Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
დიაგრამის ფორმატი მოგესალმებით, ამ ვიდეოგაკვეთილში თქვენ ნახავთ ტექსტურ დოკუმენტში ჩასმული დიაგრამის ფორმატის რედაქტირების ფუნქციებს. მათ შორის: • დიაგრამის ელემენტების მონიშვნას, • მონიშნული ელემენტების ფორმატს, • დიაგრამისელემენტებზე შეტანილი ცვლილების გაუქმებას, • ფიგურების სტილებს, • ფიგურის შეღებვას, • ფიგურის კონტურზე მოქმედებას, • ფიგურაზე ეფექტს • ვორდარტის სტილებს, • სექსტის შეღებვას, • ტექსტის კონტურის რედაქტირებას, • ტექსტის ეფექტებს. • დიაგრამის პოზიციას, • დიაგრამის და ტექსტების შემოწმებას, • ობიექტების ურთიერთგანლაგებას, • ობიექტების სწორებას, • ობიექტების დაჯგუფებას და სწორებას. აგრეთვე დიაგრამის სიგრძის და სიგანის, ანუ ზომის რეგულირება იმისთვის რომ გაიაზროთ, რისი გაკეთება გვინდა, გთხოვთ წინასწარ დააკვირდეთ დიაგრამის გამოსახულებას. დოკუმენტი, რომელსაც ახლა უყურებთ, სპეციალურად ვორდში დიაგრამის ფორმატურების ფუნქციების სადემონსტრაციოდ არის შექმნილი. ამ დიაგრამაზე სვეტოვანი დიაგრამის გამოყენებით გამოსახულია 2000-20016 წლებში სკოლაში დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა რაოდენობისა და სკოლაში არსებული კომპიუტერების რაოდენობის დინამიკა. მაშ ასე, მსგავსი ახალი დიაგრამის ასაგებად მენიუს ზოლში თაგვის მარცხენა კლავიშით კურსორი ჩავსვათ იმ ადგილას სადაც გვინდა დიაგრამის ჩასმა, შემდეგ მენიუს ზოლში ტაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ INSERT წარწერას. ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება ჩასმის ინსტრუმენტებით. დააჭირეთ Chart პიქტოგრამის ნახატს. მონიტორზე გამოისახება ფანჯარა, სადაც მოგიწევთ აარჩიოთ სხვადასხვა ტიპის დიაგრამების დიზაინი. თუ ეს მოკლე ინსტრუქცია გაუგებარია მაშინ შეგიძლიათ ნახოთ დიაგრამის ჩასმის ვიდეოგაკვეთილი, რომელიც ამავე ვებგვერდზე მდებარეობს. დიაგრამის ფორმატირების (FORMAT) ფუნქციების სანახავად მონიშნეთ დიაგრამა. (დიაგრამის მონიშვნა ნიშნავს თაგვის მარცხენა კლავიშით ერთხელ დააჭირეთ დიაგრამის გამოსახულების შიგნით). ამ მოქმედების შემდეგ მენიუს ზოლში დაგემატებათ ინსტრუმენტების 2 დაფა DESIGN და FORMAT. ინსტრუმენტების ეს დაფები კონტექსტურია, ანუ მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა დიაგრამა არის მონიშნული. მონიშვნის მოსახსნელად თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ ტექსტის ან სხვა ცარიელ ადგილას. მენიუში ეს წარწერები გაქრება. იმისთვის რომ გააგრძელოთ მუშაობა, მონიშნეთ დიაგრამა და თქვენ მენიუს ზოლში კვლავ დაგემატებათ დიაგრამებთან სამუშაო ინსტრუმენტები. მონიშნულ დიაგრამას წვერებზე გაუჩნდება მონიშვნის აღმნიშვნელი ოთხკუთხედი მარკერები. დააჭირეთ ინსტრუმენტების დაფაზე FORMAT. ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება დიაგრამის ფორმატირების ინსტრუმენტებით. პირველი ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ დიაგრამაზე მონიშნოთ გარკვეული ელემენტები, მათ შორის, მთლიანად დიაგრამა, დიაგრამის სათაური, ეხლა მონიშნული არის დიაგრამის სათაური. შემდეგი ბრძანება საშუალებას გაძლევთ მონიშნოთ ჰორიზონტალური წარწერები. შემდეგი ბრძანება საშუალებას გაძლევთ მონიშნოთ ლეგენდა, აღნიშვნები. შემდეგი ბრძანება მონიშნავს გრაფიკების არეალსანება მონიშნავს ვერტიკალურ მნიშვნელობებს, შემდეგი ბრძანება მონიშნავს ჰორიზონტალურ ხაზებს, შემდეგი ბრძანება მონიშნავს სერიებს დაწყებითი, ედავთ რომ ლურჯი გრაფიკები მოინიშნა, ლურჯი ფერის სვეტები მოინიშნა, საბაზო სვეტებს და ა.შ. ინსტრუმენტების დაფაზე შესრულებული შემდეგი მოქმედებები შეეხება მხოლოდ და მხოლოდ მონიშნულ ელემენტებს, ამ შემთხვევაში საბაზო სვეტებს. მონიშნული ფორამტის საშუალებით მარჯვენა მხარეზე დაგემატებათ, ინსრტუმენტების დაფა რომელსაც ქვია მონაცემთა ფორმატირების სერია. ამ დაფაზე ტქვენ შეგიძლიატ შეცვალოტ მონიშნული ელემენტის შევსების პარამეტრები. პირველი ღილაკი NO FILL აღნიშნავს რომ სვეტები არ იყოს შეღებილი, შემდეგი ბრძანება ნიშნავს სრული ფერით შეღებვას, ფერის არჩევა შეგიძლიათ ღილაკით COLOR. შემდეგი ღილაკი უზრუნველყოფს გამჭვირვალობას. შემდეგ წარწერაზე შესაძლებელია მონიშნული სვეტების კონტურზე მუშაობა SOLID LINE აღნიშნავს ხაზებს, COLOR ინსრტუმენტის დახმარებით შეგიზლიათ ხაზის ფერის მითითება, ვთქვათ, ნარინჯისფერი, ხაზის სისქე, ხაზის ტიპი, ხაზის ფორმა, ვთქვათ - წყვეტილი და ა.შ. ამავე ფანჯარაში შეგიძლიათ აირჩიოთ შევსების გრადიენტული ვარიანტი, გრადიენტის სხვადასხვა ფორმები და პარამეტრები. სანამ დიაგრამაზე სურათების ჩასმას გამოვიყენებდეთ, სასურველია ფილტრის დახმარებით გარკვეული მონაცმები ამოვიღო იმისტვის რომ უფრო მეტი ადგილი დაგვრჩეს სამუშაოდ. წავშალოთ 2016 წლის მონაცმები და აგრეთვე კომპიუტერების მონაცმეები, დააჭირეთ ღილაკს გამოყენება (EPPLY) და დიაგრამიდან გაქრება აღნიშნული მონაცემები. ამის შმედეგ მოვნიშნოთ ისევ დიაგრამა, მოვნიშნოთ სერიებით დაწყებითი, მონიშნული ობიექტების დაფორმატების დახმარებით გადავიდეთ სერიების პარამეტრებზე და შემდეგი მონაცემები გავანულოთ, ანუ სვეტებს შორის დაცილება და ჰაერი. დავასრულოთ ENTER. შეღების მაგივრად სურატის გამოსაყენებლად დავაჭიროთ PICTURE OR TEXTURE FILL , FILL ღილაკის დახმნარებით ავირჩიოთ სურათი რომელიც მე წინასწარ მაქვს მომზადებული და დააჭირეთ ღილაკს INSERT. ჩასმულ სურათზე შესაძლებელია გამოიყენოთ სხვადასხვა ბრძანებები, მათ შორის: გამჭვირვალობა ან არ იყოს გამჭვირვალობა, სურათი გაიწელოს ან STACK დახმარებით იყოს წარმოდგენილი ან გამოყენებული იყოს ბრძანება STACK - იც და გაჭიმვაც (SCALE WITH), მივუთითოთ რაოდენობა 45 - თი. BORDER ღილაკის დახმარებით შესაძლებელია სვეტს არ ქონდეს კონტური ან ქონდეს რაღაც ხაზი, ვთქვათ ლურჯი ფერის. ხაზის სისქე ერთი პუნქტი ან 2,75 - დი. ხაზი იყოს გამჭვირვალე ან არ იყოს გამჭვირვალე, ალბად არ იყოს გამჭვირვალე, ხაზის ტიპი შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიანტები აირჩიოთ, აგრეთვე აქვე შესაძლებელია სხვადასხვა პარამეტრების მითითება. ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა ხაზი არ გვქონდეს, ამავე პარამეტრების დახმარებით მოვნიშნოთ საბაზო სერიის სვეტები და ჩავსვათ სხვა სურათი, ისევ გამოვიყენოთ ფუნქცია STACK-ი, მოვნიშნოთ საშუალო საფეხურის აღმნიშვნელი სვეტები, ჩავსვატ სუართი და დავაჭიროთ ღილაკს INSERT, გამოვიყენოთ ბრძანება STACK. როგორც ხედავთ მივიღეთ საკმაოდ განსხვავებული სტილის დიაგრამა. მოდით ისევ დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას და ვნახოთ სხვა ინსტრუმენტები. ამისათვის გამოვიყენოთ DESING ბრძანება და პირველივე ნახატი. დავუბრუნდეთ ფორმატირების ინსტრუმენტებს, ამჯერად თუ როგორ შეიძლება სვეტების შტრიხების დახმარებით შეღებვა. შტრიხების ამორჩევა შეიძლება Pattern Fill ღილაკის დახმარებით, შესაძლებელია დაშტრიხვისთვის გამოვიყენოთ სხვადასხვა ფერები. ისევ გავაუქმოთ ჩვენს მიერ შეტანილი ცვლილებები.SHADOW ღილაკის დახმარებით შესაძლებელია მონიშნულ სვეტებზე დავამატოთ ჩრდილის ეფექტი. ეფექტების სხვადასვა ნაირია და შესაძლებელია ჩრდილის პარამეტრების შეცვლაც. ისევ დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას, ახლა დროა ცვლილება შევიტანოთ პარამეტრებში. ამისათვის მოვნიშნოთ ვერტიკალური მაჩვენებლები და გადავიდეთ მათ ფორმატში. ღერძის პარამეტრებში მითითებული არის რომ მინიმალური მნიშვნელობა 0 - დან იწყებოდეს, მაქსიმალური -160. ვთქვათ შევცვალოთ 180-ით დავასრულოთ ENTER - ით. ერთეულები- აქ შეგიძლიათ მიუთითოთ ინტერვალი ვთქვათ 10 ( ხედავთ რა ცვლილებებსაც იწვევს) ან 40 -ცი. პირველი მაჩვენებელი იყოს ნული, ავტომატური მაჩვენებლები რათქმაუნდა ჯობდა ამიტომ დააჭირეთ ღილაკს RESET. ახლა მოვნიშნოთ ჰორიზონტალური ხაზები, შესაძლებელია მათი ფერის და სისქის შეცვლა, აგრეთვე ფორმის შეცვლა, ასეთი ხაზები ალბათ არ გამოგადგებათ. დავტოვოთ ისეთივე როგორიც იყო. ფორმატში ( FORMAT) დავაბრუნოთ ნაგულისხმევი ვარიანტი. მოვნიშნოთ დიაგრამა, WordArt Styles საშუალებას გაძლევთ წარწერები გაკეთდეს WordArt სტილების დახმარებით, აქვე შესაძლებელია ტექსტის შეღებვაში ცვლილებების შეტანა, ტექსტის კონტურში ცვლილებების შეტანა და ა.შ. ალბად ჯობია დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. პიკტოგრამა POSITION დახმარებით შესაძლებელია დიაგრამა განთავსდეს გვერდის სხვადასხვა ადგილებზე. ნახატების დახმარებით თქვენ ადვილად გაარკვევთ თუ რა მოქმედებებს გამოიწვევს შესაბამის პიკტოგრემებზე დაჭერა ამ ფუნქციის უკეთ გასაცნობათ თაგვის დახმარებით დავაპატარაოთ დიაგრამა, აქაც არის მოთავსებული, სასურველია ტექსტის ირგვლივ სემოწყობის ბრძანების გამოყენებაც. მოვნიშნოთ პიკტოგრამა, გავაგძელოტ მუშაობა FORMAT ბრძანებაზე. მე ეხლა სპეციალურად დავამატე ოთხკუთხედი ფიგურა, რომელმაც დაფარა ტექსტი და აგრათვე თქვენს მიერ ჩასმული დიაგრამაც. სიტუაციის გამოსასწორებლად მონიშნეთ დიაგრამა, ინსტრუმენტების დაფაზე დაგემატათ ორი ინსტრუმენტი DESING და FORMAT-ი სადაც დააჭირეთ Bring to Format გამოსახულებას, ამ მოქმედების შედეგად დიაგრამა ერთი შრით წინ წამოიწევა, ეს ფიგურა გადავწიოტ მარცხენა მხარეზე, ვეცადოთ გავასწოროთ ეს ორი ფიგურა ერთმანეთის მიმართ ჰორიზონტალურად, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ჰორიზონტალურად ცენტრში გასწორება ან ჰორიზონტალურად ქვედა დონეზე გასწორება, მოვნიშნოთ დიაგრამა და ფორმატ დაფაზე ვნახოთ სიგრძისა და სიგანის შეცვლა, Height ღილაკი მოუმატებს ან დააკლებს დიაგრამის სიმაღლეს, ხოლო Widths გაზრდის ან შეამცირებს დიაგრამის სიგანეს. შევაჯამოთ ნანახი ვიდეო გაკვეთილი. ამ ვიდეო გაკვეთილში თქვენ ნახეთ ტექსტურ დოკუმენტში ჩასმული დიაგრამის ფორამტის რედაქტირების ფუნქციები, მათ შორის: • დიაგრამის ელემენტების მონიშვნა, • მონიშნული ელემენტების სტილების შეცვლა, • ტექსტის შემოწყობა, • დიაგრამისა და სხვა ობიექტების ურთიერთ მდებარეობის გასწორება, • დიაგრამის სიგანისა და სიმაღლის შეცვლა. • დიაგრამის სვეტების შეღებვა სრული ფერით. გრადიენტით, სურათით ან ა.შ. მადლობთ ყურადღებისთვის

ახალი დამატებული