლიათ დააჭიროთ შესაბამის მინიატურულ გამოსახულებას და ცვლილებები აისახება სლაიდზე. შევაჯამოთ ნანახი ვიდეოინსტრუქცია. თქვენ ნახეთ დიაგრამის დიზაინის ელემენტებთან სამუშაო ინსტრუმეტების გამოყენების ვიდეოინსტრუქცია, სადაც აღწერილი იყო:  დიაგრამის ელემენტების დამატება და გამორთვა,  სწრაფი განლაგებები,  ფერების შეცვლა,  სხვადასხვა სტილის დიაგრამების შერჩევა,  სვეტებისა და მწკრივების ადგილების გაცვლა,  მონაცემთა დაჯგუფება,  მონაცემთა რედაქტირება,  მონაცემთა განახლება,  დიაგრამის ტიპის შეცვლა/რედაქტირება. გმადლობთ ყურადღებისთვის!

ახალი დამატებული